პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად
8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

8 აპ­რილს გვე­ლო­დე­ბა სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. ასე­თი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 12 წელი არ ყო­ფი­ლა. ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახლა კი ორი სი­ტყვით შე­გახ­სე­ნებთ აპ­რი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს: რო­გორც უკვე იცით, მარ­სი 30 მარტს გა­და­ვი­და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში და იქ დარ­ჩე­ბა 13 მა­ი­სამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია, სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოთ ის დრო, რაც ახლა გაქვთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და გა­ჯე­ტე­ბი; აით­ვი­სეთ ინ­ტერ­ნე­ტი, ვი­დე­ო­კონ­ტაქ­ტე­ბი. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის. შექ­მე­ნით თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის თქვე­ნი გუნ­დი. მო­ა­წეს­რი­გეთ ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი.

ვე­ნე­რა 3 აპ­რილს ეს­ტუმ­რა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს და იქ დარ­ჩე­ბა 7 აგ­ვის­ტომ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში ცოტა უფრო მსუ­ბუ­ქად ვიგ­რძნობთ თავს და ად­ვი­ლად შევ­ძლებთ ურ­თი­ერ­თო­ბებს, კონ­ტაქ­ტებს. გა­ად­ვილ­დე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა.

5 აპ­რილს გვექ­ნე­ბა იუ­პი­ტერ-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად უკვე გვე­წე­რა ჩვენ. ეს მოვ­ლე­ნაც 12 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 12 წლის წინ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პლუ­ტო­ნი არის ტრანსფორ­მა­ცი­ის პლა­ნე­ტა და ცვლის ყვე­ლა­ფერს, რა­საც ეხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­გა­ცი­ლოთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი ან საქ­მე­ე­ბი, ვინც უკვე ითა­მა­შა თა­ვის როლი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი არა აქვს. ამი­ტომ, თუ ხვდე­ბით, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის დროა, უნდა ამოქ­მედ­დეთ, არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ.

კი­დევ ერთხელ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ 7 აპ­რილს იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლე­ბი, რად­გან პლა­ნე­ტე­ბის - მარ­სი/ურა­ნის კვად­რა­ტი გვე­ლის. ეს არის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და ავა­რი­ე­ბი. კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და აგ­რე­სი­ის პე­რი­ო­დი.

სავ­სემ­თავ­რე­ო­ბა­ზე კი, რო­გორც წესი, ემო­ცი­ე­ბის პი­კია ხოლ­მე. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა იყოთ. გაფრ­თხილ­დით ელექტრო­ო­ბას­თა­ნაც, სა­ჭეს­თა­ნაც

8 აპ­რილს, 6:35-ზე, სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს 19 გრა­დუს­ში. სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე 7-14 პრო­ცენ­ტით მკვეთ­რად ანა­თებს და 15-30 პრო­ცენ­ტით დი­დია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ამ­გვა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გვქონ­და 12 წლის წინ. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს, იყა­ვით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. სას­წო­რი, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს მთვა­რე, იმარ­თე­ბა პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა­თი, ამი­ტომ მეტი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეთ, მეტი სი­ლა­მა­ზე და­ი­ნა­ხეთ ყვე­ლა­ფერ­ში. მშვი­დად შეხ­ვდით აგ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებს, რად­გან, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და ჭირ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლია. გახ­სოვ­დეთ, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ენერ­გია პლუს/მი­ნუს 2 დღე­ზე ვრცელ­დე­ბა.

ყვე­ლა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას აქვს თა­ვი­სი მი­სია და გვი­თი­თებს, სად მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი ენერ­გია, რა გა­ვა­კე­თოთ და რა - არა.

სავ­სემ­თვრე­ო­ბა ხდე­ბა სას­წო­რი/ვერ­ძის ღერძზე და ამი­ტომ, 8 აპ­რი­ლის თე­მაა: სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ძულ­ვი­ლი, ომი და მშვი­დო­ბა და თან­ხმო­ბა და კონ­ფლიქ­ტი

სას­წო­რი არის ერ­თა­დერ­თი უსუ­ლო სა­გა­ნი, რო­მე­ლიც მო­მარ­თუ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და პარტნი­ო­რო­ბა­ზე. რაც უნდა ხდე­ბო­დეს, იმოქ­მე­დეთ ცივი გო­ნე­ბით, გან­სა­ჯეთ ობი­ექ­ტუ­რად, მო­ძებ­ნეთ ბა­ლან­სი და პარტნი­ო­რის ინ­ტე­რე­სე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ.

