ავტორი:

კადრები, სადაც ჩანს როგორ აჯარიმებს კახეთის პოლიცია გოგონას ხელის სათხოვნელად მისულ სასიძოს და მის მეგობრებს

კადრები, სადაც ჩანს როგორ აჯარიმებს კახეთის პოლიცია გოგონას ხელის სათხოვნელად მისულ სასიძოს და მის მეგობრებს

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის არის კახეთში მომხდარი ფაქტი, რომლის შესახებ გუშინ AMBEBI.GE წერდა.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოხდა. პოლიციამ დააჯარიმა ახალგაზრდა მამაკაცი და მისი 8 მეგობარი, რომლებიც სოფელში გოგონას ხელის სათხოვნელად მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივმა უამბო, ახალგაზრდა ბიჭმა მეგობრების დახმარებით, სოფლის სტადიონზე გულის ფორმის კოცონი აანთო და ასე აპირებდა ხელის თხოვნას, თუმცა სამართალდამცველებმა ყველა მათგანი დააჯარიმეს ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 112 მოქალაქე დააჯარიმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება - რისი შესრულება მოუწევთ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