დიდ ბრიტანეთში 24 საათში კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში 938 ადამიანი დაიღუპა.
მთლიანობაში, ვირუსს ბრიტანეთში 7 097 პაციენტი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ინფიცირების 5 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და Covi-19-ით ჯამში 60 733 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 200-მდე პაციენტი განიკურნა.
იტალიაში კი, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად 542 ადამიანი გარდაიცვალა და მლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 17 669-მდე გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული.
ამავე ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევები 3 836-ით გაიზარდა და 139 422 შეადგინა.
იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 491 ადამიანს შეადგენს.