სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბა, ვის ჩავეხუტო?" - ბიჭუნა, რომლის ოჯახში ყველა ექიმია და ვერავის ეხუტება, ინტერნეტვარსკვლავი გახდა
"აბა, ვის ჩავეხუტო?" - ბიჭუნა, რომლის ოჯახში ყველა ექიმია და ვერავის ეხუტება, ინტერნეტვარსკვლავი გახდა

5 წლის ლუკა სა­დუ­ნიშ­ვი­ლი სა­ჩხე­რე­ში ცხოვ­რობს. მისი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ლუ­კას მშობ­ლე­ბი ექი­მე­ბი არი­ან და სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბენ. ვი­დეო მა­მამ მა­შინ გა­და­უ­ღო, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სით შე­საძ­ლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბა­ზე ეჭ­ვის გამო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მი­დი­ო­და. ლუ­კას დედა, ნინო გო­გა­ვა, გვი­ამ­ბობს ლუ­კას ამ­ბავს:

- ლუ­კას ოჯა­ხის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი ექი­მია, მე ანეს­თე­ზი­ო­ლოგ - რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ვარ, მამა, ბა­ბუა და მა­მი­და ნევ­რო­ლო­გე­ბი არი­ან, ერთი ბებო გი­ნე­კო­ლო­გი, მე­ო­რე კი მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტია. ხან მე ვარ მო­რი­გე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ხან - ჩემი მე­უღ­ლე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს და­ნაკ­ლისს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­მო­ხა­ტავს ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა ტი­რილს, ჩემი მე­უღ­ლე მა­შინ იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­რი­გე, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე შექ­მნო­და. დი­ლით გა­და­წყვი­ტა, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი­ყო და ბავ­შვმა რო­დე­საც ჩა­ხუ­ტე­ბა სთხო­ვა და უარი მი­ი­ღო, ასე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და.

- რა შე­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვცდი­ლობ­დით, რომ ლუ­კას ეს ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად ეგ­რძნო და ენერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა და შფოთ­ვაა და მას­ზეც მოქ­მე­დებს. ვე­ღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბა თა­ვის მე­გობ­რებს, ვერ და­დის ბაღ­ში, არის ძი­რი­თა­დად სახ­ლში და, რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს გა­ნიც­დის, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი. ენატ­რე­ბა მე­გობ­რე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
3

საყვარელი ბოჭი.მეც მასთან ერთად ცრემლები წამომივიდა.

!!!!!
5

შემოგევლეეე....ვაიმეე..გული გამიჩერდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"აბა, ვის ჩავეხუტო?" - ბიჭუნა, რომლის ოჯახში ყველა ექიმია და ვერავის ეხუტება, ინტერნეტვარსკვლავი გახდა

"აბა, ვის ჩავეხუტო?" - ბიჭუნა, რომლის ოჯახში ყველა ექიმია და ვერავის ეხუტება, ინტერნეტვარსკვლავი გახდა

5 წლის ლუკა სადუნიშვილი საჩხერეში ცხოვრობს. მისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ლუკას მშობლები ექიმები არიან და საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობენ. ვიდეო მამამ მაშინ გადაუღო, როცა კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებაზე ეჭვის გამო თვითიზოლაციაში მიდიოდა. ლუკას დედა, ნინო გოგავა, გვიამბობს ლუკას ამბავს:

- ლუკას ოჯახის თითქმის ყველა წევრი ექიმია, მე ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი ვარ, მამა, ბაბუა და მამიდა ნევროლოგები არიან, ერთი ბებო გინეკოლოგი, მეორე კი მეტყველების თერაპევტია. ხან მე ვარ მორიგე საავადმყოფოში, ხან - ჩემი მეუღლე, აქედან გამომდინარე, ჩვენს დანაკლისს ძალიან მტკივნეულად გამოხატავს ხოლმე. რაც შეეხება ტირილს, ჩემი მეუღლე მაშინ იყო საავადმყოფოში მორიგე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელი იყო სამედიცინო პერსონალს ვირუსით ინფიცირების საფრთხე შექმნოდა. დილით გადაწყვიტა, რომ თვითიზოლაციაში წასულიყო და ბავშვმა როდესაც ჩახუტება სთხოვა და უარი მიიღო, ასეთი რეაქცია ჰქონდა.

- რა შეიცვალა კორონავირუსის შემდეგ ბავშვთან ურთიერთობის თვალსაზრისით?

- თავიდან ძალიან ვცდილობდით, რომ ლუკას ეს ყველაფერი ნაკლებად ეგრძნო და ენერვიულა, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეული პანიკა და შფოთვაა და მასზეც მოქმედებს. ვეღარ ეკონტაქტება თავის მეგობრებს, ვერ დადის ბაღში, არის ძირითადად სახლში და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განიცდის, როგორც ყველა ბავშვი. ენატრება მეგობრები და თავისუფლება. წაიკითხეთ სრულად

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 623-მდე გაიზარდა

"სოციალური დისტანცირება დიდხანს დაგვჭირდება - არა მხოლოდ ზაფხულში, შემოდგომაზეც" - ამირან გამყრელიძე

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი