საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა
ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ჯან­სა­ღი კვე­ბის და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ერ­თგვა­რი პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა, რო­მელ­საც ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. სან­დრო გო­გო­ხია ფიტ­ნეს მენ­ტო­რია, რო­მელ­მაც ჯან­სა­ღი გახ­დო­მის დღის წეს­რი­გი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და და მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს მი­აღ­წია. დღეს, ის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ინ­სტაგ­რამ­ზეც, სა­დაც ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რის­თვის აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­სა­ღი კვე­ბის, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის კა­ლო­რი­ე­ბის, სახ­ლში შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­შე­ბის, წო­ნა­ში კლე­ბის მხო­ლოდ ჯან­სა­ღი და მდგრა­დი გზის შე­სა­ხებ. მის რჩე­ვებს ენ­დო­ბი­ან, სთხო­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მიდ­გო­მა ნელ­ნე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ინერ­გე­ბა და ამის პი­ო­ნე­რი ახალ­გაზ­რდა და იდე­ე­ბით სავ­სე ბლო­გე­რია.

რამ­დე­ნად იცი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში წო­ნა­ში კლე­ბის ჯან­სა­ღი მე­თო­დე­ბი, რა სხვა­ო­ბაა აქა­ურ და და­სავ­ლურ მიდ­გო­მებს შო­რის? ბრი­ტა­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა შე­ვამ­ჩნიე: აქ ყვე­ლა ცდი­ლობს წო­ნა­ში სწრა­ფად, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში კლე­ბას. იცა­ვენ სხვა­დას­ხვა სა­რის­კო დი­ე­ტებს, იღე­ბენ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი წო­ნა­ში კლე­ბის ეფექტს, შემ­დეგ ორ­მა­გად იმა­ტე­ბენ წო­ნა­ში და ამით სტრეს­ში არი­ან რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად, შე­დეგს კი ვერ იღე­ბენ. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია და პირ­ვე­ლი, რისი შეც­ვლაც მო­ვინ­დო­მე სწო­რედ ეს იყო.

რას საქ­მი­ა­ნობ­დით ბრი­ტა­ნეთ­ში და რო­დის ან რა მიზ­ნით დაბ­რუნ­დით?

2010 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის და მარ­კე­ტინ­გის სას­წავ­ლებ­ლად სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. იქ 4 წელი ვი­ცხოვ­რე და პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ფიტ­ნე­სის, ჯან­სა­ღი კვე­ბის და ნუტ­რი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა და­ვი­წყე. ბრი­ტა­ნეთ­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რაა. სხვე­უ­ლის მოვ­ლა, სწო­რი კვე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამან გა­მი­ტა­ცა და გა­დავ­წყვი­ტე ეს სა­კი­თხი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე მეს­წავ­ლა.

მა­შინ, ერ­თერთ მსხვილ ფიტ­ნეს კლუბ­ში მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში დიდი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც დღე­საც მეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა უკვე ვი­ცო­დი რა საქ­მეს და­ვუთ­მობ­დი ჩემს ცხოვ­რე­ბას - ეს იქ­ნე­ბო­და არა მხო­ლოდ ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში მუ­შა­ო­ბა, არა­მედ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ამის და­ნერგვა ადა­მი­ა­ნე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

რამ­დე­ნად შე­ძე­ლით ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას საქ­მი­ა­ნობთ ახლა?

მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლე. გა­მო­ვი­წე­რე ნუტ­რი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ვი­ა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი, ვი­თა­ნამ­შრომ­ლე რამ­დე­ნი­მე სპორტდარ­ბაზ­თან, შევ­ქმე­ნი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის, სწო­რი ვარ­ჯი­ში­სა და წო­ნა­ში კლე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად მო­აქვს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­დე­გი და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. და­ვი­წყე მენ­ტორ­ში­პის პროგ­რა­მა დამ­წყე­ბი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის­თვის და ამას უსას­ყიდ­ლოდ ვა­კე­თებ, ვი­ნა­ი­დან მჯე­რა, ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა შეც­ვლის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის კულ­ტუ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­მიყ­ვა­ნა ერ­თერთ სა­უ­კე­თე­სო ფიტ­ნეს დარ­ბა­ზამ­დე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­იქ­მნა და ზუს­ტად ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვს რაც მე. "წრე­ში’’ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ჯან­სა­ღი სივ­რცეა, სა­დაც არა­ვის ვაკ­რი­ტი­კებთ, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ და ენერ­გი­ით ვავ­სებთ. წრის გახ­სნის­თა­ნა­ვე იქ ვმუ­შა­ობ, დღეს უკვე მმარ­თველ პო­ზი­ცი­ა­ზე დამ­ჭირ­და იმ ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ვი­ღე.

რა რჩე­ვას მის­ცემთ მათ ვი­საც წო­ნა­ში კლე­ბა სურს, ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა სცა­და მაგ­რამ მი­ზანს ვერ აღ­წევს?

მთა­ვა­რია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ რა­ცი­ო­ნი, მი­ი­ღოთ ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის და ნახ­შირ­წყლე­ბის სწო­რი რა­ო­დე­ნო­ბა, და­ით­ვა­ლოთ კა­ლო­რი­ე­ბი და შე­ას­რუ­ლოთ მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­შე­ბი. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა ერ­თგვა­რი ფი­ლო­სო­ფი­აა და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ორ­კვი­რი­ან დი­ე­ტას­თან, რო­მელ­საც არც შე­დე­გი მო­აქვს და ორ­გა­ნიზმს აზი­ა­ნებს. ამ რჩე­ვებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­ზი­ა­რებ ჩემს ინ­ტაგ­რამ­ზე, ამი­ტომ თუ არ იცით სა­ი­დან და­ი­წყოთ, გა­მომ­ყე­ვით მე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა

ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა

ბოლო პერიოდში, სოციალურ მედიაში ჯანსაღი კვების და ცხოვრების სტილის ერთგვარი პლატფორმა შეიქმნა, რომელსაც ბევრი მიმდევარი და დიდი გამოხმაურება მოყვა. სანდრო გოგოხია ფიტნეს მენტორია, რომელმაც ჯანსაღი გახდომის დღის წესრიგი აქტუალური გახადა და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. დღეს, ის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიტნეს ინსტრუქტორია საქართველოში.

პოპულარობით სარგებლობს ინსტაგრამზეც, სადაც ათასობით გამომწერისთვის აქვეყნებს ინფორმაციას ჯანსაღი კვების, ჩვენი ყოველდღიური რაციონის კალორიების, სახლში შესასრულებელი მარტივი ვარჯიშების, წონაში კლების მხოლოდ ჯანსაღი და მდგრადი გზის შესახებ. მის რჩევებს ენდობიან, სთხოვენ რეკომენდაციებს, როგორც პროფესიონალს. დასავლური ქვეყნების მიდგომა ნელნელა საქართველოშიც ინერგება და ამის პიონერი ახალგაზრდა და იდეებით სავსე ბლოგერია.

რამდენად იციან საქართველოში წონაში კლების ჯანსაღი მეთოდები, რა სხვაობაა აქაურ და დასავლურ მიდგომებს შორის? ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება შევამჩნიე: აქ ყველა ცდილობს წონაში სწრაფად, ექსტრემალურ პირობებში კლებას. იცავენ სხვადასხვა სარისკო დიეტებს, იღებენ მოკლევადიანი წონაში კლების ეფექტს, შემდეგ ორმაგად იმატებენ წონაში და ამით სტრესში არიან როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, შედეგს კი ვერ იღებენ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია და პირველი, რისი შეცვლაც მოვინდომე სწორედ ეს იყო.

რას საქმიანობდით ბრიტანეთში და როდის ან რა მიზნით დაბრუნდით?

2010 წელს დიდ ბრიტანეთში, ჩესტერის უნივერსიტეტში მენეჯმენტის და მარკეტინგის სასწავლებლად სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე. იქ 4 წელი ვიცხოვრე და პროგრამაზე სწავლის პარალელურად ფიტნესის, ჯანსაღი კვების და ნუტრიციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება დავიწყე. ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანი კულტურაა. სხვეულის მოვლა, სწორი კვება, ყოველდღიური ვარჯიში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამან გამიტაცა და გადავწყვიტე ეს საკითხი პროფესიონალურ დონეზე მესწავლა.

მაშინ, ერთერთ მსხვილ ფიტნეს კლუბში მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომელიც დღესაც მეხმარება. საქართველოში დაბრუნებულმა უკვე ვიცოდი რა საქმეს დავუთმობდი ჩემს ცხოვრებას - ეს იქნებოდა არა მხოლოდ ფიტნეს დარბაზში მუშაობა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის საქართველოში პოპულარიზაცია და ამის დანერგვა ადამიანებების ყოველდღიურობაში.

რამდენად შეძელით ბრიტანეთში მიღებული ცოდნის გამოყენება საქართველოში და რას საქმიანობთ ახლა?

მიღებული ცოდნის გაღრმავება საქართველოში გავაგრძელე. გამოვიწერე ნუტრიციასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა, გავიარე საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამები, ვითანამშრომლე რამდენიმე სპორტდარბაზთან, შევქმენი ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი ვარჯიშისა და წონაში კლების ონლაინ პლატფორმა, რომელსაც რეალურად მოაქვს მომხმარებლისთვის შედეგი და ეს ძალიან მახარებს. დავიწყე მენტორშიპის პროგრამა დამწყები ინსტრუქტორებისთვის და ამას უსასყიდლოდ ვაკეთებ, ვინაიდან მჯერა, ცოდნის გაზიარება შეცვლის ჯანსაღი ცხოვრების კულტურას საქართველოში. ამ გამოცდილებამ მომიყვანა ერთერთ საუკეთესო ფიტნეს დარბაზამდე, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ზუსტად ის ფასეულობები აქვს რაც მე. ,,წრეში’’ თავისუფალი, ჯანსაღი სივრცეა, სადაც არავის ვაკრიტიკებთ, ერთმანეთს ვეხმარებით, გამოცდილებას ვუზიარებთ და ენერგიით ვავსებთ. წრის გახსნისთანავე იქ ვმუშაობ, დღეს უკვე მმართველ პოზიციაზე დამჭირდა იმ ცოდნის და გამოცდილების გამოყენება რომელიც წლების წინ ბრიტანეთში მივიღე.

რა რჩევას მისცემთ მათ ვისაც წონაში კლება სურს, ბევრი სხვადასხვა საშუალება სცადა მაგრამ მიზანს ვერ აღწევს?

მთავარია დღის განმავლობაში სწორად გადაანაწილოთ რაციონი, მიიღოთ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სწორი რაოდენობა, დაითვალოთ კალორიები და შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები. ჯანსაღი ცხოვრება ერთგვარი ფილოსოფიაა და მას არაფერი აქვს საერთო ორკვირიან დიეტასთან, რომელსაც არც შედეგი მოაქვს და ორგანიზმს აზიანებს. ამ რჩევებს ყოველდღიურად ვაზიარებ ჩემს ინტაგრამზე, ამიტომ თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, გამომყევით მე.

"მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება" - გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი

"ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს" - როგორ არიან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"