მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრეპარატებს ურჩევს პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - "ყველას პირბადე, ეს უმთავრესია..."
რა პრეპარატებს ურჩევს პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - "ყველას პირბადე, ეს უმთავრესია..."

ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი 1998 წლი­დან მუ­შა­ობს გერ­მა­ნი­ა­ში. ჰამ­ბურ­გის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წყე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შემ­დეგ მთე­ლი და­სავ­ლეთ გერ­მა­ნია მო­ი­ა­რა და 2017 წლამ­დე გერ­მა­ნი­ის დიდ კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ობ­და. ში­ნა­გან და­ა­ვა­დე­ბა­თა და ზო­გა­დი მე­დი­ცი­ნის ექი­მი, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს პნევ­მო­ლო­გი­უ­რი და გე­რი­ატ­რი­უ­ლი და­ხე­ლოვ­ნე­ბაც, ამ­ჯე­რად სამ კო­ლე­გას­თან ერ­თად სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და 6500-მდე პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­თა და თე­რა­პი­ის ფარ­თო სპექტრით.

მას ასე­ვე შე­ხე­ბა აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან. ახა­ლი ვირუ­სის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ფრან­გიშ­ვი­ლი ვრცლად ესა­უბ­რა:

- კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვე­ნი ცენ­ტრის ცხოვ­რე­ბა­ში 2 მარ­ტამ­დე არ არ­სე­ბობ­და. პირ­ვე­ლად ავ­სტრი­ა­ში შე­მე­ხო ეს თემა. ვე­ნა­ში ჩა­მო­სულს, ვიდ­რე მი­უნ­ხე­ნი­სა­კენ მი­მა­ვალ სწრაფ მა­ტა­რე­ბელ­ში ამიშ­ვებ­დნენ, სი­ცხე გა­მი­ზო­მეს და პირ­ბა­დე მომ­ცეს. იან­ვრის ბო­ლოს მოგ­ვა­წო­და ჯან­დაც­ვის უწყე­ბამ ტეს­ტი­რე­ბის, იზო­ლა­ცი­ი­სა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ალ­გო­რით­მე­ბი. გა­ცი­ლე­ბით ადრე, ვიდ­რე ცნო­ბი­ლი ვირუ­სო­ლო­გე­ბი და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი მო­ახ­დენ­დნენ მე­დი­ა­სივ­რცის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ "ოკუ­პა­ცი­ას", მე თა­ვი­დან ალ­ბათ ცოტა სხვა აზრი მქონ­და და მეტი და აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის მომ­ხრე გახ­ლდით.

თუმ­ცა, გერ­მა­ნულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ იმ ტაქ­ტი­კის სის­წო­რე და­ამ­ტკი­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირუ­სო­ლო­გე­ბი დღე­საც გა­ცი­ლე­ბით მეტ ტეს­ტი­რე­ბას ითხო­ვენ, მე პი­რა­დად ზუს­ტად ისე­თი საფრ­თხე და­ვი­ნა­ხე თა­ვი­დან­ვე, რო­გორც ახლა ხდე­ბა და ამი­ტო­მაც მე­გო­ნა გერ­მა­ნუ­ლი გზა, ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ალ­გო­რით­მე­ბი არა­საკ­მა­რი­სი. დღეს, ჩემი აზ­რით, ვირუ­სო­ლო­გე­ბი და ინ­ფექ­ცი­ო­ლო­გე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო კოშ­მა­რუ­ლად ხა­ტა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ას, ვიდ­რე ეს არის და სწო­რედ ამის გამო ხდე­ბა იმ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა, რაც ჩი­ნეთ­მა უკვე გა­ი­ა­რა, იტა­ლია და ეს­პა­ნე­თი ახ­ლაც გა­დის და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა აგერ ახლა და­ი­წყო ეს გზა. მე მე­ში­ნია, რომ გერ­მა­ნი­ა­მაც არ გა­და­უხ­ვი­ოს გზას, არ აირ­ჩი­ოს ის აგ­რე­სი­ულ მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბი­სა და იზო­ლა­ცი­ის გზა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:03 / 19-03-2020

"იბუპროფენი" და "კაპტოპრილი" კორონავირუსით ინფიცირებას უწყობს ხელს? - ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე

11:16 / 03-04-2020

როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები

21:51 / 04-04-2020

"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

12:52 / 06-04-2020

"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად

12:31 / 04-05-2020

"თუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, ნიშნავს, რომ ეპიდემია დამთავრდა" - უცნობი ფაქტები კორონავირუსზე

- თქვენ რამ­დე­ნად ხართ ჩარ­თუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

- ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ხელ­მწი­ფო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გერ­მა­ნი­ა­შიც, ავ­სტრი­ა­შიც, შვე­დეთ­შიც და სა­ერ­თოდ, ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რად და კარ­გად მუ­შა­ობს. გერ­მა­ნი­ას ჯერ არ გა­და­უხ­ვე­ვია მკაც­რი ალ­გო­რით­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გზი­სათ­ვის. ტეს­ტი­რე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტი­სა, ანუ ვი­საც მძი­მე ჩი­ვი­ლე­ბი აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, უმ­ცი­რე­სი სურ­დოს, გრი­პის­მაგ­ვა­რი სიმპტო­მე­ბის ან კორ­ნა­ვირუ­სი­ა­ნის კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც კი, 2 კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გავ­ხა­დეთ და რა თქმა უნდა, პირ­ბა­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ბა­დე მხო­ლოდ ავ­სტრი­ა­შია აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, გერ­მა­ნი­ამ პირ­ბა­დე­ებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო.

სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ამ თე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბას ხელს უშ­ლის ლო­ჯის­ტი­კუ­რი და იურ­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ თუ გა­მო­ა­ცხა­დე, უნდა და­ა­რი­გო და თუ და­ა­რი­გებ, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის და საკ­მა­რი­სი იყოს. ჩვენ ექი­მებ­მა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვურ­ჩი­ეთ, გინ­დაც შინ­დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცის პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც კი. უმ­თავ­რე­სი იყო პირ­ბა­დე. გერ­მა­ნი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ისაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან უპირ­ვე­ლეს კონ­ტაქ­ტად, წინა ხა­ზად ით­ვლე­ბა ოჯა­ხი­სა და სა­ერ­თოდ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სექ­ტო­რის ექი­მი. დღე­საც, უკვე ეპი­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 5 კვი­რის მე­რეც, კო­რო­ნა­ზე ტეს­ტი­რე­ბას და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას წყვეტს მო­რი­გე ექიმ­თა ნო­მე­რი 116 117 და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა.

გერ­მა­ნი­ის მე­ო­რე უმ­თავ­რე­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა, რომ აქამ­დე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ღრმა ნა­ცხის ტეს­ტი­რე­ბა ხდე­ბა და არა სწრა­ფი, არა სის­ხლის და ასე შემ­დეგ. გარ­და ამ ღრმა ხა­ხი­სა და ყე­ლის ამო­ნა­რე­ცხის ნა­ცხის ტეს­ტი­რე­ბი­სა, სხვა ყვე­ლა ტეს­ტი­რე­ბა არა­და­მა­ჯე­რებ­ლად ით­ვლე­ბა. არ არ­სე­ბობს ეპი­დე­მი­ი­სათ­ვის იმა­ზე სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია, როცა უარ­ყო­ფი­თად ტეს­ტი­რე­ბუ­ლი პირ­ბა­დის გა­რე­შე და­დის და ის და­დე­ბი­თია. ამი­ტო­მა­ცაა რომ ყვე­ლას პირ­ბა­დე, ეს უმ­თავ­რე­სია. მე პი­რა­დად 6 ღრმა მო­ხუ­ცი მყავ­და კო­რო­ნას პნევ­მო­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

ექ­ვსი­ვე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მყავ­და, არ­ცერ­თი არ იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასა­კი 84 დან 92 წლამ­დე გახ­ლდათ. მათ­გან 4 მო­ხუც­თა სახ­ლის და 2 კი კერ­ძო მოვ­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ორი უმ­ძი­მე­სი, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ორი­ვეს ჰქონ­დათ პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლის მოწ­მო­ბა, რომ არ სურთ არა­ვი­თა­რი მარ­თვი­თი სუნ­თქვა. თუმ­ცა, მარ­თვი­თი სუნ­თქვი­თაც ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და წლე­ბია ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი და მულ­ტი­მორ­ბი­დუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა. დღეს კი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი მოხ­და, ჩემი 92 წლის ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 12 მარ­ტი­დან ორ­მხრი­ვი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ჰქონ­და, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­და. სამი ავად­მყო­ფი ჯერ კი­დეც სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, თუმ­ცა, მა­ინც დიდი იმე­დი მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი სა­რის­კო ფაქ­ტო­რე­ბი აქვთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ გვე­ლო­დე­ბა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით ეპი­და­ფეთ­ქე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო უნდა ით­ქვას, რომ სულ სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კარ­გად მი­დის. ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ა­წყდნენ კლი­ნი­კებს და არ ითხო­ვენ ტეს­ტი­რე­ბას, რო­გორც ეს ჩი­ნეთ­ში და­ი­წყო, მერე იტა­ლი­ა­ში და ეს­პა­ნეთ­ში გან­მე­ორ­და და ახლა ამე­რი­კა მო­იც­ვა. ეპი­დე­მი­ის დროს იწყე­ბა პა­ნი­კა, ნე­ბის­მი­ე­რი და­ცე­მი­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი გგო­ნია და შიში მი­გარ­ბე­ნი­ნებს გა­და­ჭე­დილ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად მი­ა­კი­თხა­ვენ სა­ა­ვად­მყო­ფოს, იქ­ნე­ბა ეს ტეს­ტი­რე­ბის­თვის თუ გა­ცი­ვე­ბის სიმპტო­მე­ბით, პერ­სო­ნალს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა ჩი­ვი­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა. თა­ნაც, მსგავ­სად იტა­ლი­ე­ლე­ბი­სა და ეს­პა­ნე­ლე­ბი­სა, ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არაყ­ვა­ნა გაძ­ნელ­დე­ბა. თუმ­ცა, იმე­დი მაქვს და ქარ­თვე­ლე­ბი ხე­და­ვენ თუ რა გზა აირ­ჩია ჩი­ნეთ­მა, ანუ, გა­ი­კე­თა ყვე­ლამ პირ­ბა­დე, იცა­ვენ დის­ტან­ცი­ა­სა და ჰი­გი­ე­ნას, ყვე­ლა მუ­შა­ობს, რო­გორც ადრე.

რო­გორ გგო­ნი­ათ მი­ლი­არ­დი­ან ჩი­ნეთს, რო­მე­ლიც კო­რო­ნას ბუდე იყო, ან გინ­დაც სამ­ხრეთ კო­რე­ას ამე­რი­კე­ლებ­ზე ნაკ­ლე­ბი ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავთ? - არა. ისი­ნი მიხ­ვდნენ, რომ პან­დე­მი­ის დროს აზრი არა აქვს პა­ცი­ენ­ტი ნუ­ლის ძი­ე­ბას, აზრი არა აქვს ვინ ვის­გან და­ა­ვად­და თუ და­ა­ვად­დე­ბა. უმ­თავ­რე­სი ყუ­რა­დღე­ბა არის გა­და­ტა­ნი­ლი ამ ვირუ­სის ერ­თა­დერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა­ზე, ფილ­ტვე­ბის ორ­მხრივ პნევ­მო­ნი­ა­ზე, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ზე, მო­ნი­ტო­რინგზე და რაც შე­იძ­ლე­ბა გვი­ან და არა ად­რე­უ­ლად გა­დაყ­ვა­ნა­ზე მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რა­ტუ­რა­ზე, თუ რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ასა­კო­ვა­ნი არაა.

- რას ფიქ­რობთ გავ­რცე­ლე­ბის გზებ­ზე, ხე­ლის და­ბა­ნის გარ­და კი­დევ რა არის მთა­ვა­რი რჩე­ვა, რაც ვირუ­სის­გან და­ი­ცავს ადა­მი­ა­ნებს?

- გავ­რცე­ლე­ბის გზა მხო­ლოდ წვე­თო­ვა­ნი გზაა, ანუ თუკი ადა­მი­ან­თან 1 მეტრზე ნაკ­ლე­ბი დის­ტან­ცია გაქვთ და 15 წუთ­ზე მეტი პი­რის­პირ სა­უბ­რობთ, ან 2 მეტ­რამ­დე ხართ და პირ­და­პირ მო­გახ­ვე­ლათ, ინ­ფი­ცი­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი შან­სია. რა თქმა უნდა, ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბა საგ­ნებ­ზეც ხდე­ბა, მაგ­რამ, თუ თქვენს ლორ­წო­ვან­ში არ მოხ­ვდა ამ ვირუ­სის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვა­ში მა­ტა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბით მცი­რე ხნით და ლორ­წო­ვა­ნი ამ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას მო­ე­რე­ვა. თუკი, რა თქმა უნდა, ვინ­მემ მო­გახ­ვე­ლათ და მერე ხე­ლით ეს ვირუ­სი თქვენს ლორ­წო­ვან­ში გა­და­ი­ტა­ნეთ, ასე­ვე დი­დია ინ­ფი­ცი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ამი­ტო­მაა გარ­და­უ­ვა­ლი და საკ­მა­რი­სიც კი პირ­ბა­დე, 1,5 მეტ­რი დის­ტან­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რად 15 წუთი ერ­თმა­ნეთ­თან პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი. აი, ამ გზას ად­გას დღეს ჩი­ნე­თიც და სამ­ხრეთ კო­რე­აც. თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ბიზ­ნეს სა­მუ­შაო აღ­დგა ამ ჰი­გი­ე­ნუ­რი უმარ­ტი­ვე­სი წე­სე­ბის დაც­ვით. ამ გზას ად­გას ჯერ­ჯე­რო­ბით გერ­მა­ნი­აც. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­შიც ის­წავ­ლეს თან­და­თან პირ­ბა­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ასე რომ, ჰი­გი­ე­ნა არის ერ­თა­დერ­თი ბრძო­ლის გზა დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში.

- რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად საფრ­თხის წი­ნა­შე არი­ან?

- უფრო ანტი რჩე­ვას მივ­ცემ­დი და ესე­ნია - ნუ გა­ი­კე­თებთ ღრმა ინ­ჰა­ლა­ცი­ას, რა­მე­თუ ზე­და­პი­რუ­ლად მყოფ ვირუსს ფილ­ტვში ჩას­ვლა­ში და­ეხ­მა­რე­ბით. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გია პა­სი­უ­რი, ორ­თქლი­თი იჰა­ლა­ცია ანუ უფრო სწო­რად ორ­თქლავს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი ან სხვა რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა და თქვენ სუთ­ქავთ ჩვე­უ­ლებ­რივ. ეს სა­სუნ­თქი გზე­ბის სიმ­შრა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კარ­გია. ამი­ტო­მა­ცაა ალ­კოჰო­ლი ცუდი, აშ­რობს ლორ­წო­ვანს. ასე­ვე არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ან სხვა იმუ­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ე.წ. მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ვი­ტა­მი­ნე­ბიც. სა­მა­გი­ე­როდ, ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

მშრა­ლი ხვე­ლის დროს ამ­ბრო­ქო­ლი შე­დე­გი­ა­ნია, იწ­ვევს ლორ­წო­ვა­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. სა­მა­გი­ე­როდ აცც ანუ აცე­ტილ­ცის­ტე­ინს მე პი­რა­დად არ გირ­ჩევ­დით, იმი­ტომ რომ ლორ­წო­ვა­ნის გა­თხე­ლე­ბას და ამოხ­ვე­ლე­ბის გა­ი­ო­ლე­ბას­თან ერ­თად ამ ლორ­წო­ვა­ნის ღა­მით ფილ­ტვის ქვე­და ნა­წი­ლებ­ში ჩას­ვლას იწ­ვევს.

ჩემს პა­ცი­ენ­ტებს, მო­ხუ­ცებს, მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ამ­ბრო­ქ­სოლს, პა­რა­ცე­ტა­მოლს და არა იბუპრო­ფენს და არც დიკ­ლო­ფე­ნაკს ვაძ­ლევთ, თირკმლის ჰი­პოქ­სი­უ­რო­ბის გამო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში იბუპრო­ფე­ნი არა­ფერს აფუ­ჭებს. მაგ­რამ, მე მა­ინც პა­რა­ცე­ტა­მოლს გირ­ჩევ­დით.

რაც მთა­ვა­რია ნაკ­ლე­ბი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, ნაკ­ლე­ბი ამო­რე­ცხვე­ბი და გა­მო­რე­ცხვე­ბი ხა­ხი­სა თუ ცხვი­რი­სა, რა­მე­თუ, ნა­წი­ლი და საკ­მაო ნა­წი­ლიც ამ გა­მო­რე­ცხვე­ბი­სას ფილ­ტვის­კე­ნაც მი­დის.

- თით­ქოს დე­და­მი­წა გა­ჩერ­და, რა გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ პან­დე­მი­ის­გან?

- მსოფ­ლი­ოს გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დე­და­მი­წა მოძ­რა­ობს და გა­ჩე­რე­ბა უკუს­ვლაა. მე­ო­რეს მხრივ კი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლია „გა­რეთ გას­ვლის“ ასე უმ­კაც­რე­სი შე­ზღუდ­ვა. მა­შინ როცა შვე­დეთ­მა გა­ა­სამ­მა­გა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სიხ­ში­რე და რა­ო­დე­ნო­ბა, როცა დიდი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნაც­ვლად მი­ნი­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და ტაქ­სე­ბის სის­ტე­მა გა­აძ­ლი­ე­რა მაქ­სი­მა­ლუ­რი მგზავ­რის რა­ო­დე­ნო­ბის და­წე­სე­ბით, თბი­ლის­მა და­ხუ­რა მინი ტრან­სპორ­ტი და კარ­გა ხანს და­ტო­ვა გა­ცი­ლე­ბით გა­და­ჭე­დი­ლი მეტ­რო და ავ­ტო­ბუ­სე­ბი.

ეს რა თქმა უნდა, ქა­ლაქს სა­დღაც აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში საგ­რძნობ­ლად და­უბ­რუნ­დე­ბა. თუმ­ცა, თუკი მო­ვა­ხერ­ხებთ ტეს­ტი­რე­ბა­ზე კონ­ტროლს და მხო­ლოდ მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, ჰი­გი­ე­ნის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვას, მო­ხერ­ხდე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბა. მი­დის მა­სობ­რი­ვი პა­ნი­კა, რომ 2 დან 3 მი­ლი­ო­ნამ­დე გარ­დაც­ვლი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ან იქ­ნე­ბო­დაო, ეს ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ მი­ე­რე­კე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სა­კენ. დღეს გერ­მა­ნი­ა­შიც, ოღონდ ჩვენ, ოჯა­ხის ექი­მე­ბი, უკვე გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­დი­ვართ, 24 სა­ა­თი, დღე და ღამე, ან ტე­ლე­ფონ­თან და ან სახ­ლში მის­ვლით. ვარ­წმუ­ნებთ ახლა ტეს­ტის უაზ­რო­ბა­ში, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ჯერ­ჯე­რო­ბით აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა­ში და და­ახ­ლო­ე­ბით 5%-ს ვუ­კე­თებთ ტეს­ტი­რე­ბას. ეს მა­ინც დიდი რი­ცხვია, ათას სულ მო­სახ­ლე­ზე გერ­მა­ნია ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1 ტესტს აკე­თებს, ამე­რი­კა 2-ზე მეტს. დე­და­მი­წა არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის და არა ვე­გე­ტე­ცი­ი­სათ­ვის, არა სახ­ლში გა­მო­კეტვი­სათ­ვის. გარ­კვე­უ­ლი რის­კის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და სი­ცო­ცხლე არ არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლამ ვი­ცით. უბ­რა­ლოდ, ამ რის­კის სწო­რი შე­ფა­სე­ბა უნდა მოხ­დეს და ავ­ტო­მა­ტუ­რად სწო­რი გზაც გა­მოჩ­ნდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონდო
53

ჭკვიანი კაცის აზრები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა პრეპარატებს ურჩევს პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - "ყველას პირბადე, ეს უმთავრესია..."

რა პრეპარატებს ურჩევს პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - "ყველას პირბადე, ეს უმთავრესია..."

ექიმი იაგო ფრანგიშვილი 1998 წლიდან მუშაობს გერმანიაში. ჰამბურგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში დაწყებული პრაქტიკის შემდეგ მთელი დასავლეთ გერმანია მოიარა და 2017 წლამდე გერმანიის დიდ კლინიკებში მუშაობდა. შინაგან დაავადებათა და ზოგადი მედიცინის ექიმი, რომელსაც გავლილი აქვს პნევმოლოგიური და გერიატრიული დახელოვნებაც, ამჯერად სამ კოლეგასთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობის ცენტრს ხელმძღვანელობს და 6500-მდე პაციენტს ემსახურებიან ამბულატორიული დიაგნოსტიკითა და თერაპიის ფართო სპექტრით.

მას ასევე შეხება აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან. ახალი ვირუსის შესახებ AMBEBI.GE-ს ფრანგიშვილი ვრცლად ესაუბრა:

- კორონავირუსი ჩვენი ცენტრის ცხოვრებაში 2 მარტამდე არ არსებობდა. პირველად ავსტრიაში შემეხო ეს თემა. ვენაში ჩამოსულს, ვიდრე მიუნხენისაკენ მიმავალ სწრაფ მატარებელში ამიშვებდნენ, სიცხე გამიზომეს და პირბადე მომცეს. იანვრის ბოლოს მოგვაწოდა ჯანდაცვის უწყებამ ტესტირების, იზოლაციისა და ჰოსპიტალიზაციის ალგორითმები. გაცილებით ადრე, ვიდრე ცნობილი ვირუსოლოგები და ინფექციონისტები მოახდენდნენ მედიასივრცის და საზოგადოებრივი ოფიციალური ინფორმაციის სრულ "ოკუპაციას", მე თავიდან ალბათ ცოტა სხვა აზრი მქონდა და მეტი და აგრესიული ტესტირების მომხრე გახლდით.

