მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადატანისას დაუდგინდა
საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადატანისას დაუდგინდა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლს, გო­რის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ 53 წლის მა­მა­კაცს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი სომ­ხეთ­ში და­უდ­გინ­და, სა­დაც ტვირ­თი გა­დაჰ­ქონ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია სად მოხ­და პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სომ­ხეთ­ში.

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მარი გი­უ­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ მა­მა­კაც­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ყვე­ლა პირი. პა­ცი­ენ­ტი ამ­ჟა­მად სომ­ხე­თის ერთ-ერთი კლი­ნი­კის სტა­ცი­ო­ნარ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლია. მას ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­და სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე შეს­ვლი­სას, გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი და და­უ­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია.

ამ­ჟა­მად მა­მა­კა­ცი მო­თავ­სე­ბუ­ლია სომ­ხე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სომ­ხეთ­ში მა­ნამ­დეც იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია იმის და­ზუს­ტე­ბით თქმა, სად მოხ­და მისი ინ­ფი­ცი­რე­ბა. დად­გე­ნი­ლია კონ­ტაქ­ტში მყოფ­თა წრე და ყვე­ლა მათ­გა­ნი - ოჯა­ხის წევ­რე­ბიც და კონ­ტაქ­ტში მყო­ფი სხვა პი­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მარი გი­უ­ნაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადატანისას დაუდგინდა

საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადატანისას დაუდგინდა

საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს, გორის რაიონში მცხოვრებ 53 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა, სადაც ტვირთი გადაჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია სად მოხდა პაციენტის ინფიცირება - საქართველოში თუ სომხეთში.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული.

"აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება. აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი - ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

რატომ არ დაესწრო პატრიარქი სამებაში საკვირაო წირვას - ილია მეორე საღვთო ლიტურგიას 7 აპრილს ჩაატარებს

ინფექციურის თანამშრომლის ახალი ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო - ქალი, რომელიც ირანელმა პაციენტმა პოპულარული გახადა

ინფექციურის თანამშრომლის ახალი ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო - ქალი, რომელიც ირანელმა პაციენტმა პოპულარული გახადა