ვერ­ძის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი იმ­ყო­ფე­ბა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში და გვე­უბ­ნე­ბა, რომ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ისე, რო­გორც არას­დროს აქამ­დე. უნდა გა­მოხ­ვი­დეთ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან. მარ­სი გაძ­ლევთ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­საც, ძა­ლა­საც და სი­თა­მა­მე­საც, რომ გა­იკ­ვა­ლოთ ახა­ლი გზა. მზე არის (19 აპ­რი­ლამ­დე) ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში და გვირ­ჩევს, რომ და­ვი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, მოვ­ძებ­ნოთ ახა­ლი გზე­ბი, მაგ­რამ ნუ გვექ­ნე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რი სარ­გებ­ლის იმე­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ მშვი­დად შევ­ხვდეთ 2021 წელს და მა­შინ მი­ი­ღებთ იმ საქ­მის შე­დეგს, რის კე­თე­ბა­საც ახლა და­ი­წყებთ. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ, იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და იმოქ­მე­დეთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად.

  • ვინ იგ­რძნობს სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

ისი­ნი, ვინც და­ი­ბად­ნენ შემ­დე­გი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბით: ტყუ­პი (6-12.06), სას­წო­რი (8-14.10), მერ­წყუ­ლი (4-10.02), ვერ­ძი (6-12.04), კირჩხი­ბი (8-14.07) და თხის რქა (6-12.01). აგ­რეთ­ვე, თუ პლა­ნე­ტე­ბი (და მთვა­რის კვან­ძე­ბი) გან­ლა­გე­ბუ­ლი გაქვთ ტყუ­პის, სას­წო­რი, მერ­წყუ­ლის, ვერ­ძის, კირჩხი­ბი­სა და თხის რქის 16-22 გრა­დუს­ში. და აგ­რეთ­ვე, თუ თქვე­ნი ASC-DSC და MC-IC ხვდე­ბა ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის 16-22 გრა­დუს­ში.

მშვი­დო­ბი­ან და ჰარ­მო­ნი­ულ სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

8 აპრილს გველოდება სუპერსავსემთვარეობა. ასეთი სავსემთვარეობა 12 წელი არ ყოფილა. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი ორი სიტყვით შეგახსენებთ აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს: როგორც უკვე იცით, მარსი 30 მარტს გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში და იქ დარჩება 13 მაისამდე. ამ პერიოდში სასურველია, სასარგებლოდ გამოიყენოთ ის დრო, რაც ახლა გაქვთ. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები და გაჯეტები; აითვისეთ ინტერნეტი, ვიდეოკონტაქტები. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. შექმენით თანამოაზრეების თქვენი გუნდი. მოაწესრიგეთ ტექნიკური საკითხები.

ვენერა 3 აპრილს ესტუმრა ტყუპის ზოდიაქოს და იქ დარჩება 7 აგვისტომდე. ამ პერიოდში ცოტა უფრო მსუბუქად ვიგრძნობთ თავს და ადვილად შევძლებთ ურთიერთობებს, კონტაქტებს. გაადვილდება ახალი ადამიანების გაცნობა.

5 აპრილს გვექნება იუპიტერ-პლუტონის შეერთება. ამ მოვლენების შესახებ დეტალურად უკვე გვეწერა ჩვენ. ეს მოვლენაც 12 წელიწადში ერთხელ ხდება. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ. შეგახსენებთ, რომ პლუტონი არის ტრანსფორმაციის პლანეტა და ცვლის ყველაფერს, რასაც ეხება. შეიძლება ჩამოგაცილოთ ყველა ის ადამიანი ან საქმეები, ვინც უკვე ითამაშა თავის როლი თქვენს ცხოვრებაში და მომავალში განვითარების შანსი არა აქვს. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ ცვლილებების დროა, უნდა ამოქმედდეთ, არ შეეწინააღმდეგოთ.

კიდევ ერთხელ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ 7 აპრილს იყოთ მაქსიმალურად ფრთხილები, რადგან პლანეტების - მარსი/ურანის კვადრატი გველის. ეს არის მოულოდნელობები და ავარიები. კონფლიქტებისა და აგრესიის პერიოდი.

სავსემთავრეობაზე კი, როგორც წესი, ემოციების პიკია ხოლმე. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. გაფრთხილდით ელექტროობასთანაც, საჭესთანაც

8 აპრილს, 6:35-ზე, სუპერსავსემთვარეობას ველოდებით სასწორის ზოდიაქოს 19 გრადუსში. სუპერსავსემთვარეობაზე მთვარე 7-14 პროცენტით მკვეთრად ანათებს და 15-30 პროცენტით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი სავსემთვარეობის დროს. სავსემთვარეობა ამგვარი მონაცემებით გვქონდა 12 წლის წინ. მოერიდეთ კონფლიქტებს, იყავით გაწონასწორებული. სასწორი, სადაც მდებარეობს სავსემთვარეობის დროს მთვარე, იმართება პლანეტა ვენერათი, ამიტომ მეტი სიყვარული გამოავლინეთ, მეტი სილამაზე დაინახეთ ყველაფერში. მშვიდად შეხვდით აგრესიულ ადამიანებს, რადგან, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ყველაზე აგრესიულები და ჭირვეულები არიან ის ადამიანები, ვისაც სიყვარული აკლია. გახსოვდეთ, რომ სავსემთვარეობის ენერგია პლუს/მინუს 2 დღეზე ვრცელდება.

ყველა სავსემთვარეობას აქვს თავისი მისია და გვითითებს, სად მივმართოთ ჩვენი ენერგია, რა გავაკეთოთ და რა - არა.

სავსემთვრეობა ხდება სასწორი/ვერძის ღერძზე და ამიტომ, 8 აპრილის თემაა: სიყვარული და სიძულვილი, ომი და მშვიდობა და თანხმობა და კონფლიქტი

სასწორი არის ერთადერთი უსულო საგანი, რომელიც მომართულია სამართლიანობასა და პარტნიორობაზე. რაც უნდა ხდებოდეს, იმოქმედეთ ცივი გონებით, განსაჯეთ ობიექტურად, მოძებნეთ ბალანსი და პარტნიორის ინტერესებიც გაითვალისწინეთ.

ვერძის მმართველი პლანეტა მარსი იმყოფება მერწყულის ზოდიაქოში და გვეუბნება, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არასდროს აქამდე. უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. მარსი გაძლევთ ბრძოლისუნარიანობასაც, ძალასაც და სითამამესაც, რომ გაიკვალოთ ახალი გზა. მზე არის (19 აპრილამდე) ვერძის ზოდიაქოში და გვირჩევს, რომ დავიწყოთ ახალი საქმეები, მოვძებნოთ ახალი გზები, მაგრამ ნუ გვექნება მომენტალური სარგებლის იმედი. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდად შევხვდეთ 2021 წელს და მაშინ მიიღებთ იმ საქმის შედეგს, რის კეთებასაც ახლა დაიწყებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, იყავით მიზანმიმართული და იმოქმედეთ დაკვირვებულად.

  • ვინ იგრძნობს სუპერსავსემთვარეობა ყველაზე მეტად?

ისინი, ვინც დაიბადნენ შემდეგი ზოდიაქოს ნიშნებით: ტყუპი (6-12.06), სასწორი (8-14.10), მერწყული (4-10.02), ვერძი (6-12.04), კირჩხიბი (8-14.07) და თხის რქა (6-12.01). აგრეთვე, თუ პლანეტები (და მთვარის კვანძები) განლაგებული გაქვთ ტყუპის, სასწორი, მერწყულის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის 16-22 გრადუსში. და აგრეთვე, თუ თქვენი ASC-DSC და MC-IC ხვდება ამ ზოდიაქოს ნიშნების 16-22 გრადუსში.

მშვიდობიან და ჰარმონიულ სუპერსავსემთვარეობას გისურვებთ!

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

2019 წელს ქორწინების და განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკში ქორწინდებიან საქართველოში