თუმცა, გერმანულმა გამოცდილებამ იმ ტაქტიკის სისწორე დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსოლოგები დღესაც გაცილებით მეტ ტესტირებას ითხოვენ, მე პირადად ზუსტად ისეთი საფრთხე დავინახე თავიდანვე, როგორც ახლა ხდება და ამიტომაც მეგონა გერმანული გზა, ჩვენთვის მოწოდებული ალგორითმები არასაკმარისი. დღეს, ჩემი აზრით, ვირუსოლოგები და ინფექციოლოგები გაცილებით უფრო კოშმარულად ხატავენ სიტუაციას, ვიდრე ეს არის და სწორედ ამის გამო ხდება იმ შეცდომების დაშვება, რაც ჩინეთმა უკვე გაიარა, იტალია და ესპანეთი ახლაც გადის და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აგერ ახლა დაიწყო ეს გზა. მე მეშინია, რომ გერმანიამაც არ გადაუხვიოს გზას, არ აირჩიოს ის აგრესიულ მასიური ტესტირებისა და იზოლაციის გზა.

- თქვენ რამდენად ხართ ჩართული ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში?

- ადგილობრივი, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა გერმანიაშიც, ავსტრიაშიც, შვედეთშიც და საერთოდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორად და კარგად მუშაობს. გერმანიას ჯერ არ გადაუხვევია მკაცრი ალგორითმების გამოყენების გზისათვის. ტესტირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჰოსპიტალიზაციისათვის მოსამზადებელი პაციენტისა, ანუ ვისაც მძიმე ჩივილები აქვს. სამაგიეროდ, უმცირესი სურდოს, გრიპისმაგვარი სიმპტომების ან კორნავირუსიანის კონტაქტის შემთხვევაშიც კი, 2 კვირიანი კარანტინი აუცილებლობა გავხადეთ და რა თქმა უნდა, პირბადე. მიუხედავად იმისა, რომ პირბადე მხოლოდ ავსტრიაშია აუცილებლად გამოცხადებული, გერმანიამ პირბადეებზე ყურადღების გამახვილება ძალიან ადრე დაიწყო.

სახელმწიფოს მიერ ამ თემის ოფიციალურად გამოცხადებას ხელს უშლის ლოჯისტიკური და იურდიული პრობლემები, რომ თუ გამოაცხადე, უნდა დაარიგო და თუ დაარიგებ, უმაღლესი ხარისხის და საკმარისი იყოს. ჩვენ ექიმებმა პირველივე დღიდან ვურჩიეთ, გინდაც შინდამზადებული და ქაღალდის ხელსახოცის პირბადეების გამოყენებაც კი. უმთავრესი იყო პირბადე. გერმანიის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მოსახლეობასთან უპირველეს კონტაქტად, წინა ხაზად ითვლება ოჯახისა და საერთოდ ამბულატორიული სექტორის ექიმი. დღესაც, უკვე ეპიდემიის გამოცხადებიდან 5 კვირის მერეც, კორონაზე ტესტირებას და ჰოსპიტალიზაციას წყვეტს მორიგე ექიმთა ნომერი 116 117 და ადგილობრივი სამედიცინო სახელმწიფო უწყება.

გერმანიის მეორე უმთავრესი თავისებურებაა, რომ აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ნაცხის ტესტირება ხდება და არა სწრაფი, არა სისხლის და ასე შემდეგ. გარდა ამ ღრმა ხახისა და ყელის ამონარეცხის ნაცხის ტესტირებისა, სხვა ყველა ტესტირება არადამაჯერებლად ითვლება. არ არსებობს ეპიდემიისათვის იმაზე საშინელი სიტუაცია, როცა უარყოფითად ტესტირებული პირბადის გარეშე დადის და ის დადებითია. ამიტომაცაა რომ ყველას პირბადე, ეს უმთავრესია. მე პირადად 6 ღრმა მოხუცი მყავდა კორონას პნევმონიით დაავადებული.

ექვსივე ამბულატორიულად მყავდა, არცერთი არ იყო საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი 84 დან 92 წლამდე გახლდათ. მათგან 4 მოხუცთა სახლის და 2 კი კერძო მოვლაში იმყოფება. ორი უმძიმესი, ლოგინად ჩავარდნილი ადამიანი გარდაიცვალა. ორივეს ჰქონდათ პაციენტის სურვილის მოწმობა, რომ არ სურთ არავითარი მართვითი სუნთქვა. თუმცა, მართვითი სუნთქვითაც ძნელი იქნებოდა წლებია ლოგინად ჩავარდნილი და მულტიმორბიდული პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივება. დღეს კი სასიხარულო ამბავი მოხდა, ჩემი 92 წლის ფილტვების ანთებიანი ქალბატონი, რომელსაც 12 მარტიდან ორმხრივი ფილტვების ანთება ჰქონდა, სრულიად გამოჯანმრთელდა. სამი ავადმყოფი ჯერ კიდეც საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მაინც დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სარისკო ფაქტორები აქვთ.

- საქართველოში თუ გველოდება თქვენი შეფასებით ეპიდაფეთქება?

- საქართველო უნდა ითქვას, რომ სულ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ საკმაოდ კარგად მიდის. ადამიანები არ მიაწყდნენ კლინიკებს და არ ითხოვენ ტესტირებას, როგორც ეს ჩინეთში დაიწყო, მერე იტალიაში და ესპანეთში განმეორდა და ახლა ამერიკა მოიცვა. ეპიდემიის დროს იწყება პანიკა, ნებისმიერი დაცემინება კორონავირუსი გგონია და შიში მიგარბენინებს გადაჭედილ საავადმყოფოში. თუ ადამიანები მასობრივად მიაკითხავენ საავადმყოფოს, იქნება ეს ტესტირებისთვის თუ გაცივების სიმპტომებით, პერსონალს ძალიან გაუჭირდება ჩივილების დიფერენცირება. თანაც, მსგავსად იტალიელებისა და ესპანელებისა, ქართველი პაციენტის საავადმყოფოში არაყვანა გაძნელდება. თუმცა, იმედი მაქვს და ქართველები ხედავენ თუ რა გზა აირჩია ჩინეთმა, ანუ, გაიკეთა ყველამ პირბადე, იცავენ დისტანციასა და ჰიგიენას, ყველა მუშაობს, როგორც ადრე.

როგორ გგონიათ მილიარდიან ჩინეთს, რომელიც კორონას ბუდე იყო, ან გინდაც სამხრეთ კორეას ამერიკელებზე ნაკლები ვირუსის მატარებელი ადამიანები ჰყავთ? - არა. ისინი მიხვდნენ, რომ პანდემიის დროს აზრი არა აქვს პაციენტი ნულის ძიებას, აზრი არა აქვს ვინ ვისგან დაავადდა თუ დაავადდება. უმთავრესი ყურადღება არის გადატანილი ამ ვირუსის ერთადერთ მნიშვნელოვან და სასიკვდილო დაავადებაზე, ფილტვების ორმხრივ პნევმონიაზე, ამ ადამიანების აღმოჩენაზე, მონიტორინგზე და რაც შეიძლება გვიან და არა ადრეულად გადაყვანაზე მართვითი სუნთქვის აპარატურაზე, თუ რა თქმა უნდა, ძალიან ასაკოვანი არაა.

- რას ფიქრობთ გავრცელების გზებზე, ხელის დაბანის გარდა კიდევ რა არის მთავარი რჩევა, რაც ვირუსისგან დაიცავს ადამიანებს?

- გავრცელების გზა მხოლოდ წვეთოვანი გზაა, ანუ თუკი ადამიანთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანცია გაქვთ და 15 წუთზე მეტი პირისპირ საუბრობთ, ან 2 მეტრამდე ხართ და პირდაპირ მოგახველათ, ინფიცირების განსაკუთრებით დიდი შანსია. რა თქმა უნდა, ვირუსის დადასტურება საგნებზეც ხდება, მაგრამ, თუ თქვენს ლორწოვანში არ მოხვდა ამ ვირუსის საკმარისი რაოდენობა, უმძიმეს შემთხვევაში მატარებელი გახდებით მცირე ხნით და ლორწოვანი ამ მცირე რაოდენობას მოერევა. თუკი, რა თქმა უნდა, ვინმემ მოგახველათ და მერე ხელით ეს ვირუსი თქვენს ლორწოვანში გადაიტანეთ, ასევე დიდია ინფიცირების ალბათობა. ამიტომაა გარდაუვალი და საკმარისიც კი პირბადე, 1,5 მეტრი დისტანცია და მაქსიმალურად 15 წუთი ერთმანეთთან პირისპირ საუბარი. აი, ამ გზას ადგას დღეს ჩინეთიც და სამხრეთ კორეაც. თითქმის ყველანაირი ბიზნეს სამუშაო აღდგა ამ ჰიგიენური უმარტივესი წესების დაცვით. ამ გზას ადგას ჯერჯერობით გერმანიაც. სუპერმარკეტებშიც ისწავლეს თანდათან პირბადის აუცილებლობა. ასე რომ, ჰიგიენა არის ერთადერთი ბრძოლის გზა დღევანდელ რეალობაში.

- რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომელიც პოტენციურად საფრთხის წინაშე არიან?

