პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება
ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტებ­ში 2019-2020 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მესტრში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იქ­ნე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტეს­ტებ­ში მე-12 კლა­სის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის მხო­ლოდ ის ნა­წი­ლი შევა, რაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა პირ­ველ სე­მესტრში ის­წავ­ლეს.

ამას­თან, ტეს­ტებ­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა მოს­წავ­ლის ზო­გად ცოდ­ნა­ზე და ის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ზუს­ტი ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრთან ერ­თად მუ­შა­ობს.

მე­ო­რე სე­მესტრის პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლის ტეს­ტე­ბი­დან ამო­ღე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და, რის გა­მოც, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რის და­წე­ვას, ჯერ­ჯე­ო­ბით ეს არ იგეგ­მე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ და­ირ­ღვეს ბავ­შვის უფ­ლე­ბა და არ­ცერთ სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლეს არ შე­უქ­მნის პრობ­ლე­მებს“.

„მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ვი­ცავთ აბი­ტუ­რი­ენ­ტის უფ­ლე­ბებს, რაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა გა­მოც­დე­ბის დრო­საც. გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის გა­რე­მო­ე­ბა, რაც ამ წუთ­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის გა­და­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თვი­თონ გა­მოც­დე­ბის ვა­დე­ბი არ გა­და­ი­წევს და ის ივ­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
16

რა გამოცდები,რაზე ლაპარაკობენ?ეს პიარი კიარა სიგიჟეა.ყველამ ვიცით რო არანაირი გამოცდები არ იქნება 

კოპერი
6

ეს სურათი "გოგონა ჩატეხილი თეძოთი" ყოველწლიური სტუდენტური ნიუსების სახეა ? :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ, არ იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ტესტებში მე-12 კლასისთვის გათვალისწინებული სასწავლო მასალის მხოლოდ ის ნაწილი შევა, რაც აბიტურიენტებმა პირველ სემესტრში ისწავლეს.

ამასთან, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ზოგად ცოდნაზე და ის კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ შემოიფარგლება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობს.

მეორე სემესტრის პროგრამული მასალის ტესტებიდან ამოღების მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გახდა, რის გამოც, სასწავლო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საგამოცდო ბარიერის დაწევას, ჯერჯეობით ეს არ იგეგმება.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ „განათლების სამინისტრო ორიენტირებულია ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს“.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კვერცხსა და პასკას - "თუ ადამიანი ვერ ახერხებს ამ ტრადიციის აღსრულებას, არ იფიქროს, რომ ცოდვის ან უბედურების საწინდარია"

ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებმა ქართველ ექსპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"