ავტორი:

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში უკვე 900 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში უკვე 900 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10 935-ს მიაღწია.

ამასთან, მცირეოდენით შემცირებას განაგრძობს ახალი შემთხვევების რაოდენობა.

ქვეყანაში ბოლო დღის მანძილზე 7470 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი, რითაც დადატურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11 7710-მდე გაიზარდა.

ესპანეთის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში სამსახური დაახლოებით 900 000-მა ადამიანმა დაკარგა. სამინისტროს ცნობით, 80 000 ადამიანი ავადყოფნის გამო სამსახურში არ დადის, ხოლო 170 000 ბიულეტინზეა თვითიზოლაციის ან კარანტინის გამო.

„ეს უპრეცენდენტო მდგომარეობაა“, - აღნიშნავს შრომის მინისტრი, იოლანდა დიასი.

მძიმე მდგომარეობაა კატალონიაშიც. კატალონიის სეპარატისტულად განწყობილი მთავრობა პანდემიასთან ბრძოლაში მადრიდს სამხედრო დახმარებას სთხოვს.

„ჩვენ დახმარების ხელის გამოწვდა გვჭირდება. ეს სამხედრო დახმარება ნიშნავს, რომ თუ მათ ჰყავთ ექიმები და ექთნები დაგვეხმარონ“, - აღნიშნა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა, ალბა ვერჯესმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში, კატალონიის მთავრობა, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეა, აცხადებდა, რომ მადრიდის დახმარება „სრულიად მიუღებელი იყო“. ამ დროისთვის, კატალონიაში კორონავირუსით 2000 პირი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე ადამიანი ინტენსიური მკურნალობის პალატებში გადის მკურნალობას.

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე - Reuters-ის სულისშემძვრელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს