საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთშია. ამასთან, თურქეთი, ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, მსოფლიოს ქვეყნების ათეულშია. უფრო ზუსტად კი, ის მეცხრე ქვეყანაა.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში COVID-19-ით 23 934 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 501 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 786 გამოჯანმრთელდა.
ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, მეორე ქვეყანა რუსეთია. ამ დროისთვის ქვეყანაში 4 731 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 43 გარდაიცვალა, ხოლო 333 გამოჯანმრთელდა.
სომხეთში 822 დადასტურებული შემთხვევაა, ინფიცირებულთაგან 7 გარდაიცვალა, ხოლო 57 გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში 521 ადამიანი დაინფიცირდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 32 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება საქართველოს, ამ მომენტისთვის კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათ შორის 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.