კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის საგრანტო ფონდი სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით დააფინანსებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის საგრანტო ფონდი სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით დააფინანსებს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) საგ­რან­ტო ფონდს ქმნის, რომ­ლის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას და წა­ა­ხა­ლი­სოს ნი­ჭი­ე­რი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბას სთა­ვა­ზობს.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია 30 აპ­რილს სრულ­დე­ბა. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, კი რომ­ლებ­საც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სურთ სწავ­ლა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში უნდა მი­უ­თი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კოდი - 197.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ად­გენს წე­ლი­წად­ში 2250 ლარს.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვე­რი­ტე­ტის რექ­ტო­რის, ბა­ტონ ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძის თქმით: „ეს არის თან­ხა, რო­მელ­საც ფა­რავს 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ამას­თან, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი. ფონ­დის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს და­ვუ­ფა­როთ სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ფა­სუ­რი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სტი­პენ­დია და უზ­რუნ­ველ­ვყოთ საკ­ვე­ბი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვაც.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა მო­ცუ­ლო­ბით და­ფი­ნანსდე­ბი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­ვდე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო 100, 200 და 300 აბი­ტუ­რი­ენ­ტთა სი­ა­ში, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ოქ­როს და ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის, პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი კონ­კურ­სის „Mვექ­ტო­რი“ და მი­ლე­ნი­უ­მის ინო­ვა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლია სწავ­ლის 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლა­დაც სტუ­დენ­ტებ­მა უნდა აჩ­ვე­ნონ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და წე­ლი­წად­ში მო­აგ­რო­ვოს მი­ნი­მუმ 55 სას­წავ­ლო კრე­დი­ტი. იმე­დი გვაქვს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა ჩვენს სტუ­დენ­ტებს შე­უქ­მნის იდე­ა­ლურ პი­რო­ბებს, რათა მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბულ­ნი“, - აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე.

ფონ­დის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მოქ­მე­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გას­ცემს და­ფი­ნან­სე­ბას, მათ შო­რის:

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში;

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ობოლ­ნი (გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ დედ-მამა);

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ­თა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა შვი­ლე­ბი;

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მკვეთ­რად/მნიშ­ვნე­ლოვ­ნად/ზო­მი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი;

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის (ოთხი და მეტი შვი­ლით) წევ­რე­ბი;

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ ან გა­სულ­ნი არი­ან სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­დან ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მი­ნი­მუმ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში;

• სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში და მათი ოჯა­ხე­ბის სა­რე­ი­ტინ­გო ქულა ტო­ლია ან ნაკ­ლე­ბია 70 000-ზე.

და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა გან­ცხა­დე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბით რან­ჟი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით). დე­ტა­ლე­ბის­თვის იხ.: https://kiu.edu.ge/index.php?m=121

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის საგრანტო ფონდი სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით დააფინანსებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის საგრანტო ფონდი სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით დააფინანსებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი, წარჩინებული სტუდენტები. ფონდი საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. იმ აბიტურიენტებს, კი რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეადგენს წელიწადში 2250 ლარს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერიტეტის რექტორის, ბატონ ალექსანდრე თევზაძის თქმით: „ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და მილენიუმის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები.

საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება და წელიწადში მოაგროვოს მინიმუმ 55 სასწავლო კრედიტი. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და იყვნენ წარმატებულნი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

ფონდის ფარგლებში ასევე მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს დაფინანსებას, მათ შორის:

• სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

• სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);

• სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;

• სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

• სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

• სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;

• სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით). დეტალებისთვის იხ.: https://kiu.edu.ge/index.php?m=121

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 195-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს