სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე
არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტი­პის, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია არ­სე­ბობს, მათ შო­რის კი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ვირუ­სი 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის გამო გავ­რცელ­და.

რო­გორც BBC წერს, სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უარ­ყოფს ამ თე­ო­რი­ას და მას აბ­სო­ლუ­ტურ სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის ან­ძე­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბა ბირ­მინ­გემ­სა და მერ­სი­სა­იდ­ში. ეს ვი­დე­ო­ე­ბი გა­ა­ზი­ა­რეს Facebook-ზე, youtube-სა და Instagram-ზე მათ შო­რის, ავ­ტო­რი­ზე­ბულ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ასი­ა­თა­სო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავთ. ისი­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­სა და 5G-ს შე­საძ­ლო კავ­შირ­ზე წერ­დნენ.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ 5G-სა და Covid-19-ს შო­რის რა­ი­მე კავ­ში­რია, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და ასე­თი რამ ბი­ო­ლო­გი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ
13:03 / 02-04-2020

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

16:59 / 06-04-2020

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

14:34 / 08-04-2020

როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს

16:06 / 15-04-2020

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

14:56 / 16-04-2020

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

12:27 / 03-05-2020

რა გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქში" მიხეილ ცაგარელის გადაცემას, სადაც ის პანდემიაში ბილ გეითსსა და ილონ მასკს ადანაშაულებს

"ეს არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია სხვა კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს შო­რის“, - ამ­ბობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სის ინ­გლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, სტი­ვენ პო­უ­სი.

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია:

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია ასე­თი ში­ნა­არ­სი­საა - მისი ავ­ტო­რე­ბი თვლი­ან, რომ 5G ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მუ­შა­ობს რა­დი­ო­ტალ­ღე­ბის სიგ­ნა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­გორ­ღაც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­ჩე­ნა­ზე და მის გავ­რცე­ლე­ბა­ზე.

ეს თე­ო­რი­ე­ბი პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა იან­ვრის მი­წუ­რულს, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

5G-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­ო­რი­ე­ბი ორ ნა­წი­ლად იყო­ფა:

  • ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, 5G ასუს­ტებს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას და შე­დე­გად, უფრო მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა ვირუ­სე­ბის მი­მართ და უფრო მარ­ტი­ვად ინ­ფი­ცირ­დე­ბა.
  • მე­ო­რე თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით კი, ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე რო­გორ­ღაც სწო­რედ 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­დის.

"ორი­ვე ეს თე­ო­რია სუ­ლე­ლუ­რია“ - ამ­ბობს უჯრე­დის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი, ექი­მი სა­ი­მონ კლარ­კი BBC-სთან.

ექი­მის თქმით, მო­საზ­რე­ბა, რომ 5G აუ­ა­რე­სებს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას, შე­მოწ­მე­ბა­საც კი არ სა­ჭი­რო­ებს, ისე­თი ნონ­სენ­სია.

"ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ბევ­რმა რა­მემ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­სუს­ტოს - მა­გა­ლი­თად იმან, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ღა­ლოს, ან კარ­გად არ იკ­ვე­ბე­ბა და ა.შ. ამ ყო­ვე­ლი­ვეს გამო შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან არ და­სუს­ტდეთ, მაგ­რამ ვირუ­სე­ბის მი­მართ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე გახ­დეთ და უფრო მარ­ტი­ვად და­ინ­ფი­ცირ­დეთ.

რა­დი­ო­ტალ­ღებ­მა შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დონ თქვენს ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­ზე, თუ ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, მაგ­რამ 5G-ის რა­დიო ტალ­ღე­ბი ძა­ლი­ან მცი­რეა და ახ­ლო­საც არაა იმ ძა­ლას­თან, რომ მან იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი კვლე­ვა არ­სე­ბობს", - ამ­ბობს ექი­მი BBC-სთან სა­უბ­რი­სას.

ასე­ვე, შე­უძ­ლე­ბე­ლია რომ 5G ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნი, ანუ გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი იყოს - ამ­ბობს ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ადამ ფინი.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის მი­ზე­ზი არის ის, რომ ვირუ­სი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რეს გა­და­ე­ცე­მა. ეს არის სი­მარ­თლე. ვირუ­სე­ბი და ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ტალ­ღე­ბი, რო­მე­ლიც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის­თვის და ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რის­თვი­საა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა რა­მეა და ისე­თი­ვე სხვა­ო­ბაა, რო­გო­რიც ცარცსა და ყველს შო­რის“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

BBC ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის კი­დევ ერთ ხარ­ვეზ­ზე წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის ისეთ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც 5G ტექ­ნო­ლო­გია ჯერ არ არის, ასე­ვე ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც ირა­ნია, სა­დაც სა­ერ­თოდ არ არის მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გია.

BBC წერს, რომ ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის, ან ცხო­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მში იჭ­რე­ბა და იყე­ნებს მას გა­სამ­რავ­ლებ­ლად. ვირუ­სე­ბი დიდ­ხანს ვერ ძლე­ბენ ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ და ეძე­ბენ გზას მას­ში მო­სახ­ვედ­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს, მკვლევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის ადა­მი­ან­ში ცხო­ვე­ლის­გან მოხ­ვდა, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 1 203 140 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 64 744 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 246 760 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
13

მოკლედ აღარავის არაფერი დაეჯერება))) ვერანაირ კვლევებს ვეღარ დაუჯერებ. არადა რა ხდება სინამდვილეში.))) ფსევდო სწავლულები და ფსევდო პროფესორების აზრით,, კორონა ვირუსი არის ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი ბიო რობოტი, რომლის სამართავადაც 5 g არის საჭირო)))) ეს მოვისმინე ერთერთი ქართველისაგან, რომელიც ახლა რუსეთშია.))) თითქოს ამ ვირუსის მეშვეობით შემდეგ შესაძლებელია ადამიანის მანიპულირება))) აი ეს არის კორონავირუსის შეთქმულების ფსევდო მეცნიერული ბოდვა))) აი ასე, ხან უბრალო გრიპია და ხან ურჩხული დასავლეთის ნაჩუქარი ურჩხული ბიო რობოტი. რუსებს რომ ჰკითხო, ლუგარის ლაბორატორია საერთოდ ბოროტების სავანეა))))) 

ნონს
11

მოხუცებულები დაიღუპა უმრავლეობა რომელთაც საერთოდ ამ ტეხნიკასთან შეხება არ ექნებოდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე

კორონავირუსის ახალი ტიპის, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, არაერთი შეთქმულების თეორია არსებობს, მათ შორის კი ყველაზე პოპულარულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვირუსი 5G ტექნოლოგიის გამო გავრცელდა.

როგორც BBC წერს, სამეცნიერო საზოგადოება უარყოფს ამ თეორიას და მას აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია მობილური ტელეფონების ანძების გამოსხივება ბირმინგემსა და მერსისაიდში. ეს ვიდეოები გააზიარეს Facebook-ზე, youtube-სა და Instagram-ზე მათ შორის, ავტორიზებულმა მომხმარებლებმა, რომლებსაც ასიათასობით გამომწერი ჰყავთ. ისინი კორონავირუსის გავრცელებასა და 5G-ს შესაძლო კავშირზე წერდნენ.

მეცნიერთა თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ 5G-სა და Covid-19-ს შორის რაიმე კავშირია, არ შეესაბამება სიმართლეს და ასეთი რამ ბიოლოგიურად შეუძლებელია.

"ეს არის ყველაზე უარესი ყალბი ინფორმაცია სხვა კონსპირაციულ თეორიებს შორის“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ინგლისის სამედიცინო დირექტორი, სტივენ პოუსი.

შეთქმულების თეორია:

შეთქმულების თეორია ასეთი შინაარსისაა - მისი ავტორები თვლიან, რომ 5G ტექნოლოგია, რომელიც მობილურ ტელეფონებში გამოიყენება და მუშაობს რადიოტალღების სიგნალების საშუალებით, როგორღაც პასუხისმგებელია კორონავირუსის გაჩენაზე და მის გავრცელებაზე.

ეს თეორიები პირველად გაჩნდა იანვრის მიწურულს, სწორედ იმ პერიოდში, როცა აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

5G-სთან დაკავშირებული თეორიები ორ ნაწილად იყოფა:

  • ერთი თეორიის მიხედვით, 5G ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას და შედეგად, უფრო მგრძნობიარე ხდება ვირუსების მიმართ და უფრო მარტივად ინფიცირდება.
  • მეორე თეორიის მიხედვით კი, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე როგორღაც სწორედ 5G ტექნოლოგიის საშუალებით გადადის.

"ორივე ეს თეორია სულელურია“ - ამბობს უჯრედის მიკრობიოლოგიის ექსპერტი, პროფესორი, ექიმი საიმონ კლარკი BBC-სთან.

ექიმის თქმით, მოსაზრება, რომ 5G აუარესებს ადამიანის იმუნურ სისტემას, შემოწმებასაც კი არ საჭიროებს, ისეთი ნონსენსია.

"ადამიანის იმუნური სისტემა ბევრმა რამემ შეიძლება შეასუსტოს - მაგალითად იმან, რომ დღის განმავლობაში დაიღალოს, ან კარგად არ იკვებება და ა.შ. ამ ყოველივეს გამო შეიძლება ძალიან არ დასუსტდეთ, მაგრამ ვირუსების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეთ და უფრო მარტივად დაინფიცირდეთ.

რადიოტალღებმა შეიძლება იმოქმედონ თქვენს ფიზიოლოგიაზე, თუ ის ძალიან ძლიერია, მაგრამ 5G-ის რადიო ტალღები ძალიან მცირეა და ახლოსაც არაა იმ ძალასთან, რომ მან იმუნურ სისტემაზე მოახდინოს გავლენა და ამის დამადასტურებელი უამრავი კვლევა არსებობს", - ამბობს ექიმი BBC-სთან საუბრისას.

ასევე, შეუძლებელია რომ 5G ვირუსის გადამტანი, ანუ გამავრცელებელი იყოს - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, ადამ ფინი.

"კორონავირუსის ეპიდემიის მიზეზი არის ის, რომ ვირუსი ინფიცირებული ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. ეს არის სიმართლე. ვირუსები და ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელიც მობილური ტელეფონისთვის და ინტერნეტკავშირისთვისაა, აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და ისეთივე სხვაობაა, როგორიც ცარცსა და ყველს შორის“, - ამბობს პროფესორი.

BBC ასევე აღნიშნული შეთქმულების თეორიის კიდევ ერთ ხარვეზზე წერს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსი ვრცელდება დიდი ბრიტანეთის ისეთ ქალაქებში, სადაც 5G ტექნოლოგია ჯერ არ არის, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიც ირანია, სადაც საერთოდ არ არის მსგავსი ტექნოლოგია.

BBC წერს, რომ ვირუსი ადამიანის, ან ცხოველის ორგანიზმში იჭრება და იყენებს მას გასამრავლებლად. ვირუსები დიდხანს ვერ ძლებენ ცოცხალი ორგანიზმის გარეთ და ეძებენ გზას მასში მოსახვედრად.

რაც შეეხება კორონავირუსს, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის ადამიანში ცხოველისგან მოხვდა, რის შემდეგაც დაიწყო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით, გლობალური მასშტაბით, 1 203 140 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 64 744 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 246 760 გამოჯანმრთელდა.

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"