ავტორი:

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში „ცხელების ცენტრიდან“ გუშინ გადაიყვანეს. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

რაც შეეხება მედიკოსს, მას უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი მალე გახდება ცნობილი. სასწრაფოს ჯგუფი კი თვითიზოლაციაშია გადასული.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ექიმს არავითარი სიმპტომი ამ დრომდე არ გამოვლენია.

"87 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა" - უახლესი ცნობები ბოლნისიდან და მარნეულიდან, სადაც 2 ახალი ინფიცირებულია

60 წელს ზევით მოქალაქეები შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან

კორონავირუსის პრევენციის გამო, შესაძლოა, სამეგრელო ჩაიკეტოს