მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ნენ­სკრა ჰესი ერთ–ერ­თია იმ დიდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­შიც არ გა­ჩერ­დე­ბა.

„ამ­ჟა­მად მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ნი­ტა­რულ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტზე და­საქ­მე­ბუ­ლია 300-მდე ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 130 ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია“, – აცხა­დე­ბენ ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კომ­პა­ნია „ნენ­სკრა ჰიდ­რო­ში“.

სა­მუ­შა­ო­ებს კომ­პა­ნი­ის სუბკონ­ტრაქ­ტო­რი - „ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მი“ ახორ­ცი­ე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჭუ­ბერ­ში 100 ტ გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მქო­ნე ექ­ვსი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, გზის გა­ფარ­თო­ე­ბა და ქვა­ნა­ყა­რის მო­წყო­ბა, მილ­ხი­დის­თვის ფუნ­და­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბა, ექ­სკა­ვა­ცია ე.წ. „ოპე­რა­ტო­რე­ბის სოფ­ლის“ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ფუნ­და­მენ­ტის­თვის და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

კერ­ძოდ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სა­ო­ფი­სე და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თებ­ზე, ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტზე და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გარ­და ამი­სა, სის­ტე­მა­ტუ­რად მოწ­მდე­ბა პრო­ექ­ტზე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ნენსკრა ჰესი ერთ–ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება.

„ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გზებისა და ხიდების მშენებლობას. სამუშაოები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამჟამად პროექტზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი, მათგან 130 ადგილობრივი მაცხოვრებელია“, – აცხადებენ ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“.

სამუშაოებს კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. მისი ინფორმაციით ჭუბერში 100 ტ გამტარუნარიანობის მქონე ექვსი ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება და ქვანაყარის მოწყობა, მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება, ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის და სხვა სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საოფისე და საცხოვრებელი ფართებზე, ასევე კვების ობიექტზე და სატრანსპორტო საშუალებებში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, სისტემატურად მოწმდება პროექტზე დასაქმებული ადამიანიების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

NS

თბილისის ქუჩები წუხელ სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა (ფოტო)

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს

"ჩვენთან 9 ინფიცირებული პაციენტია, ორი ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგია" - მაკა სოლოღაშვილი