მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაშია, ერთი თანამშრომელი კი, COVID 19-ის მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი
ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაშია, ერთი თანამშრომელი კი, COVID 19-ის მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მელს, COVID 19-ის მიმ­ღებ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან. რო­გორც “ინ­ტერ­პეს­ნი­უსს” ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა ნინო ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კის სამ თა­ნამ­შრო­მელს შე­ხე­ბა ჰქონ­და პა­ცი­ენ­ტთან, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ორი მათ­გა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, ხოლო ერთ-ერთი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და­უ­ფიქ­სირ­და, კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მისი ტეს­ტის პა­სუ­ხი დღეს სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

„რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაგ­ვი­კავ­შირ­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და ამ­ბო­ლა­ტო­რი­უ­ლად, პი­რად ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე, და­უ­დას­ტურ­და covid 19. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ტო­კო­ლის და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვით, ყვე­ლა ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ეს გახ­ლავთ 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი - 2 ექი­მი და 1 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც შე­ხე­ბა და კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ამ პა­ცი­ენ­ტთან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ კონ­ტაქ­ტის დროს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მა, მა­ინც გა­დაყ­ვა­ნი­ლია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში. 2 ექი­მის მდგო­მა­რე­ო­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ და გა­ნაგ­რძო­ბენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმს და თავს გრძნო­ბენ კარ­გად, ხოლო ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნა ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა რა­ი­მე სიმპტო­მი არ ყო­ფი­ლა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გა­დაყ­ვა­ნი­ლია covid 19-ის მიმ­ღებ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი. ჩვენც ვე­ლო­დე­ბით ტეს­ტის პა­სუხს,“- გა­ნა­ცხა­და ნინო ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად კლი­ნი­კა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

„ჩვენ არა მარ­ტო ამ შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, არა­მედ მა­ნამ­დეც ყო­ველ­დღი­უ­რად პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით, და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით მუდ­მი­ვად ვახ­დენ­დით სა­დე­ზინ­ფექ­ციო და­მუშ­ვე­ბას კლი­ნი­კის და ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას სრუ­ლი დატ­ვირ­თვით,“-აცხა­დებს ნინო ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაშია, ერთი თანამშრომელი კი, COVID 19-ის მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი

ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაშია, ერთი თანამშრომელი კი, COVID 19-ის მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი

ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელს, COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაში აკვირდებიან. როგორც “ინტერპესნიუსს” ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილმა განუცხადა, კლინიკის სამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. ორი მათგანი თვითიზოლაციაში, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ტესტის პასუხი დღეს საღამოს იქნება ცნობილი.

„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა ამბოლატორიულად, პირად ექიმთან ვიზიტზე, დაუდასტურდა covid 19. შესაბამისად, პროტოკოლის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ყველა ის თანამშრომელი და ეს გახლავთ 3 თანამშრომელი - 2 ექიმი და 1 ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომელსაც შეხება და კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტთან, მიუხედავად იმისა,რომ კონტაქტის დროს უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა, მაინც გადაყვანილია თვითიზოლაციის რეჟიმში. 2 ექიმის მდგომარეობა არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ და განაგრძობენ თვითიზოლაციის რეჟიმს და თავს გრძნობენ კარგად, ხოლო ერთ-ერთ თანამშრომელი, რომელსაც აღენიშნა ტემპერატურის მომატება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაიმე სიმპტომი არ ყოფილა გამოვლენილი, გადაყვანილია covid 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაში და ჩაუტარდა ტესტი. ჩვენც ველოდებით ტესტის პასუხს,“- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

„ჩვენ არა მარტო ამ შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, არამედ მანამდეც ყოველდღიურად პროტოკოლის დაცვით, დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით მუდმივად ვახდენდით სადეზინფექციო დამუშვებას კლინიკის და ვაგრძელებთ მუშაობას სრული დატვირთვით,“-აცხადებს ნინო ქოჩორაშვილი.

"პაციენტები, COVID-19-ის მსუბუქი ფორმით, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში"

როგორ შეხვდა გამოწვევებს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი „სხივი“

COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"