- უფრო ანტი რჩევას მივცემდი და ესენია - ნუ გაიკეთებთ ღრმა ინჰალაციას, რამეთუ ზედაპირულად მყოფ ვირუსს ფილტვში ჩასვლაში დაეხმარებით. სამაგიეროდ, კარგია პასიური, ორთქლითი იჰალაცია ანუ უფრო სწორად ორთქლავს ფიზიოლოგიური ხსნარი ან სხვა რაიმე საშუალება და თქვენ სუთქავთ ჩვეულებრივ. ეს სასუნთქი გზების სიმშრალის წინააღმდეგ კარგია. ამიტომაცაა ალკოჰოლი ცუდი, აშრობს ლორწოვანს. ასევე არაა მიზანშეწონილი ანტიბიოტიკი ან სხვა იმუნური საშუალება, ე.წ. მედიკამენტური ვიტამინებიც. სამაგიეროდ, ბუნებრივი საშუალების წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი.

მშრალი ხველის დროს ამბროქოლი შედეგიანია, იწვევს ლორწოვანის გამომუშავებას. სამაგიეროდ აცც ანუ აცეტილცისტეინს მე პირადად არ გირჩევდით, იმიტომ რომ ლორწოვანის გათხელებას და ამოხველების გაიოლებასთან ერთად ამ ლორწოვანის ღამით ფილტვის ქვედა ნაწილებში ჩასვლას იწვევს.

ჩემს პაციენტებს, მოხუცებს, მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, ამბროქსოლს, პარაცეტამოლს და არა იბუპროფენს და არც დიკლოფენაკს ვაძლევთ, თირკმლის ჰიპოქსიურობის გამო. სხვა შემთხვევაში იბუპროფენი არაფერს აფუჭებს. მაგრამ, მე მაინც პარაცეტამოლს გირჩევდით.

რაც მთავარია ნაკლები ანტიბიოტიკი, ნაკლები ამორეცხვები და გამორეცხვები ხახისა თუ ცხვირისა, რამეთუ, ნაწილი და საკმაო ნაწილიც ამ გამორეცხვებისას ფილტვისკენაც მიდის.

- თითქოს დედამიწა გაჩერდა, რა გაკვეთილი შეიძლება მივიღოთ პანდემიისგან?

- მსოფლიოს გაჩერება შეუძლებელია. დედამიწა მოძრაობს და გაჩერება უკუსვლაა. მეორეს მხრივ კი საქართველოსთვის კატასტროფულია „გარეთ გასვლის“ ასე უმკაცრესი შეზღუდვა. მაშინ როცა შვედეთმა გაასამმაგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიხშირე და რაოდენობა, როცა დიდი ავტობუსების ნაცვლად მინიავტობუსები და ტაქსების სისტემა გააძლიერა მაქსიმალური მგზავრის რაოდენობის დაწესებით, თბილისმა დახურა მინი ტრანსპორტი და კარგა ხანს დატოვა გაცილებით გადაჭედილი მეტრო და ავტობუსები.

ეს რა თქმა უნდა, ქალაქს სადღაც აპრილის შუა რიცხვებში საგრძნობლად დაუბრუნდება. თუმცა, თუკი მოვახერხებთ ტესტირებაზე კონტროლს და მხოლოდ მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას, ჰიგიენის მაქსიმალურ დაცვას, მოხერხდება სიტუაციის კონტროლირება. მიდის მასობრივი პანიკა, რომ 2 დან 3 მილიონამდე გარდაცვლილი შეიძლება იყოს ან იქნებოდაო, ეს ადამიანებს პირდაპირ მიერეკება საავადმყოფოებისაკენ. დღეს გერმანიაშიც, ოღონდ ჩვენ, ოჯახის ექიმები, უკვე გამოცდილება გვაქვს და ეს ადამიანები დავდივართ, 24 საათი, დღე და ღამე, ან ტელეფონთან და ან სახლში მისვლით. ვარწმუნებთ ახლა ტესტის უაზრობაში, ჰოსპიტალიზაციის ჯერჯერობით აუცილებლობის არარსებობაში და დაახლოებით 5%-ს ვუკეთებთ ტესტირებას. ეს მაინც დიდი რიცხვია, ათას სულ მოსახლეზე გერმანია ყოველდღიურად დაახლოებით 1 ტესტს აკეთებს, ამერიკა 2-ზე მეტს. დედამიწა არსებობს ადამიანების ცხოვრებისათვის და არა ვეგეტეციისათვის, არა სახლში გამოკეტვისათვის. გარკვეული რისკის გარეშე ცხოვრება და სიცოცხლე არ არსებობს. ეს ყველამ ვიცით. უბრალოდ, ამ რისკის სწორი შეფასება უნდა მოხდეს და ავტომატურად სწორი გზაც გამოჩნდება.

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა