საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 პაციენტით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი.
195 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 39 პირი, ხოლო 2 - გარდაცვლილი.