მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირბადის გარეშე სიარულისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ფილიპინებში პოლიციამ მამაკაცი მოკლა
პირბადის გარეშე სიარულისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ფილიპინებში პოლიციამ მამაკაცი მოკლა

ფი­ლი­პი­ნებ­ში პო­ლი­ცი­ამ ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­მო­ღე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, როდ­რი­გო დუ­ტერ­ტემ ჯარ­სა და პო­ლი­ცი­ას უბ­რძა­ნა, და­ეხვრი­ტათ ყვე­ლა, ვინც შე­მო­ღე­ბულ წე­სებს და­არ­ღვევ­და.

რო­გორც Al Jazeera წერს, პო­ლი­ცი­ამ ეს­რო­ლა 63 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც არ ატა­რებ­და პირ­ბა­დეს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა ფი­ლი­პი­ნე­ბის სამ­ხრეთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, აგუ­სან დელ ნორ­ტე­ში მოხ­და.

ფი­ლი­პი­ნე­ბის პო­ლი­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მას თავ­და­პირ­ვე­ლად გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს იმის გამო, რომ პირ­ბა­დე არ ეკე­თა, რა­მაც ის გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა სცა­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მას ეს­რო­ლეს და მოკ­ლეს.

ფი­ლი­პი­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, როდ­რი­გო დუ­ტერ­ტემ გა­სულ კვი­რას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლა და თქვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ იქ­ნე­ბა შემ­წყნა­რე­ბე­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც შე­მო­ღე­ბულ წე­სებს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა.

"მე კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლია და თქვენ ეს უნდა გა­ი­გოთ. ვუბ­რძა­ნებ პო­ლი­ცი­ა­სა და ჯარს - თუ ვინ­მე შე­გე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბათ და თქვენს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა, დახ­ვრი­ტეთ ისი­ნი. გა­სა­გე­ბია? - პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის ნაც­ვლად, მე თქვენ დაგ­მარ­ხავთ" - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით.

ფი­ლი­პი­ნებ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით 3 414 და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 152 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 64 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
17

მხეცები!!!

ვაი
7

ჩვენც გვესვრიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პირბადის გარეშე სიარულისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ფილიპინებში პოლიციამ მამაკაცი მოკლა

პირბადის გარეშე სიარულისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ფილიპინებში პოლიციამ მამაკაცი მოკლა

ფილიპინებში პოლიციამ ადამიანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული კარანტინის წესების დარღვევის გამო მოკლა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ჯარსა და პოლიციას უბრძანა, დაეხვრიტათ ყველა, ვინც შემოღებულ წესებს დაარღვევდა.

როგორც Al Jazeera წერს, პოლიციამ ესროლა 63 წლის მამაკაცს, რომელიც არ ატარებდა პირბადეს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ფილიპინების სამხრეთ პროვინციაში, აგუსან დელ ნორტეში მოხდა.

ფილიპინების პოლიციის ოფიციალური განცხადებით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მას თავდაპირველად გაფრთხილება მისცეს იმის გამო, რომ პირბადე არ ეკეთა, რამაც ის გააღიზიანა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. სამართალდამცველებმა მას ესროლეს და მოკლეს.

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ გასულ კვირას მოქალაქეები გააფრთხილა და თქვა, რომ სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი იმ ადამიანების მიმართ, ვინც შემოღებულ წესებს არ დაემორჩილება.

"მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემა სერიოზულია და თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ვუბრძანებ პოლიციასა და ჯარს - თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, დახვრიტეთ ისინი. გასაგებია? - პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ" - მიმართა პრეზიდენტმა საზოგადოებას სატელევიზიო ეთერით.

ფილიპინებში ამ დროისთვის კორონავირუსით 3 414 დაინფიცირდა, მათ შორის 152 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 64 გამოჯანმრთელდა.

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