პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“  ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“  ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს

„ნა­ტახ­ტა­რის“ მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ეფეს სა­ქარ­თვე­ლო“, სა­კუ­თა­რი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ახა­ლი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, 150 ათა­სი ლა­რის და­ხარ­ჯვას გეგ­მავს.

რო­გორ აპი­რებს კომ­პა­ნია ამ თან­ხის და­ხარ­ჯვას?

STOPCOV ფონდს კომ­პა­ნია ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბით ეხ­მა­რე­ბა;

ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს (მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ახალ­გაზ­რდებს) კომ­პა­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უდ­გას გვერ­დში და უზ­რუნ­ველ­ყოფს:

ფსი­ქო­ლო­გის ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, ბი­ნის ქი­რის გა­და­სა­ხადს,აუ­ცი­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს, დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნათ­ლე­ბის­მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბელ რე­სურ­სებს. ასე­ვე, ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას უწევს მათ, ვინც სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა.გარ­და ამი­სა, ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მუდ­მი­ვად აწ­ვდის სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა: კომ­პა­ნი­ამ ორი თვის მა­რა­გი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი მი­ა­წო­და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრს

ლი­მო­ნა­თით მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბა: კომ­პა­ნი­ამ გან­სა­ზღვრა ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი და მათი გა­ხა­რე­ბის მიზ­ნით, ლი­მო­ნათს უგ­ზავ­ნის სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ფონ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი არი­ან 70+ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, ასე­ვე კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ექი­მე­ბი.

„ეფეს სა­ქარ­თვე­ლო“ ით­ვა­ლის­წი­ნებს რა მთავ­რო­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, 16 მარ­ტი­დან გა­და­სუ­ლია დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვით გა­ნაგ­რძობს მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას.კომ­პა­ნი­ას სჯე­რა, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­სა და მთავ­რო­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნას ვირუ­სის დაძ­ლე­ვა­ში და ჯანმთე­ლო­ბას უსურ­ვებს ყვე­ლა თა­ვის თა­ნამ­შრო­მელს, პარტნი­ორ­სა თუ მომ­ხმა­რე­ბელს და მთელს მსოფ­ლი­ოს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“  ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“  ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

როგორ აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას?

STOPCOV ფონდს კომპანია ფულადი სახსრებით ეხმარება;

ფონდი ნატახტარის ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) კომპანია ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს:

ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს,აუცილებელ მედიკამენტებს, დისტანციურად განათლებისმისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, ფულად დახმარებას უწევს მათ, ვინც სამსახური დაკარგა.გარდა ამისა, ფონდის ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.

საზოგადოების მხარდაჭერა: კომპანიამ ორი თვის მარაგი სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს

ლიმონათით მოწყვლადი ჯგუფების გახალისება: კომპანიამ განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და მათი გახარების მიზნით, ლიმონათს უგზავნის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით. აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები არიან 70+ ასაკის ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე კარანტინში მყოფი ადამიანები და ჩვენი საამაყო ექიმები.

„ეფეს საქართველო“ ითვალისწინებს რა მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, 16 მარტიდან გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას.კომპანიას სჯერა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება დაეხმარება ქვეყანას ვირუსის დაძლევაში და ჯანმთელობას უსურვებს ყველა თავის თანამშრომელს, პარტნიორსა თუ მომხმარებელს და მთელს მსოფლიოს.

R

aptiaqi.ge–მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო

გერმანულმა კომპანია "დენკ ფარმამ" ინფექციურ საავადმყოფოს ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებები გადასცა

დისტანციური სწავლების ახალი ავტონომიური პლატფორმა