პოლიციელები ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები. ამაზე დღეს დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს და გავერკვევით, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, "კომენდანტის საათის" მოქმედების პერიოდში პოლიციის მხრიდან მოსახლეობის მიმართ აგრესიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, მათ შორის ბათუმში.
გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან როგორც ექიმები და პოლიციელები, ასევე მოქალაქეები, რომლების ქსელურ სავაჭრო ობიექტებსა თუ მუნიციპალურ სამსახურებში მუშაობენ.
"პოლიციელები ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები. ამაზე დღეს დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს და გავერკვევით, თუმცა ერთი რამე გავითვალისწინოთ: დღეს კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან ექიმები და პოლიციელები, ასევე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ქსელურ სავაჭრო ობიექტებზე მუშაობენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალურ სამსახურში მუშაობენ და ჩვენს დასუფთავებაზე ზრუნავენ.
მიუხედავად იმისა, რომ აქ შეუძლებელია გაარჩიო, ვინ უფრო მეტს შრომობს ან ვისი საქციელი უფრო გმირულია, თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო და გავაფრთხილო, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ეს ბრძოლა ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ და ადაპტაცია გავიაროთ," - განაცხადა გახარიამ.