პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები
როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები

მას მერე, რაც მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან მუდ­მი­ვად გა­ის­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბი. ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ხელი არ უნდა მი­ვი­ტა­ნოთ თვა­ლებ­თან, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის გა­და­ტა­ნა მოხ­დეს.

რა­ტომ არ უნდა მო­ვი­კი­დოთ თვალ­ზე ხელი, რა­ტომ ით­ვლე­ბა თვა­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტან ერთ-ერთ ორ­გა­ნოდ და რო­გორ გა­და­დის თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცია? ამა­ზე AMBEBI.GE-ს კლი­ნი­კა „ახა­ლი მზე­რას“ ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩი­ნე­ლი ექი­მი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად დას­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზი, სწო­რედ ოფ­თალ­მო­ლო­გი იყო და მას ახლა გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს.

თვა­ლი ერთ-ერ­თია იმ ორ­გა­ნო­თა­გან, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდეს, ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად ხდე­ბა მისი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის შე­ხე­ბა ატ­მოს­ფე­როს­თან, იქ, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი ვირუ­სი და ბაქ­ტე­რია. ატ­მოს­ფე­რო­სა და ორ­გა­ნიზმს შო­რის კონ­ტაქ­ტი უფრო მარ­ტი­ვად მყარ­დე­ბა არა მარ­ტო ახლა, არა­მედ ზო­გა­და­დაც ასეა - ბაქ­ტე­რი­ე­ბი ატ­მოს­ფე­რო­დან თვალ­ში ხში­რად აღ­წე­ვენ. მაგ­რამ ორ­გა­ნიზმს აქვს იმუ­ნი­ტე­ტი (დაც­ვი­თი ფუნ­ქცია) კერ­ძოდ, ცრემ­ლი შე­ი­ცავს ისეთ კომ­პო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ბაქ­ტე­რი­ებს უვ­ნე­ბელ­ყოფს და აღარ აძ­ლევს ორ­გა­ნიზ­მში გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ის ახა­ლი შტა­მი, რომ­ლის მი­მარ­თაც ჯერ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ არის ის სა­ში­ში.

- ბაქ­ტე­რია თვა­ლი­დან ორ­გა­ნიზ­მში რა გზით ხვდე­ბა?

- თვა­ლი­დან საც­რემ­ლე არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­დის ჯერ ცხვირ­ში, შემ­დეგ ცხვირ-ხა­ხა­ში, რის შემ­დე­გაც ბაქ­ტე­რია ფილ­ტვებ­ში ინაც­ვლებს და გარ­თუ­ლე­ბის სა­ხით იძ­ლე­ვა პნევ­მო­ნი­ას (ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას).

"თვა­ლი­დან საც­რემ­ლე არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­დის ჯერ ცხვირ­ში, შემ­დეგ ცხვირ-ხა­ხა­ში, რის შემ­დე­გაც ბაქ­ტე­რია ფილ­ტვებ­ში ინაც­ვლებს და გარ­თუ­ლე­ბის სა­ხით იძ­ლე­ვა პნევ­მო­ნი­ას - ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას"

- რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, დად­გე­ნა, ბაქ­ტე­რია, თუნ­დაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ანს თვა­ლი­დან გა­და­ე­დო თუ სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან (ცხვი­რი, პირი)?

- "ეს ვირუ­სი ჯერ ძა­ლი­ან ახა­ლია და მისი შეს­წავ­ლა, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ნამ ჯერ კი­დევ კვლე­ვის პრო­ცე­სია, მა­ნამ­დე ამის სა­ხა­სი­ა­თო ნიშ­ნად, თვა­ლი­დან არის თუ არა ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს თვა­ლე­ბის სი­წით­ლე - კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი (ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა). თუ და­ა­ვა­დე­ბა კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტით და­ი­წყო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე ვთქვათ, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და თვა­ლი­დან. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე, რად­გა­ნაც ჯერ ძნე­ლია ამის მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით თქმა.

ამი­ტომ, რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ხელი არ უნდა მო­ვი­კი­დოთ სა­ხე­ზე, მათ შო­რის, თვალ­ზე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხე­ლით მე­ქა­ნი­კუ­რად გა­დაგ­ვაქვს თვალ­ში ვირუ­სი", - გვე­უბ­ნე­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გი და გვირ­ჩევს: "თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­როს­თან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით დიდი დო­ზით ურ­თი­ერ­თო­ბენ, ის დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებ­ში თვა­ლის სიმ­შრა­ლემ მო­ი­მა­ტა. კომ­პი­უ­ტერ­თან, სმარ­ტფო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ხდე­ბა თვა­ლის გა­მოშ­რო­ბა. გა­მომშრალ თვალ­ში კი ატ­მოს­ფე­როს­თან შე­ხე­ბი­სას თვა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი მა­ტუ­ლობს. ამ დროს რაც შე­მიძ­ლია, თქვენს მკი­თხველს ვურ­ჩიო, ისაა, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ თვა­ლის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წვე­თე­ბი სწო­რედ იმის­თვის, რომ თვა­ლი მუდ­მი­ვად იყოს და­ტე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი".

ოფ­თალ­მო­ლო­გის თქმით, "დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც ბევ­რჯერ ჩა­ვიწ­ვე­თებთ მას, მით უკე­თე­სია - შე­ზღუდ­ვა არ აქვს. ეს იგი­ვეა, რო­დე­საც ექი­მე­ბი სი­თხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გას­ცე­მენ ხოლ­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ არ გა­მოშ­რეს პი­რის ღრუ, ასე­ვეა თვა­ლიც.

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზის მომ­ხმა­რებ­ლებ­მაც. უფრო მკაც­რად უნდა და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი ლინ­ზე­ბის ჩას­მი­სა და ამო­ღე­ბის დროს. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ გლა­უ­კო­მით და­ა­ვა­დე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მაც, ვი­ნა­ი­დან მათ ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ ერთ ან მეტ­ჯერ ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი წვე­თე­ბის ჩაწ­ვე­თე­ბა. ამი­ტომ ჩაწ­ვე­თე­ბის წინ სა­გულ­და­გუ­ლოდ უნდა და­ი­ბა­ნონ საპ­ნით ხე­ლე­ბი. ზო­გა­დად კი, რა­საც ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ყო­ველ­წუ­თი­ე­რად გვახ­სე­ნე­ბენ, მეც იგი­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ: მუდ­მი­ვად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი საპ­ნით, და­ი­მუ­შა­ვეთ ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რით და დარ­ჩით სახ­ლში. #გა­წყვი­ტეთ­ჯაჭ­ვი - ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ", - აღ­ნიშ­ნავს ოფ­თალ­მო­ლო­გი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები

როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები

მას მერე, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მუდმივად გაისმის რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გავრცელების საფრთხეები. ერთ-ერთი რეკომენდაციით, ხელი არ უნდა მივიტანოთ თვალებთან, რადგანაც შესაძლოა, თვალიდან ორგანიზმში ვირუსის გადატანა მოხდეს.

რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი, რატომ ითვლება თვალი ამ დაავადების გადამტან ერთ-ერთ ორგანოდ და როგორ გადადის თვალიდან ორგანიზმში ინფექცია? ამაზე AMBEBI.GE-ს კლინიკა „ახალი მზერას“ ექიმი-ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი ესაუბრება:

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩინელი ექიმი, რომელმაც პირველად დასვა კორონავირუსის დიაგნოზი, სწორედ ოფთალმოლოგი იყო და მას ახლა გმირის წოდება მიანიჭეს.

თვალი ერთ-ერთია იმ ორგანოთაგან, საიდანაც შეიძლება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, ვინაიდან მუდმივად ხდება მისი ლორწოვანი გარსის შეხება ატმოსფეროსთან, იქ, სადაც გავრცელებულია მრავალი ვირუსი და ბაქტერია. ატმოსფეროსა და ორგანიზმს შორის კონტაქტი უფრო მარტივად მყარდება არა მარტო ახლა, არამედ ზოგადადაც ასეა - ბაქტერიები ატმოსფეროდან თვალში ხშირად აღწევენ. მაგრამ ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი (დაცვითი ფუნქცია) კერძოდ, ცრემლი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ბაქტერიებს უვნებელყოფს და აღარ აძლევს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას. თუმცა მოგეხსენებათ, კორონავირუსი არის ის ახალი შტამი, რომლის მიმართაც ჯერ ადამიანის ორგანიზმს იმუნიტეტი არ აქვს გამომუშავებული. სწორედ ამიტომ არის ის საშიში.

- ბაქტერია თვალიდან ორგანიზმში რა გზით ხვდება?

- თვალიდან საცრემლე არხის საშუალებით გადადის ჯერ ცხვირში, შემდეგ ცხვირ-ხახაში, რის შემდეგაც ბაქტერია ფილტვებში ინაცვლებს და გართულების სახით იძლევა პნევმონიას (ფილტვების ანთებას).

"თვალიდან საცრემლე არხის საშუალებით გადადის ჯერ ცხვირში, შემდეგ ცხვირ-ხახაში, რის შემდეგაც ბაქტერია ფილტვებში ინაცვლებს და გართულების სახით იძლევა პნევმონიას - ფილტვების ანთებას"

- რამდენად შეიძლება ამის დიაგნოსტირება, დადგენა, ბაქტერია, თუნდაც ახალი კორონავირუსი ადამიანს თვალიდან გადაედო თუ სასუნთქი გზებიდან (ცხვირი, პირი)?

- "ეს ვირუსი ჯერ ძალიან ახალია და მისი შესწავლა, მასზე დაკვირვება სამეცნიერო წრეებში ახლა მიმდინარეობს. სანამ ჯერ კიდევ კვლევის პროცესია, მანამდე ამის სახასიათო ნიშნად, თვალიდან არის თუ არა ვირუსი გავრცელებული, შეიძლება ჩაითვალოს თვალების სიწითლე - კონიუქტივიტი (ლორწოვანი გარსის ანთება). თუ დაავადება კონიუქტივიტით დაიწყო, შესაძლებელია, ვარაუდის დონეზე ვთქვათ, რომ დაინფიცირება მოხდა თვალიდან. თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე, რადგანაც ჯერ ძნელია ამის მტკიცებითი ფორმით თქმა.

ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ხელი არ უნდა მოვიკიდოთ სახეზე, მათ შორის, თვალზე, ეს ნიშნავს იმას, რომ დაბინძურებული ხელით მექანიკურად გადაგვაქვს თვალში ვირუსი", - გვეუბნება ოფთალმოლოგი და გვირჩევს: "თვითიზოლაციის გამო ადამიანები სამყაროსთან ინტერნეტის საშუალებით დიდი დოზით ურთიერთობენ, ის დღეს კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების აუცილებელი საშუალებაა. ამიტომ ადამიანებში თვალის სიმშრალემ მოიმატა. კომპიუტერთან, სმარტფონებთან ურთიერთობისას ხდება თვალის გამოშრობა. გამომშრალ თვალში კი ატმოსფეროსთან შეხებისას თვალის დაინფიცირების შანსი მატულობს. ამ დროს რაც შემიძლია, თქვენს მკითხველს ვურჩიო, ისაა, რომ გამოიყენონ თვალის დამატენიანებელი წვეთები სწორედ იმისთვის, რომ თვალი მუდმივად იყოს დატენიანებული".

ოფთალმოლოგის თქმით, "დღის განმავლობაში რაც ბევრჯერ ჩავიწვეთებთ მას, მით უკეთესია - შეზღუდვა არ აქვს. ეს იგივეა, როდესაც ექიმები სითხის მიღებასთან დაკავშირებით გასცემენ ხოლმე რეკომენდაციას, რომ არ გამოშრეს პირის ღრუ, ასევეა თვალიც.

ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ კონტაქტური ლინზის მომხმარებლებმაც. უფრო მკაცრად უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები ლინზების ჩასმისა და ამოღების დროს. მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ გლაუკომით დაავადებულმა პაციენტებმაც, ვინაიდან მათ ყოველდღიურად უწევთ ერთ ან მეტჯერ ჰიპერტენზიული წვეთების ჩაწვეთება. ამიტომ ჩაწვეთების წინ საგულდაგულოდ უნდა დაიბანონ საპნით ხელები. ზოგადად კი, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები ყოველწუთიერად გვახსენებენ, მეც იგივეს გავიმეორებ: მუდმივად დაიბანეთ ხელები საპნით, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით და დარჩით სახლში. #გაწყვიტეთჯაჭვი - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - აღნიშნავს ოფთალმოლოგი.

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?