ავტორი:

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს.

"დღეის მდგომარეობით გვყავს 157 ინფიცირებული. მათგან 9 არის ახალი შემთხვევა, მათგან 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი.

ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ პირველ რიგში, ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე და ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს.

არანაირი კომპრომისი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება. თუ შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება იქნება საჭირო, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ," - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა.

LIVE: "360 გრადუსი" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბექა გოგინაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი ეკა ჩაკვეტაძე, ექიმი ოთარ ტატიშვილი

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

LIVE: "360 გრადუსი" - რატი იონათამიშვილი; პაატა ვეფხვაძე; ვატო სურგულაძე