Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი
რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ონ­კო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი კოხ­რე­ი­ძე Facebook-ის პი­რად გვერ­დზე COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ზო­გი­ერ­თი “გულ­შე­მატ­კი­ვა­რის” შეშ­ფო­თე­ბას პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის შე­სა­ხებ.

1. თსსუ-ის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა დღი­დან ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი დად­გა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის გა­მოწ­ვე­ვას­თან ბრძო­ლის ავან­გარ­დში!

2. უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და გა­დამ­ზა­დე­ბის, რე­სურ­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და მას­შტა­ბუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი - რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ტი­პის სერ­ვი­სე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის!

3. კლი­ნი­კა­ში მო­ბი­ლიზ­და და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღი­ჭურ­ვა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი - რათა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ნო­ზო­კო­მი­უ­რი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი, აგ­რეთ­ვე ამ ვირუ­სით არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დას­ნე­ბოვ­ნე­ბის რის­კი!

4. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სორ ლე­ვან რა­ტი­ა­ნი­სა და კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის ლალი ტუ­რძე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით პრაქ­ტი­კუ­ლად არ ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კას და ერ­თდრო­უ­ლად ადეკ­ვა­ტუ­რად, გა­მარ­თუ­ლად, მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლად და და­უ­ღა­ლა­ვად ზრუ­ნა­ვენ რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ისე პა­რა­სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მებ­ზე!

5. კლი­ნი­კა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ინ­ფექ­ცი­ო­ნის­თა და ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა უაღ­რე­სად პრო­ფე­სი­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა პრო­ფე­სორ ელზა ვა­შა­კი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც ასე­ვე შე­უ­პოვ­რად და 24/7 რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას!

6. კლი­ნი­კის არა­სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ფი ამ არა­ორ­დი­ნა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თებს კლი­ნი­კის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის და აქ­ტი­ვო­ბი­თა და შე­უ­პოვ­რო­ბით არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო სტაფს ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში!

7. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მე­ლიც მოხ­ვდა თსსუ-ის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან მძი­მე ან უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, ამა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, თუ რამ­დე­ნად ხში­რია სხვა კლი­ნი­კე­ბი­დან პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო­ში რე­ფე­რა­ლი!

8. გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ უმ­ძი­მე­სი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა ჯგუფს, რო­მელ­თაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კი აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­რე­შეც!

9. გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზს სწო­რე­დაც რომ ამ და­ა­ვა­დე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და!

10. და ბო­ლოს - “კე­თი­ლის მსურ­ველ­თა” გა­სა­გო­ნად: ამ ბოლო ორი პუნ­ქტის თუ არ გჯე­რათ, გთხოვთ იხი­ლოთ მსგავ­სი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სიხ­ში­რე არა­პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ჰოს­პიტ­ლებ­ში!აცა­ლეთ ხალ­ხს მუ­შა­ო­ბა!დარ­ჩით სახ­ლში!" - წერს ირაკ­ლი კოხ­რე­ი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი შემ­თხვე­ვაა, ორი­ვე პა­ცი­ენ­ტი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, ორი­ვე მათ­გა­ნი ხან­ში­შე­სუ­ლი იყო და მათ, ექი­მე­ბის თქმით, თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეტო
2
გარდაცვალების მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს კოვიდ 19, მაგრამ სტატისტიკისთვის საჭიროა
მირზა
1

გარდაცვლილებს ისეთი დაავადებები ჰქონდათ, ვირუსის გარეშეც დადგებოდა ლეტალური შედეგი.

ექიმები არაფერ შუაში არიან.

ვინც ამ ექიმებზე გადაბრუნებულს იტყვით, გულიანი მოკითხცა ყველას!

ავტორი:

რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი

რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი კოხრეიძე Facebook-ის პირად გვერდზე COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი “გულშემატკივარის” შეშფოთებას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში ორი ლეტალური გამოსავლის შესახებ.

1. თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღიდან ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა ერთ-ერთი პირველი დადგა მსოფლიო მასშტაბის გამოწვევასთან ბრძოლის ავანგარდში!

2. უმოკლეს ვადებში განხორციელდა გადამზადების, რესურსების გადანაწილების და მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები - რაც აუცილებელია ამ ტიპის სერვისების გამართული მუშაობისათვის!

3. კლინიკაში მობილიზდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა ადამიანური რესურსი - რათა მინიმუმამდე შემცირდეს სამედიცინო პერსონალის ნოზოკომიური დაინფიცირების რისკი, აგრეთვე ამ ვირუსით არაინფიცირებული პაციენტების დასნებოვნების რისკი!

4. სამედიცინო პერსონალი გენერალური დირექტორის პროფესორ ლევან რატიანისა და კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად არ ტოვებენ კლინიკას და ერთდროულად ადეკვატურად, გამართულად, მაღალპროფესიულად და დაუღალავად ზრუნავენ როგორც სამედიცინო, ისე პარასამედიცინო პრობლემებზე!

5. კლინიკაში მობილიზებულია ინფექციონისთა და ეპიდემიოლოგთა უაღრესად პროფესიული და კვალიფიციური შემადგენლობა პროფესორ ელზა ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, რომლებიც ასევე შეუპოვრად და 24/7 რეჟიმში ახორციელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას!

6. კლინიკის არასამედიცინო სტაფი ამ არაორდინალურ სიტუაციაში ყველაფერს აკეთებს კლინიკის გამართული ფუნქციონირებისათვის და აქტივობითა და შეუპოვრობით არაფრით ჩამოუვარდებიან სამედიცინო სტაფს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში!

7. ინფიცირებული პაციენტების დიდი უმრავლესობა, რომელიც მოხვდა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიეკუთვნებიან მძიმე ან უმძიმესი პაციენტების კატეგორიას, ამაზე ისიც მეტყველებს, თუ რამდენად ხშირია სხვა კლინიკებიდან პირველ საუნივერსიტეტოში რეფერალი!

8. გარდაცვლილი პაციენტები მიეკუთვნებოდნენ უმძიმესი თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტთა ჯგუფს, რომელთაც გარდაცვალების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ კორონავირუსით ინფიცირების გარეშეც!

9. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს სწორედაც რომ ამ დაავადებათა ერთობლიობა განაპირობებდა!

10. და ბოლოს - “კეთილის მსურველთა” გასაგონად: ამ ბოლო ორი პუნქტის თუ არ გჯერათ, გთხოვთ იხილოთ მსგავსი თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანთა გარდაცვალების სიხშირე არაპანდემიურ სიტუაციაში, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ჰოსპიტლებში!აცალეთ ხალხს მუშაობა!დარჩით სახლში!" - წერს ირაკლი კოხრეიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევაა, ორივე პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, ორივე მათგანი ხანშიშესული იყო და მათ, ექიმების თქმით, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.

"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანია