მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

გარ­დაც­ვლი­ლი 79 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ე.წ. მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­დან იყო.

რო­გორც ლე­ვან რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში დღეს, 9 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ე­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

"თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, 79 წლის, რო­მელ­თა­ნაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო კო­ვიდ ინ­ფექ­ცია. ასე­ვე მინ­და გი­თხრათ ამ პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ, რომ ანამ­ნეზ­ში იყო ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რი წო­ნის დე­ფი­ცი­ტი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, ასე­ვე და­დას­ტურ­და პნევ­მო­თო­რაქ­სი, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი. შე­მოყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე და­დას­ტურ­და მწვა­ვე სეფ­სი­სი ჰე­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვით. ამ კვლე­ვე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სდა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, და­წყე­ბუ­ლი იქნა სიმპტო­მუ­რი და პა­თო­გე­ნე­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ ეტაპ­ზე აღ­მოჩ­ნდა უე­ფექ­ტო. მისი სო­მა­ტუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღეს დი­ლით 9 სა­ათ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, და­ფიქ­სირ­და ლე­ტა­ლო­ბა,“-გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 156 შე­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. აქე­დან 28 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა.

"თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა,“-განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა