მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები
როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ში სტრე­სი მა­ტუ­ლობს, სტრე­სის დროს კი ჭა­მის მადა იზ­რდე­ბა. დღეს, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ იმას უჩი­ვის, რომ შინ მყო­ფე­ბი კვე­ბის პრო­ცესს ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ, რის გა­მოც, ნელ-ნელა წო­ნაც ემა­ტე­ბათ.

არა­ვინ იცის, კი­დევ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის შინ დარ­ჩე­ნის პე­რი­ო­დი, ამი­ტომ, წო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად რომ არ მო­ი­მა­ტონ, ამის­თვის რო­გორ­მე უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ სა­კუ­თა­რი კვე­ბის რე­ჟი­მის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და საკ­ვე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა. ამა­ში კი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

„გე­თან­ხმე­ბით, რთუ­ლია აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ნე­ბის­ყო­ფის გა­მო­ჩე­ნა, ვი­ნა­ი­დან სახ­ლში ვა­ტა­რებთ იმა­ზე მეტ დროს, ვიდ­რე აქამ­დე და გვიწ­ვეს ჩვენს საყ­ვა­რელ „მა­ცი­ვარ­თან“ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ძალა და ენერ­გია უნდა მო­ვიკ­რი­ბოთ, რომ და­ვიც­ვათ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე და ამას­თან, შე­ვამ­ცი­როთ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი, რად­გან, არას­წო­რი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და სიმ­სუქ­ნე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბის რისკ ჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში წამ­ყვან ად­გილს იკა­ვებს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გან­სა­ზღვრუ­ლი გვქონ­დეს დღის რუ­ტი­ნა, ვი­ცო­დეთ, რო­მელ სა­ათ­ზე უნდა გა­ვიღ­ვი­ძოთ, რო­მელ­ზე მი­ვირ­თვათ სა­უზ­მე, სა­დი­ლი, ვახ­შა­მი, რა დრო უნდა და­ვუთ­მოთ ვარ­ჯიშს, ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბას, სო­ცი­ა­ლურ ქსელს და ა.შ. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გვექ­ნე­ბა გა­წე­რი­ლი და გან­სა­ზღვრუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ვიქ­ნე­ბით რე­ჟიმ­ში და არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ეს უნდა იყოს ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო, რის შე­დე­გა­დაც სა­ზღა­უ­რად ჯან­მრთე­ლო­ბას ვი­ღებთ“, - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იზო­ლა­ცი­ი­სას წყალ­საც ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ვე­ღარ სვა­მენ, რო­გორც ვთქვათ, ამას სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას ახერ­ხებ­დნენ. რას ურ­ჩევთ, რო­გორ აი­ძუ­ლონ თავი, მი­ი­ღონ წყა­ლი იმის­თვის, რომ მათ ორ­გა­ნიზ­მში გა­უ­წყლო­ე­ბა არ მოხ­დეს?

- არა­და, წყლის მი­ღე­ბა სამ­სა­ხურ­ში ბევ­რად რთუ­ლია და მეტ უხერ­ხუ­ლო­ბას თუ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის, ვიდ­რე სახ­ლში... ამი­ტომ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა, რად­გან თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ დე­ჰიდ­რა­ტა­ცია ანუ გა­უ­წყლო­ვე­ბა, რო­მელ­საც მოს­დევს ნერ­ვუ­ლი აგ­ზნე­ბა­დო­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა, უე­ნერ­გი­ო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და ა.შ. ამი­ტო­მაც დი­ლით რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძებთ, უნდა ავავ­სოთ 2-ლიტ­რი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი და ვი­ცო­დეთ, რომ ის დღის ბო­ლომ­დე უნდა დავ­ცა­ლოთ, - შე­საძ­ლე­ბე­ლია წყალ­ში ჩა­ვაგ­დოთ ლი­მო­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, პიტ­ნა და ასე და­ვა­გე­მოვ­ნოთ, იმი­სათ­ვის, რომ მი­სა­ღე­ბად მე­ტად მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. გარ­და ამი­სა, წყლის მი­ღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მი­დან ვირუ­სის ელი­მი­ნა­ცი­ი­სათ­ვის ანუ გა­მო­დევ­ნის­თვის და ასე­ვე მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად.

- დღე­ში რამ­დენ­ჯერ უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რა რა­ო­დე­ნო­ბით და რო­გო­რი საკ­ვე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ვიკ­ვე­ბოთ 4-5-ჯერ, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რია ჩვე­ნი გრა­ფი­კი. კვე­ბებს შო­რის შუ­ა­ლე­დი უნდა იყოს მი­ნი­მუმ 2,5 და მაქ­სი­მუმ, 4 სა­ა­თი, უნდა გვქონ­დეს სა­უზ­მე, სა­დი­ლი და ვახ­შა­მი, ამას­თან, 1 ან 2 და­მა­ტე­ბი­თი კვე­ბა ხი­ლით, რძის პრო­დუქ­ტით ან ბოსტნე­უ­ლით. ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, იმის­თვის, რომ ვიზ­რუ­ნოთ ჩვენ იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, სა­სურ­ვე­ლია, კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ჩარ­თუ­ლი იყოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ცო­ცხა­ლი სა­ხით, რათა ორ­გა­ნიზ­მმა მი­ი­ღოს ყვე­ლა სა­ყუ­ა­თო ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი მე­ტა­ბო­ლიზ­მის­თვის.

იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა გვი­წევს, რთუ­ლია, რძის პრო­დუქ­ტებ­ზე და ხორ­ცზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მათი სრუ­ლად ამო­ღე­ბა რა­ცი­ო­ნი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია ხი­ლით და ბოსტნე­უ­ლით და ჩვენ ამ სე­ზონ­ზე გვაქვს ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც არ არის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი, მა­გა­ლი­თად, კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი, ვაშ­ლი; ჯერ­ჯე­რო­ბით გვაქვს ქარ­თუ­ლი ციტ­რუ­სიც, რო­მე­ლიც მდი­და­რია C ვი­ტა­მი­ნით, ასე­ვე ამ დროს რა­ცი­ონ­ში სა­სურ­ვე­ლია შე­ტა­ნი­ლი იყოს ავო­კა­დო (მას­ში ცხი­მე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის არ­სე­ბო­ბის გამო), გარ­და ამი­სა, ის არის ერთ-ერთი პრო­დუქ­ტი, რომ­ლის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნიც და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს თხი­ლე­უ­ლი: ნი­გო­ზი, ნუში, ტყის თხი­ლი...

- სტრეს­მა ტკბილ პრო­დუქ­ტებ­ზე მი­ძა­ლე­ბა იცის. სიტ­კბო კი ხელს უწყობს წო­ნის მო­მა­ტე­ბას. რო­გორ შე­ვი­კა­ვოთ თავი ამ ცდუ­ნე­ბის­გან?

- უნდა მო­ვი­ძი­ოთ ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რომ ავი­მაღ­ლოთ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა, რად­გან სტრე­სი, გარ­და იმი­სა, რომ მოქ­მე­დებს ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლა­ზე და იწ­ვევს ტკბი­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გაზ­რდას, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და ზრდის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს, ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, გავ­ზარ­დოთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ტკბილ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბას.

- კა­რან­ტი­ნის­თვის და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­თვის დი­ე­ტო­ლო­გე­ბის მიერ, ამ პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე დი­ე­ტაც ხომ არ შე­იქ­მნა, ან თქვენ ხომ არ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებ­დით?

- არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის მიერ:

  • ბრო­კო­ლი
  • ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო
  • სტა­ფი­ლო
  • ფორ­თო­ხა­ლი
  • ლი­მო­ნი
  • ლო­ბიო
  • ბარ­და
  • ავო­კა­დო
  • თხი­ლი
  • ნუში
  • მწვა­ნე ხახ­ვი
  • მსხვი­ლად მი­ღე­ბუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი

- ეს არის ის პროდ­ქუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ცი­ონ­ში და მუდ­მი­ვად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რია, ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე ერთ-ერთ იმ მა­ღა­ლი რის­კის ფაქ­ტო­რებ­შია, რომ­ლის დრო­საც არა მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სი COVID 19-ით, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი იზ­რდე­ბა. ასე რომ, გვახ­სოვ­დეს და არ დაგ­ვე­ზა­როს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სამ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს: სწო­რი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და სწო­რი ძილი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
angel
3

სად ვიშოვოთ ეგეც დაწერეთ,იზოლაციაში მყოფი ადამიანი რო ავოკადოს დაუწყებს ძებნას :))) ვაი ვუია რა...

ზურა
2

აუ ამ პოპულისტმა ე.წ ექიმმა ხო ვინი წაიღო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

თვითიზოლაციაში მოქცეულ ადამიანებში სტრესი მატულობს, სტრესის დროს კი ჭამის მადა იზრდება. დღეს, სახლში დარჩენილი ადამიანების უმეტესობა სწორედ იმას უჩივის, რომ შინ მყოფები კვების პროცესს ვერ აკონტროლებენ, რის გამოც, ნელ-ნელა წონაც ემატებათ.

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ადამიანების შინ დარჩენის პერიოდი, ამიტომ, წონაში სერიოზულად რომ არ მოიმატონ, ამისთვის როგორმე უნდა მოვახერხოთ საკუთარი კვების რეჟიმის გაკონტროლება და საკვების დაბალანსება. ამაში კი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა დაგვეხმარება.

„გეთანხმებით, რთულია აღნიშნულ სიტუაციაში გაწონასწორებული ნერვული სისტემის შენარჩუნება და ნებისყოფის გამოჩენა, ვინაიდან სახლში ვატარებთ იმაზე მეტ დროს, ვიდრე აქამდე და გვიწვეს ჩვენს საყვარელ „მაცივართან“ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, თუმცა ძალა და ენერგია უნდა მოვიკრიბოთ, რომ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ამასთან, შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი, რადგან, არასწორი ჯანსაღი ცხოვრების წესი და სიმსუქნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფიცირების ალბათობის რისკ ჯგუფების ჩამონათვალში წამყვან ადგილს იკავებს. ამიტომ აუცილებელია, განსაზღვრული გვქონდეს დღის რუტინა, ვიცოდეთ, რომელ საათზე უნდა გავიღვიძოთ, რომელზე მივირთვათ საუზმე, სადილი, ვახშამი, რა დრო უნდა დავუთმოთ ვარჯიშს, ლიტერატურის გაცნობას, სოციალურ ქსელს და ა.შ. თუ ეს ყველაფერი წინასწარ გვექნება გაწერილი და განსაზღვრული, შესაბამისად, ვიქნებით რეჟიმში და არ გაგვიჭირდება. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეულებრივი სამუშაო, რის შედეგადაც საზღაურად ჯანმრთელობას ვიღებთ“, - გვეუბნება ექიმი.

- ადამიანები ამბობენ, რომ იზოლაციისას წყალსაც ისეთი ინტენსივობით ვეღარ სვამენ, როგორც ვთქვათ, ამას სამსახურში ყოფნისას ახერხებდნენ. რას ურჩევთ, როგორ აიძულონ თავი, მიიღონ წყალი იმისთვის, რომ მათ ორგანიზმში გაუწყლოება არ მოხდეს?

- არადა, წყლის მიღება სამსახურში ბევრად რთულია და მეტ უხერხულობას თუ დისკომფორტს ქმნის, ვიდრე სახლში... ამიტომ, თვითიზოლაციის პირობებში აუცილებელია წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება, რადგან თავიდან ავიცილოთ დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვება, რომელსაც მოსდევს ნერვული აგზნებადობა, გუნება-განწყობის ცვლილება, უენერგიობა, თავის ტკივილი და ა.შ. ამიტომაც დილით როდესაც გავიღვიძებთ, უნდა ავავსოთ 2-ლიტრიანი ჭურჭელი და ვიცოდეთ, რომ ის დღის ბოლომდე უნდა დავცალოთ, - შესაძლებელია წყალში ჩავაგდოთ ლიმონი, ფორთოხალი, პიტნა და ასე დავაგემოვნოთ, იმისათვის, რომ მისაღებად მეტად მარტივი და სასიამოვნო იყოს. გარდა ამისა, წყლის მიღება, განსაკუთრებით ამ დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმიდან ვირუსის ელიმინაციისათვის ანუ გამოდევნისთვის და ასევე მადის დასაქვეითებლად.

- დღეში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ, რა რაოდენობით და როგორი საკვები უნდა მივიღოთ?

- დღის განმავლობაში უნდა ვიკვებოთ 4-5-ჯერ, იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი გრაფიკი. კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2,5 და მაქსიმუმ, 4 საათი, უნდა გვქონდეს საუზმე, სადილი და ვახშამი, ამასთან, 1 ან 2 დამატებითი კვება ხილით, რძის პროდუქტით ან ბოსტნეულით. ახლანდელი მდგომარეობით, იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენ იმუნურ სისტემაზე, სასურველია, კვების რაციონში ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ცოცხალი სახით, რათა ორგანიზმმა მიიღოს ყველა საყუათო ნივთიერება, რაც აუცილებელია ჩვენი მეტაბოლიზმისთვის.

იზოლაციის პირობებში, როდესაც პროდუქტების მომარაგება გვიწევს, რთულია, რძის პროდუქტებზე და ხორცზე საუბარი, მაგრამ მათი სრულად ამოღება რაციონიდან რეკომენდებული არ არის. საქართველო მდიდარია ხილით და ბოსტნეულით და ჩვენ ამ სეზონზე გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის მალფუჭებადი, მაგალითად, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი; ჯერჯერობით გვაქვს ქართული ციტრუსიც, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, ასევე ამ დროს რაციონში სასურველია შეტანილი იყოს ავოკადო (მასში ცხიმების დიდი რაოდენობის არსებობის გამო), გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომლისგანაც შეიძლება მივიღოთ გარკვეული რაოდენობის D ვიტამინიც და არ უნდა დაგვავიწყდეს თხილეული: ნიგოზი, ნუში, ტყის თხილი...

- სტრესმა ტკბილ პროდუქტებზე მიძალება იცის. სიტკბო კი ხელს უწყობს წონის მომატებას. როგორ შევიკავოთ თავი ამ ცდუნებისგან?

- უნდა მოვიძიოთ ჩვენთვის საყვარელი საქმე, რომ ავიმაღლოთ გუნება-განწყობა, რადგან სტრესი, გარდა იმისა, რომ მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე და იწვევს ტკბილის მოთხოვნილების გაზრდას, ასევე უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ზრდის ვირუსით ინფიცირების რისკს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დადებითი ემოციები, გავზარდოთ ფიზიკური აქტივობა, რომელიც ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას.

- კარანტინისთვის და თვითიზოლაციისთვის დიეტოლოგების მიერ, ამ პერიოდში რაიმე დიეტაც ხომ არ შეიქმნა, ან თქვენ ხომ არ შემოგვთავაზებდით?

- არსებობს კონკრეტული პროდუქტები, რომელიც მოწოდებულია ამ ეტაპზე მსოფლიოში ცნობილი ნუტრიციოლოგების მიერ:

  • ბროკოლი
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სტაფილო
  • ფორთოხალი
  • ლიმონი
  • ლობიო
  • ბარდა
  • ავოკადო
  • თხილი
  • ნუში
  • მწვანე ხახვი
  • მსხვილად მიღებული მარცვლეული

- ეს არის ის პროდქუტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დღის განმავლობაში რაციონში და მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია, ჭარბი წონა და სიმსუქნე ერთ-ერთ იმ მაღალი რისკის ფაქტორებშია, რომლის დროსაც არა მხოლოდ კორონავირუსი COVID 19-ით, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსით ინფიცირების შანსი იზრდება. ასე რომ, გვახსოვდეს და არ დაგვეზაროს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელიც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი.

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე