ავტორი:

ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ და გაჭირვებულებს საკვებს მოუმზადებენ

ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ და გაჭირვებულებს საკვებს მოუმზადებენ

ევროპარლამენტი საკუთარი შენობის ნაწილს უსახლკაროებს უთმობს. ამასთან, შენობის სამზარეულოში ყოველ დღე 1 000-მდე ულუფა საკვებს მოამზადებენ, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებსა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს გამოკვებავენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„კონკრეტული თანადგომა მოქალაქეების მიმართ - ეს ევროპარლამენტის მიმართულებაა. ბრიუსელთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენი შენობის ნაწილი უსახლკარო ადამიანებისთვის და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ჩვენ სამზარეულოში ყოველ დღე 1000-ზე მეტი ულუფა საკვები მომზადდება, რომელსაც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, ასევე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს მივაწვდით, რათა საქმის კეთებაში დავეხმაროთ. ევროპის სიძლიერე სოლიდარული მოქმედებების უნარშია“, - აცხადებს დავიდ სასოლი.

ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში იმყოფება

"ვიზიტის ისე მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები მოვიდნენ, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან, სამარცხვინოა" - რას წერს "დოჟდის" რედაქტორი

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან