ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 7 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია სრულდება. ტაძარში მეუფეები და მრევლის მცირე ნაწილი იმყოფება, რომლებიც დისტანციას იცავენ.
საღვთო ლიტურგიას ტაძარში მეუფეები და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენენ. მსახურებას თავად პატრიარქი არ დასწრებია.
ცნობისთვის, კვირას სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებოდნენ. მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, პატრიარქმა და მისმა მოსაყდრემ საპატრიარქოს პატარა ტაძარში ჩაატარეს წირვა.
ღვთისმოშიშნი-კორონისა წინააღმდეგ ამხედრდნენ... უფალო შეგვიწყალე და დაგვიცავი უვიცობის-ამპარტავნების-ცრურწმენისაგან...
ესწრება ის რაოდენობა ვინც ზიარებას იმსახურებს...თითქოს წმინდანების ქალაქი ყოფილიყო იმდენი ენაგრძელი ადამიანი გამოჩნდა...
ზიარების კოვზზე რო ატეხეთ ერთი ამბავი,ჯერ დაიმსახურეთ ეგ კოვზი!!!