ავტორი:

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა

მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სემეკიდან აცნობეს, მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება. პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

"იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. ამასთანავე, თუ მოქალაქეებს, არ სურთ შეღავათით სარგებლობა, აღნიშნული სურვილის დაფიქსირება შესაძლებელია ერთიანად - სამივე თვეზეც.

კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ," - აცხადებენ სემეკში.

"კოლორ ჯგუფი" მცირე და საშუალო ბიზნესებს დეკორატიულ სააღდგომო შეფუთვებს შეღავათიან ფასად სთავაზობს

დღეიდან ,,მაგნიტის’’ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

Yandex.Taxi აფუძნებს საქართველოში ფინანსური მხარდაჭერის ფონდს კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის