ავტორი:

"სიგარეტის ან საკვების სანაცვლოდ პაციენტებს ტუალეტს და ეზოს ასუფთავებინებენ" - ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც ძალადობა და უხეში მოპყრობა გამოვლინდა

"სიგარეტის ან საკვების სანაცვლოდ პაციენტებს ტუალეტს და ეზოს ასუფთავებინებენ" - ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც ძალადობა და უხეში მოპყრობა გამოვლინდა

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლინდა პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეში მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, შრომითი ექსპლუატაცია, - ამის შესახებ „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პერსონალი სიგარეტის ან საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ, ანაზღაურების გარეშე იყენებს პაციენტების შრომას.

"ბათუმის სამედიცინო ცენტრის" ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტის დროს, მონიტორინგის ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა წლების მსგავსად, დაწესებულებაში ადგილი აქვს პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას, რაც დაწესებულების დირექტორმაც დაადასტურა და მონიტორინგის ჯგუფმაც შენიშნა. რაც შეეხება "ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს", სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ვიზიტის დროს პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ზემოაღნიშნულის გარდა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გამოავლინა პაციენტების შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. "ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პერსონალი სიგარეტის ან საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ, ანაზღაურების გარეშე იყენებს პაციენტების/ბენეფიციარების შრომას. ზოგიერთი პაციენტი/ბენეფიციარი ასუფთავებს ტუალეტს, ეზოს, ეხმარება პერსონალს სხვა პაციენტის მოვლაში, ასევე აღგზნებული პაციენტის ფიზიკურ შეზღუდვაში და საჭმელი მიაქვს სამზარეულოდან განყოფილებაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა წარმოადგენს მათი შრომის ექსპლუატაციას, რადგან ერთი მხრივ, ალტერნატივის სახით, პაციენტებისთვის სტაციონარში არ არის სხვა შინაარსიანი და თერაპიული საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, პაციენტები/ბენეფიციარები იძულებულნი არიან დათანხმდნენ ამ სამუშაოების შესრულებას, საკვების და სიგარეტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად," - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ "ბათუმის სამედიცინო ცენტრსა" და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, პერსონალის არასაკმარისი მეთვალყურეობის პირობებში, ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს, რომელთა დროსაც, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები ადგებათ.

გარდა ამისა, ანგარიშში საბუარია პაციენტების მიმარ მედიკამენტების ზედოზირებად გამოყენების შემთხვევებზეც.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში" პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ზედოზირებულად გამოყენება, როგორც დაწესებულებაში მიღებისას, სწრაფი ტრანკვილიზებისა და სედაციის მიზნით (არათერაპიული მიზნით), ასევე შემდგომ პერიოდში, მედიკამენტური მკურნალობის დროს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ზედოზირების შემთხვევად შესაძლებელია მივიჩნიოთ შემთხვევა, როდესაც ერთი ანტიფსიქოზური მედიკამენტის მაქსიმალური თერაპიული დოზა გამოიყენება მეორე ანტიფსიქოზური მედიკამენტის საშუალო ან თუნდაც მინიმალურ თერაპიულ დოზასთან ერთად. მედიკამენტების ასეთი კომბინაცია სახიფათოა და შესაძლებელია ფატალური შედეგითაც დასრულდეს,“ - ნათქვამია ანგარიშში.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულთა რიცხვი 134 -მდე გა­ი­ზარ­და

დღის განმავლობაში ინფექციური კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა