საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი - "ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ... არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია"
რომის პაპი - "ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ... არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია"

ეს­პა­ნურ­ში ასე­თი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს, „ღმერ­თი ყო­ველ­თვის გა­პა­ტი­ებს, ადა­მი­ა­ნე­ბიც ხან­და­ხან გა­პა­ტი­ე­ბენ, მაგ­რამ ბუ­ნე­ბა არას­დროს გა­პა­ტი­ებს“, - ამის შე­სა­ხებ რო­მის პაპ­მა, ფრან­სის­კემ The Tablet-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ა­ზე სა­უბ­რის დროს გა­ნა­ცხა­და.

„ჩვენ პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცით იმ კა­ტას­ტრო­ფებ­ზე, რო­მე­ლიც მოხ­და. ვინ­მე სა­უბ­რობს ავ­სტრა­ლი­ის ხან­ძრებ­ზე? ვინ­მეს ახ­სოვს, რომ ნავ­მა შე­საძ­ლოა ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სი გა­და­ლა­ხოს, რად­გან იქ ყი­ნუ­ლი დნე­ბა? ვინ სა­უბ­რობს ახლა წყალ­დი­დო­ბებ­ზე? არ ვიცი, ეს შუ­რის­ძი­ე­ბაა თუ არა, მაგ­რამ ეს ბუ­ნე­ბის პა­სუ­ხია“, - აღ­ნიშ­ნა პაპ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს კრი­ზი­სი ყვე­ლას შე­ე­ხო და ახლა ერ­თო­ბის დროა.

„ეს კრი­ზი­სი ჩვენ ყვე­ლას შეგ­ვე­ხო, მდიდ­რებ­სა და ღა­რი­ბებს. ჩვენ ან ვიქ­ნე­ბით თან­მიმ­დევ­რულ­ნი ჩვენს მრწამსში, ან ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავთ. ეს ის მო­მენ­ტია, როცა ღა­რი­ბე­ბი უნდა და­ვი­ნა­ხოთ. უფალ­მა თქვა, ის, ვინც ღა­რი­ბებს მუ­დამ და­ეხ­მა­რე­ბა, ის მარ­თალ იქ­ნე­ბა. ისი­ნი ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის ნა­წილ­ნი არი­ან და ამას ვერ უარ­ვყოფთ. მაგ­რამ, ღა­რი­ბებს თით­ქოს ვერ ვხე­დავთ. იცით, ახ­ლა­ხანს რო­მის შუ­ა­გულ­ში პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა კაცს, აქ რა­ტომ ხარ, წადი სახ­ლში და მან უპა­სუ­ხა, მე სახ­ლი არ მაქვს, ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ... ღა­რიბ­თა და­ნახ­ვა ნიშ­ნავს, რომ მათი ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა აღად­გი­ნო. ისი­ნი ნივ­თე­ბი არ არი­ან, ისი­ნი ნა­გა­ვი არ არი­ან, ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ჩვენ მათ ხში­რად ისე ვექ­ცე­ვით, რო­გორც გა­დარ­ჩე­ნილ ცხო­ვე­ლებს. არ შე­იძ­ლე­ბა მარ­ტო ნა­წი­ლობ­რი­ვი კე­თილ­დღე­ო­ბის პო­ლი­ტი­კა გქონ­დეს. ახლა სწო­რედ ის დროა, რომ მათ­თვის მი­წის ქვეშ ჩახ­ვი­დე“, - გა­ნა­ცხა­და პაპ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
44

რა შორსაა ეს ადამიანი ჭეშმარიტებასთან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რომის პაპი - "ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ... არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია"

რომის პაპი - "ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ... არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია"

ესპანურში ასეთი გამოთქმა არსებობს, „ღმერთი ყოველთვის გაპატიებს, ადამიანებიც ხანდახან გაპატიებენ, მაგრამ ბუნება არასდროს გაპატიებს“, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანსისკემ The Tablet-თან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია“, - აღნიშნა პაპმა.

მისივე თქმით, ეს კრიზისი ყველას შეეხო და ახლა ერთობის დროა.

„ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობ... ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე“, - განაცხადა პაპმა.

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