ავტორი:

"მეც ვარღვევ კანონს, სოციალური დისტანცია არ მაქვს, ამიტომ ხვალიდან ინტერვიუები იქნება სხვა წესით" - ლევან რატიანი მედიას

"მეც ვარღვევ კანონს, სოციალური დისტანცია არ მაქვს, ამიტომ ხვალიდან ინტერვიუები იქნება სხვა წესით" - ლევან რატიანი მედიას

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ხვალიდან COVID-19-თან მიმართებით მედიასთან განცხადებებს განსხვავებული ფორმით გააკეთებს, რაც სოციალური დისტანციის დაცვას გულისხმობს.

"ახლა მეც ვარღვევ კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, ხვალიდან ინტერვიუები განსხვავებული წესით მოგაწოდოთ" - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება მის კომენტარს, რომ "კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება", კლინიკის დირექტორი მას ასე განმარტავს:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 13 მარტს დადო დასკვნა, რომ ადამიანების 80% შესაძლოა, იყოს ინფექციის მატარებელი და არ იყოს დაავადებული. ამიტომ, ასეთი ადამიანები საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ არიან 100%-ით ინფექციის გამავრცელებლები.

მოსახდელი დაავადება იმას ნიშნავს, როცა ინფექციას მივიღებთ, შესაძლოა, დაავადება 80%-ში არ გვქონდეს და ისე მოვიხადოთ. 17%-ში დაავადება საშუალო და მსუბუქი ფორმით მიდის, 3%-ში კრიტიკული ფორმით. როცა დაავადებას მივიღებთ, შეიძლება ისე მოვიხადოთ, კლინიკა საერთოდ არ გამოვლინდეს, მაგრამ თუ გამოვლინდა, რა თქმა უნდა, მოსახდელია.

კიდევ ერთი მინდა ყველამ იცოდეთ - ამ დაავადებიდან გამოსვლაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველას გაგვიგია „უზნაძის განწყობის თეორიას“. ყველა ვიყოთ ძალიან კარგ განწყობაზე!

იმუნიტეტი ორი სახის არსებობს - ადამიანის ორგანიზმში სწრაფი ანტისხეულების გამომუშავების და მოგვიანებით გამომუშავების. დღე და ღამე არ მძინავს, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე აღებული. ბევრი სტატია წავიკითხე და ვნახე, რომ ანტისხეულები, რომელიც სწრაფად უნდა სინთეზირდებოდეს ორგანიზმში, სავარაუდოდ, დაავადების მანიფესტაციას ასწრებს და ამიტომაც მიდის ჩვენთან შემთხვევები მეტნაკლებად მსუბუქად. ღმერთმა ქნას და იქნებ გადაგვარჩინოს ბცჟ ვაქცინაციამ“, - განაცხადა რატიანმა "ინეტრპრესნიუსთან" საუბრისას.

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

"კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას, არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე