პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვნახე სიკვდილთან დაუნებებელი ბრძოლა და სიყვარულის საოცარი ისტორია..." - როგორ ემშვიდობებიან რატი სამყურაშვილს ახლობლები
"მე ვნახე სიკვდილთან დაუნებებელი ბრძოლა და სიყვარულის საოცარი ისტორია..." - როგორ ემშვიდობებიან რატი სამყურაშვილს ახლობლები

43 წლის ასაკ­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, გლი­ობ­ლას­ტო­მას ებ­რძო­და. ყო­ფილ პო­ლი­ტი­კოსს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი" იყო, ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის VI და VII მოწ­ვე­ვის წევ­რი გახ­ლდათ.

მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ უამ­რავ ემო­ცი­ურ პოსტს წე­რენ და ყო­ფილ დე­პუ­ტატს იხ­სე­ნე­ბენ:

თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი:

"ეს ყვე­ლა­ზე დიდი გუ­ლის ბიჭი... წა­ვი­და და ჩვე­ნი გუ­ლიც წა­ი­ღო... მე ვნა­ხე წლე­ბის მან­ძილ­ზე სიკ­ვდილ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი და და­უ­ნე­ბე­ბე­ლი ბრძო­ლა და სიყ­ვა­რუ­ლის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია. ამი­ტომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რომ ადა­მი­ა­ნის სული უბ­რა­ლოდ ქრე­ბო­დეს. ამას აუ­ცი­ლებ­ლად აქვს გაგ­რძე­ლე­ბა.

გი­სამ­ძიმ­რებ, დაო, ეკა­ტე­რი­ნე! და სა­კუ­თარ თავ­საც ვუ­სამ­ძიმ­რებ...".

თი­ნა­თინ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, პი­არ­სკო­ლის მე­ნე­ჯე­რი, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი:

"დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი... რატი აღარ გვყავს", - კი­რას ამ მე­სი­ჯით და­ი­წყო უკვე გუ­შინ­დე­ლი დილა. ბოლო 22 თვის მან­ძილ­ზე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სი­ტყვე­ბის გა­გე­ბის მე­ში­ნო­და. ყო­ველ დღე, მას შემ­დეგ რაც გა­ვი­აზ­რე და მი­ვი­ღე მისი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გან­საც­დე­ლი, ჩემს თავს და­ჟი­ნე­ბით ვუ­მე­ო­რებ­დი, - "რატი კარ­გად იქ­ნე­ბა".

მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დამ­ძიმ­და, მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის­გან ჩა­მო­ყა­ლიბ­და მოძ­რა­ო­ბა "რა­ტის­თვის". დღე­ში 2-ჯერ, 1-ზე და 9-ზე ვერ­თი­ან­დე­ბო­დით და ვი­წყებ­დით ლოც­ვას. ყვე­ლას ერ­თად ღრმად გვწამ­და, რომ სას­წა­ულს მო­ვახ­დენ­დით... სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და... ეს გან­წყო­ბა გა­და­არ­ჩენ­და... შე­ვა­ჩე­რებ­დით..

ჩვენ ვერ მო­ვი­გეთ ომი, მაგ­რამ დავ­რწმუნ­დით, რომ სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა არის სა­ხე­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში ტო­ვებს. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი ყვე­ლას­თან დარ­ჩა, ვი­საც გვქონ­და პა­ტი­ვი მისი ცნო­ბის და ვი­საც თუნ­დაც მცი­რე­დი მა­ინც სმე­ნია მას­ზე.

მად­ლო­ბა რომ იყა­ვი ჩემი ძმა (ბი­ძაშ­ვი­ლი). რამ­დე­ნი წე­ლიც წინ მაქვს, იმ­დე­ნი წელი ვი­ა­მა­ყებ შე­ნით და ავი­ღებ შენ­გან მა­გა­ლი­თებს, ჩემო სა­უ­კე­თე­სო. შენ­სა­ვით უშეც­დო­მოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა... მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის.მიყ­ვარ­ხარ! მე კი კი­რას ვუ­პა­სუ­ხე"რა გვეშ­ვე­ლე­ბა."

თეო ტლა­შა­ძე, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი:

"კი­დევ ერთი კარ­გი ქარ­თვე­ლი გა­მო­აკ­ლდა ამ ქა­ლაქს, ქვე­ყა­ნას. ვინც იც­ნობ­და და ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია რა­ტის­თან, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ იყო დიდ­ბუ­ნე­ბო­ვა­ნი, კე­თი­ლი, გვერ­დში მდგო­მი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის წა­მა­ლი. ნა­თელ­ში იყა­ვი რატი! ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­შიც უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე იქ­ნე­ბი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­გორც მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ერთ-ერთი შე­მომ­წირ­ვე­ლი !"

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი:

"რო­გორ მიყ­ვარ­და! ერთხელ ჩემ­მა ძმამ მი­თხრა, შენი წიგ­ნი ზე­პი­რად იცი­სო და უზო­მოდ გა­მი­ხარ­და. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს მომ­ხდა­რი­ყო! მად­ლო­ბა, რომ ასე­თი იყო. თქვენ­მა სიყ­ვა­რულ­მაც ვერ და­ტო­ვა აქ..."

ნატა გო­გო­ლა­ძე:

"რატი იყო, არის და იქ­ნე­ბა მუ­დამ, რად­გან რა­ტის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ კვდე­ბი­ან. იმ­ხე­ლა ნაკ­ვა­ლევს ტო­ვე­ბენ თა­ვის სი­ცო­ცხლით რომ მუ­დამ ჩვენ­თან არი­ან! შეხ­ვედ­რამ­დე მე­გო­ბა­რო".

ნინა ყი­ფი­ა­ნი:

ვერც დავ­თვლი, რამ­დე­ნი წელი მა­კავ­ში­რებს და რამ­დე­ნი წე­ლია ძა­ლი­ან მიყ­ვარს....ჩვე­ნი რა­ტი­კო... რამ­დენ­ჯერ მით­ქვამს-ვერც ვხვდე­ბი, რომ ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი არ ხართ მეთ­ქი....ნამ­დვი­ლად ასეა. გმი­რი იყო ყო­ველ­თვის... ყვე­ლას ქო­მა­გი, პატ­რო­ნი, იმე­დი და მოყ­ვა­რუ­ლი...ადა­მი­ა­ნი - ზე­ი­მი. გმი­რუ­ლად ებ­რძო­ლა ამ სას­ტიკ სენ­საც, უსი­ტყვოდ,მორ­ჩი­ლად! უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი დაგ­ვი­ტო­ვა, რითი უნდა ვა­ნუ­გე­შო ჩემი კირა, ჩემი და­ი­კო...თით­ქმის ყო­ველ­დღე ვე­უბ­ნე­ბო­დი -ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! ეხლა რა ვუ­თხრა??????? წარ­მო­უდ­გენ­ლად მტკი­ვა, ძა­ლი­ან...

დიდი მას­შტა­ბის კაცი წა­ვი­და... მშვი­დო­ბით ჩემო საყ­ვა­რე­ლო ბიჭო. ბოლო სი­ტყვე­ბი ასე­თი მომ­წე­რა - "მო­ვი­გებ გე­ნე­რა­ლურ ბრძო­ლას!" შენ ყვე­ლა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი ჩემო კე­თი­ლო და ლა­მა­ზო ბიჭო! შეხ­ვედ­რამ­დე გე­ნი­ა­ლუ­რო ადა­მი­ა­ნო!"

სა­ლო­მე ჭი­ჭი­ნა­ძე:

"მორ­ჩა. დავ­კარ­გე ჩემი ადა­მი­ა­ნი, ჩემი ყვე­ლა­ფე­რი.

ის, ვინც და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ხელი მომ­კი­და და აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა, შემ­ქმნა ისე­თად, რო­გო­რიც ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლა. იქ­ნებ ისიც მას­წავ­ლა, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლო მის გა­რე­შე აწი ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა კი ჯერ ვერ ვპო­უ­ლობ ამ ძა­ლას. წინ მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, მაგ­რამ რო­გორ უნდა გა­ვი­ა­რო ეს გზა, არ ჩანს.

ძველ ვი­დე­ობს ვნა­ხუ­ლობ­დით ახლა და ამას წა­ვა­წყდი, ბო­დი­ში, თუ ცოტა ნას­ვა­მია, იქ­ნებ მას არც მოს­წო­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი რა­ტია, რო­მე­ლიც 2017 წლის 20 მა­ისს - ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც თურ­მე არა­ფე­რი არ ვი­ცო­დით, “უდ­რო­ოდ წა­სუ­ლი” ადა­მი­ა­ნე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობს.

მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, მად­ლო­ბა ყო­ვე­ლი წა­მის­თვის!"

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უფოლოგი
30

რა შუაშია, მარა ძაან მეხელოვნურება ეს გოგო...

ტოტო
4

ქართველები შემწყნარებლები ვართ.

ავტორი:

"მე ვნახე სიკვდილთან დაუნებებელი ბრძოლა და სიყვარულის საოცარი ისტორია..." - როგორ ემშვიდობებიან რატი სამყურაშვილს ახლობლები

"მე ვნახე სიკვდილთან დაუნებებელი ბრძოლა და სიყვარულის საოცარი ისტორია..." - როგორ ემშვიდობებიან რატი სამყურაშვილს ახლობლები

43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძოდა. ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. რატი სამყურაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" იყო, ის საქართველოს პარლამენტის VI და VII მოწვევის წევრი გახლდათ.

მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. რატი სამყურაშვილის ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრები და უბრალო ნაცნობები მის შესახებ უამრავ ემოციურ პოსტს წერენ და ყოფილ დეპუტატს იხსენებენ:

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

"ეს ყველაზე დიდი გულის ბიჭი... წავიდა და ჩვენი გულიც წაიღო... მე ვნახე წლების მანძილზე სიკვდილთან ყოველდღიური და დაუნებებელი ბრძოლა და სიყვარულის საოცარი ისტორია. ამიტომ წარმოუდგენელია რომ ადამიანის სული უბრალოდ ქრებოდეს. ამას აუცილებლად აქვს გაგრძელება.

გისამძიმრებ, დაო, ეკატერინე! და საკუთარ თავსაც ვუსამძიმრებ...".

თინათინ სამყურაშვილი, პიარსკოლის მენეჯერი, რატი სამყურაშვილის ბიძაშვილი:

"დასრულდა ყველაფერი... რატი აღარ გვყავს", - კირას ამ მესიჯით დაიწყო უკვე გუშინდელი დილა. ბოლო 22 თვის მანძილზე, ყველაზე მეტად ამ სიტყვების გაგების მეშინოდა. ყოველ დღე, მას შემდეგ რაც გავიაზრე და მივიღე მისი დაავადება, როგორც ცხოვრებისეული განსაცდელი, ჩემს თავს დაჟინებით ვუმეორებდი, - "რატი კარგად იქნება".

მდგომარეობა რომ დამძიმდა, მეგობრებისა და ნათესავებისგან ჩამოყალიბდა მოძრაობა "რატისთვის". დღეში 2-ჯერ, 1-ზე და 9-ზე ვერთიანდებოდით და ვიწყებდით ლოცვას. ყველას ერთად ღრმად გვწამდა, რომ სასწაულს მოვახდენდით... სხვანაირად არ შეიძლებოდა... ეს განწყობა გადაარჩენდა... შევაჩერებდით..

ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი, მაგრამ დავრწმუნდით, რომ სიკვდილზე გამარჯვება არის სახელი, რომელსაც ადამიანი თავის სიცოცხლეში ტოვებს. რატი სამყურაშვილი ყველასთან დარჩა, ვისაც გვქონდა პატივი მისი ცნობის და ვისაც თუნდაც მცირედი მაინც სმენია მასზე.

მადლობა რომ იყავი ჩემი ძმა (ბიძაშვილი). რამდენი წელიც წინ მაქვს, იმდენი წელი ვიამაყებ შენით და ავიღებ შენგან მაგალითებს, ჩემო საუკეთესო. შენსავით უშეცდომოდ რთული იქნება... მადლობა ყველაფრისთვის.მიყვარხარ! მე კი კირას ვუპასუხე"რა გვეშველება."

თეო ტლაშაძე, ყოფილი პარლამენტარი:

"კიდევ ერთი კარგი ქართველი გამოაკლდა ამ ქალაქს, ქვეყანას. ვინც იცნობდა და ურთიერთობა ჰქონია რატისთან, ყველა დამეთანხმება, რომ იყო დიდბუნებოვანი, კეთილი, გვერდში მდგომი, გაჭირვებულის წამალი. ნათელში იყავი რატი! ჩვენს ეკლესიაშიც უკუნითი უკუნისამდე იქნები მოხსენიებული, როგორც მის მშენებლობაზე, ერთ-ერთი შემომწირველი !"

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, ყოფილი დეპუტატი:

"როგორ მიყვარდა! ერთხელ ჩემმა ძმამ მითხრა, შენი წიგნი ზეპირად იცისო და უზომოდ გამიხარდა. როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო! მადლობა, რომ ასეთი იყო. თქვენმა სიყვარულმაც ვერ დატოვა აქ..."

ნატა გოგოლაძე:

"რატი იყო, არის და იქნება მუდამ, რადგან რატისნაირი ადამიანები არ კვდებიან. იმხელა ნაკვალევს ტოვებენ თავის სიცოცხლით რომ მუდამ ჩვენთან არიან! შეხვედრამდე მეგობარო".

ნინა ყიფიანი:

ვერც დავთვლი, რამდენი წელი მაკავშირებს და რამდენი წელია ძალიან მიყვარს....ჩვენი რატიკო... რამდენჯერ მითქვამს-ვერც ვხვდები, რომ ჩემი სისხლი და ხორცი არ ხართ მეთქი....ნამდვილად ასეა. გმირი იყო ყოველთვის... ყველას ქომაგი, პატრონი, იმედი და მოყვარული...ადამიანი - ზეიმი. გმირულად ებრძოლა ამ სასტიკ სენსაც, უსიტყვოდ,მორჩილად! უდიდესი ტკივილი დაგვიტოვა, რითი უნდა ვანუგეშო ჩემი კირა, ჩემი დაიკო...თითქმის ყოველდღე ვეუბნებოდი -ყველაფერი კარგად იქნება! ეხლა რა ვუთხრა??????? წარმოუდგენლად მტკივა, ძალიან...

დიდი მასშტაბის კაცი წავიდა... მშვიდობით ჩემო საყვარელო ბიჭო. ბოლო სიტყვები ასეთი მომწერა - "მოვიგებ გენერალურ ბრძოლას!" შენ ყველა განზომილებაში გამარჯვებული იქნები ჩემო კეთილო და ლამაზო ბიჭო! შეხვედრამდე გენიალურო ადამიანო!"

სალომე ჭიჭინაძე:

"მორჩა. დავკარგე ჩემი ადამიანი, ჩემი ყველაფერი.

ის, ვინც დაბადების მომენტიდან ხელი მომკიდა და აქამდე მომიყვანა, შემქმნა ისეთად, როგორიც ვარ, ყველაფერი მასწავლა. იქნებ ისიც მასწავლა, როგორ გავაგრძელო მის გარეშე აწი ცხოვრება, თუმცა კი ჯერ ვერ ვპოულობ ამ ძალას. წინ მთელი ცხოვრებაა, მაგრამ როგორ უნდა გავიარო ეს გზა, არ ჩანს.

ძველ ვიდეობს ვნახულობდით ახლა და ამას წავაწყდი, ბოდიში, თუ ცოტა ნასვამია, იქნებ მას არც მოსწონებოდა, მაგრამ ეს ჩვენი რატია, რომელიც 2017 წლის 20 მაისს - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თურმე არაფერი არ ვიცოდით, “უდროოდ წასული” ადამიანების სადღეგრძელოს ამბობს.

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მადლობა ყოველი წამისთვის!"

3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

"გამოცდის დროს, ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება" - რა შემთხვევაში გადაიწევს ეროვნული გამოცდები აგვისტოში

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში