სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა გაიმართა, რომელსაც მრევლის მცირე ნაწილი დაესწრო, თუმცა არც პატრიარქი და არც მეუფეები არ დასწრებიან.
ტაძარში მისული მრევლი დისტანციას იცავდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესები მაინც დაირღვა, რადგანაც ტაძარში ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.
საკვირაო წირვა მამა იოანე მჭედლიშვილმა აღავლინა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დასწრებიან წირვას მაღალი სასულიერო პირები, როგორც ტელეკომპანია "ფორმულას" საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი და მისი თანამოსაყდრე მეუფე შიო საპატრიარქოს ეზოში არსებულ ეკლესიაში აღავლენენ მსახურებას.
ცნობისთვის, ზედიზედ უკვე მეორე შემთხვევაა როცა საკვირაო წირვაზე პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფება. გასულ კვირას მან მსახურება ბოდბის მონასტერში აღავლინა.