პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტი განიკურნა - "62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, დღეს გაეწერება 2 ადამიანი"
საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტი განიკურნა - "62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, დღეს გაეწერება 2 ადამიანი"

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დღეს კლი­ნი­კი­დან 2 პა­ცი­ენ­ტი ეწე­რე­ბა. კლი­ნი­კას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვებს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 62 წლის ქალი, რო­მე­ლიც ე.წ. მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­და­ნაა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტთან მი­მარ­თე­ბით პირ­ვე­ლი ეტა­პის ტესტზე პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია.

ექი­მის თქმით, ასე­ვე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია კი­დევ ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის, 80 წლის ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მათ კლი­ნი­კა­ში ამ დრო­ის­თვის, სულ 67 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, აქე­დან კი 51 პა­ცი­ენ­ტი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

„ჩვე­ნი კლი­ნი­კა ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ პა­ცი­ენტს, ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას ჩვენს კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლე­ბენ. 62 წლის ქალ­ბა­ტონ­თან მი­მარ­თე­ბით, რო­მე­ლიც არის ე.წ. მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­დან, პირ­ველ ეტაპ­ზე და­დე­ბი­თი ტეს­ტი მო­ვი­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ე­წე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან. ასე­ვე 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს კლი­ნი­კა­ში შე­მო­სუ­ლია მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მით, ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნი­ით, მწვა­ვე სეფ­სი­სით, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ით, დი­ნა­მი­კა­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იყო. ამ დი­ლი­დან მო­იხ­სნა მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან და ქალ­ბა­ტო­ნი სპონ­ტა­ნურ სუთ­ქვა­ზეა... და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე რჩე­ბა მძი­მე, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი. სულ არის 51 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბათ ქალ­ბა­ტო­ნებს, ჩვენ­თან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს 7 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან კრი­ტი­კუ­ლი 2 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას: ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც არის 42 წლის, კლი­ნი­კუ­რად სა­ხე­ზეა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბა, აქვს ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, მწა­ვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი. პა­ცი­ენ­ტთან იყო გუ­შინ მე­ცხრე დღე კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ და­ა­ვა­დე­ბის მეშ­ვი­დე, მერ­ვე, მე­ცხრე, მე­ა­თე, მე­თერ­თმე­ტე დღე კრი­ტი­კუ­ლია. ეს პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა მძი­მედ, მაგ­რამ აპა­რა­ტი ამ ეტა­პამ­დე არ დას­ჭირ­ვე­ბია, იმე­დი მაქვს რომ ასე გაგ­რძელ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბოლო 4 დღეა დი­ნა­მი­კა უც­ვლე­ლია. „რაც შე­ე­ხე­ბა 13 წლის ბავ­შვს, რო­მე­ლიც არის ჩვენს კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტა­პამ­დე სტა­ბი­ლუ­რია და იმედს ვი­ქო­ნი­ებ, რომ ასე გაგ­რძელ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლო 24 სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 18 პა­ცი­ენ­ტით გა­ი­ზარ­და. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 5056 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 386 პირი.

188 შემ­თხვე­ვი­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 36 პირი, ხოლო 2 - გარ­დაც­ვლი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
1

აი რა ძალიან საყვარელი ექიმია, ადამიანი პოზიტივი და სათნოება!!!!!

ნონა
0

ექიმს რომელიც თვითონაც კი ბედნიერია ხალხის გადარჩენით ესაა ექიმის ბუნება გაიხარეთ და გამრავლდით ,

ავტორი:

საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტი განიკურნა - "62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, დღეს გაეწერება 2 ადამიანი"

საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტი განიკურნა - "62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, დღეს გაეწერება 2 ადამიანი"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან 2 პაციენტი ეწერება. კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტთან მიმართებით პირველი ეტაპის ტესტზე პასუხი დადებითია.

ექიმის თქმით, ასევე გაუმჯობესებულია კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტის, 80 წლის ქალის მდგომარეობაც.

ლევან რატიანის განმარტებით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის, სულ 67 პაციენტი მკურნალობს, აქედან კი 51 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„ჩვენი კლინიკა ემსახურება ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულ პაციენტს, ყველაზე მძიმე პაციენტები მკურნალობას ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ. 62 წლის ქალბატონთან მიმართებით, რომელიც არის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე დადებითი ტესტი მოვიდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ასევე 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული სინდრომით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ქალბატონი სპონტანურ სუთქვაზეა... დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. სულ არის 51 ინფიცირებული პაციენტი. რაც შეეხებათ ქალბატონებს, ჩვენთან რეანიმაციაში წევს 7 პაციენტი, აქედან კრიტიკული 2 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუჯობესებულია.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას: ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც არის 42 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირება, აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტთან იყო გუშინ მეცხრე დღე კლინიკური გამოვლინებების. მიჩნეულია, რომ დაავადების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე დღე კრიტიკულია. ეს პაციენტი რჩება მძიმედ, მაგრამ აპარატი ამ ეტაპამდე არ დასჭირვებია, იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ორსული ქალების მდგომარეობაში ბოლო 4 დღეა დინამიკა უცვლელია. „რაც შეეხება 13 წლის ბავშვს, რომელიც არის ჩვენს კლინიკაში მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და იმედს ვიქონიებ, რომ ასე გაგრძელდება,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 პაციენტით გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.

188 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36 პირი, ხოლო 2 - გარდაცვლილი.

რა როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს დაავადების დამარცხებაში და არის თუ არა "კავკასიური გენი" უფრო ძლიერი?

"რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში... ეს ხდება დიდი სულიერი განსაცდელების შედეგად" - მეუფე შიოს ქადაგება

"გვინდოდა, წნევის შემდეგ განეტვირთა თავი" - ექიმი განმარტავს, რატომ არ დაესწრო პატრიარქი ხარების საზეიმო წირვას