საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
UNESCO ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს აზიარებს
UNESCO ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს აზიარებს

UNESCO-ს მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა­ზე, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სას­წავ­ლო მა­სა­ლებს აერ­თი­ა­ნებს, ქარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდა. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნი­ლი ვი­დეო ბლო­გე­ბი, ავა­ტა­რის ლექ­ცი­ე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი რი­დე­რე­ბი და პოდ­ქას­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად შე­იქ­მნა, ინო­ვა­ცი­ე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და მე­წარ­მე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით UNESCO-მ უკვე გა­ა­ზი­ა­რა.

"ებ­რძო­ლე COVID 19-ს, გა­აგ­რძე­ლე სწა­ვა­ლა“ – სწო­რედ ეს არის UNESCO-ს პრო­ექ­ტის სლო­გა­ნი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სას­წავ­ლო მა­სა­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბი კი არი­ან სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი. მა­სა­ლა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თა­ნებს და ის სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის, ისე სკო­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სტე­ტე­ბის მმარ­თვე­ლე­ბის­თვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის და რი­გი­თი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც უბ­რა­ლოდ რა­ღაც ახ­ლის სწავ­ლა სურთ. მა­სა­ლე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შექ­მნილ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მო­დე­ლებს.

სწო­რედ ამ სა­იტს და­ე­მა­ტა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ინო­ვა­ცი­ე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და მე­წარ­მე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით BTU-ს და მისი პარტნი­ო­რე­ბის მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. დის­ტან­ცი­უ­რი სე­სი­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის უსას­ყიდ­ლოდ. სტარ­ტაპ სე­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი, სა­მო­ტი­ვა­ციო სპი­კე­რე­ბი და ტრე­ნე­რე­ბი. ავა­ტა­რის ვი­დეო ლექ­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა, BTU-ს სტუ­დენ­ტის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია SYSTEM CORP.-ის მიერ, ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით მოხ­და. დის­ტან­ცი­უ­რი სტატ­რაპ სე­სი­ე­ბი GITA-ს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

BTU-ს სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია Microsoft-ის, HP–ის, MIT-ს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის - სტარ­ტაპ აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მის ნა­წი­ლი, Henley-სა და Westminster-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, სას­კო­ლო პროგ­რა­მის უფა­სო ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი - Silknet სა­ში­ნაო სკო­ლა. იხი­ლეთ BTU-ს ელექ­ტორ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი UNESCO-ს IITE Initiative პორ­ტალ­ზე!

ავტორი:

UNESCO ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს აზიარებს

UNESCO ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს აზიარებს

UNESCO-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო მასალებს აერთიანებს, ქართული მასალებიც გამოჩნდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვიდეო ბლოგები, ავატარის ლექციები, ელექტრონული რიდერები და პოდქასთები, რომლებიც ბოლო პერიოდში დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად შეიქმნა, ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით UNESCO-მ უკვე გააზიარა.

"ებრძოლე COVID 19-ს, გააგრძელე სწავალა“ – სწორედ ეს არის UNESCO-ს პროექტის სლოგანი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან სასწავლო მასალებს. აღნიშნული მასალების მიმწოდებლები კი არიან სასწავლო დაწესებულებები, დისტანციური სწავლების ცენტრები. მასალა სხვადასხვა მიმართულებას აერთანებს და ის საინტერესოა როგორც სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსტეტების მმართველებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და რიგითი დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უბრალოდ რაღაც ახლის სწავლა სურთ. მასალები ასევე მოიცავს პანდემიის პირობებში შექმნილ დისტანციური სწავლების წარმატებულ მოდელებს.

სწორედ ამ საიტს დაემატა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალები, რომლებიც ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით BTU-ს და მისი პარტნიორების მიერ არის შემუშავებული. დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ. სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები. ავატარის ვიდეო ლექციების მომზადება, BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია SYSTEM CORP.-ის მიერ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით მოხდა. დისტანციური სტატრაპ სესიები GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

BTU-ს საიტზე განთავსებულია Microsoft-ის, HP–ის, MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის - სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის ნაწილი, Henley-სა და Westminster-ის უნივერსიტეტების სასწავლო მასალები, სასკოლო პროგრამის უფასო ვიდეო გაკვეთილები - Silknet საშინაო სკოლა. იხილეთ BTU-ს ელექტორნული მასალები UNESCO-ს IITE Initiative პორტალზე!

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის მოზარდია

ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა

"ადრე მარტივი იყო კლასტერების დასახელება, მაგრამ ახლა ბევრია და მათი გარჩევის საშუალება აღარ გვაქვს" - მაკა სოლოღაშვილი