პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ეკლესიაში არ მისვლით" - პაატა იმნაძე
"დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ეკლესიაში არ მისვლით" - პაატა იმნაძე

"ეკ­ლე­სი­ის კარი არ და­ი­კე­ტე­ბა, იქ იქ­ნე­ბი­ან მა­მა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ილო­ცე­ბენ ჩვენ­თვის, ჩვენ სახ­ლში ვი­ლო­ცოთ ერ­თმა­ნე­თის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის" - ასე მი­მარ­თავს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას.

იმ­ნა­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

"იცით, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ჩვე­ნი აკ­რძალ­ვა თუ რჩე­ვა, იყოს საფრ­თხის ადეკ­ვა­ტუ­რი. მინ­და გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ ორი კვი­რის წი­ნან­დე­ლი რჩე­ვე­ბის დაც­ვა ან არ­დაც­ვა ჩნდე­ბა დღეს, დღეს კი რა რჩე­ვა­საც ვიძ­ლე­ვით, რა აკ­რძალ­ვებ­საც ვამ­ბობთ, ამის ეფექ­ტი გა­მოჩ­ნდე­ბა ორ კვი­რა­ში. ანუ ჩვენ დროს უნდა ვუს­წრებ­დეთ ამ აკ­რძალ­ვე­ბით.

მინ­და მივ­მარ­თო მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნებს, მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თველ მრევლს - და­ვიც­ვათ ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სია, და­ვიც­ვათ მღვდელმთავ­რე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში არ მის­ვლით, სახ­ლში ლოც­ვით. და­ვიც­ვათ, არა­მარ­ტო ამ ვირუ­სე­ბის­გან, არა­მედ სხვა ვირუ­სე­ბის­გა­ნაც. ნუ მიხ­ვალთ ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ლო­ცა­ვად, ილო­ცეთ სახ­ლში.

ეკ­ლე­სი­ის კარი ვერ და­ი­კე­ტე­ბა, იქ იქ­ნე­ბი­ან მა­მა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ილო­ცე­ბენ ჩვენ­თვის, ჩვენ კი ვი­ლო­ცოთ სახ­ლში ერ­თმა­ნე­თის­თვის და ქვეყ­ნის­თვის" - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 96 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
12

ძალიან ჭკვიანური რჩევაა. მოძღვრები ექიმების მდგომარეობაში არიან. როგორც ექიმი ვერ კრავს ხელს პაციენტს, ისე მოძღვარი ვერ ეტყვის უარს მრევლს იმაზე რომ აღსარება ჩაიბაროს, აზიაროს და ა.შ. 100 %-იანი დაცვის გარანტია არ არსებობს არსად და შესაბამისად ჩვენ, მრევლიც თუ გავუადვილებთ სასულიერო პირებს მსახურებას, ცუდი არ იქნება. არაუშავს, ახლა თუ ვერ მოვახერხეთ აღსარების ჩაბარება და ზიარება, უფალი ამისთვის არ გაგვწირავს, გადაივლის ეს უბედურება და მერეც შევძლებთ აღსარება-ზიარებას. ეს ჩემი პირადი აზრია და იმედია მრევლი გაუფრთხილდება თავსაც, მოყვასსაც და მოძღვარსაც.

ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს მთლიანად საქართველო!

Gia
24

დაუჯერეთ!! სანამ დროა.ჯერ კიდევ შეგვიძლია შეკავება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ეკლესიაში არ მისვლით" - პაატა იმნაძე

"დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ეკლესიაში არ მისვლით" - პაატა იმნაძე

"ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის" - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას.

იმნაძემ სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"იცით, ყოველთვის ვცდილობ ჩვენი აკრძალვა თუ რჩევა, იყოს საფრთხის ადეკვატური. მინდა გავითავისოთ, რომ ორი კვირის წინანდელი რჩევების დაცვა ან არდაცვა ჩნდება დღეს, დღეს კი რა რჩევასაც ვიძლევით, რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორ კვირაში. ანუ ჩვენ დროს უნდა ვუსწრებდეთ ამ აკრძალვებით.

მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო ქართველ მრევლს - დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ, არამარტო ამ ვირუსებისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში.

ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ კი ვილოცოთ სახლში ერთმანეთისთვის და ქვეყნისთვის" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ჩვენი სულიერი დებისა და ძმების ნაცვლად, ეზოში სიმბოლურად სანთლები ენთო" - ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა

მოხუცმა ქალმა პოლიციელებს აღდგომა მიულოცა - ფოტოები ზუგდიდის ბლოკ-პოსტიდან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - "9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!"