ვირუსმა COVID-19 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოში და მთელს მსოფლიოში. გამოწვევები კი სასწავლო პროცესზეც აისახა.
ბევრი სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება უკვე გადავიდა ონლაინ პლატფორმაზე. ერთ-ერთი მათგანია ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი”, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრულად გადაეწყო სწავლების ონლაინ ფორმაზე და გასულ წლებში მათ მიერ აპრობირებული ონლაინ სწავლებისა და მოსწავლეთა ინტეგრირების მეთოდები აქტიურად დანერგა.
„ჩვენ უკვე მრავალი წელია აქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროგრამებში ონლაინ სწავლების მეთოდს , რაც გამოიხატებოდა მოსწავლის შინ სწავლების რეჟიმზე გადასვლით. გვქონია შემთხვევა, როცა მოსწავლე ვერ ცხადდებოდა სკოლაში, რადგან საჭიროებდა მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და სწორედ ამ ფორმით ვრთავდით მათ სასწავლო პროცესში. ჩვენი გამართული ონლაინ პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მშობლებსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო რეჟიმში და ყოველივე ეს დაგვეხმარა მარტივად მოგვეხდინა ადაპტაცია და მზად შევხვედროდით გამოწვევებს“, - აღნიშნავს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ეკა ჩიქობავა.
ამ პერიოდში სკოლისათვის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტია სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებაა, რაც წარმოუდგენელია პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების შეთანხმებული მუშაობის გარეშე, ეს თავის მხრივ მოითხოვს, იმ რესურსების გამოყენებას რასაც რეალურად ფლობს ქართულ-გერმანული სკოლა. კერძოდ: თანმიმდევრული სასწავლო პროცესისა და აქტივობების უზრუნველსაყოფად, თითოეული მასწავლებლისა და კლასისათვის განისაზღვრა კონკრეტული გეგმა,სიხშირე და ხანგრძლივობა.
სკოლა იყენებს როგორც არსებულ რესურსს - ელექტრონულ ჟურნალს (sxivi.edupage.org), ასევე დამხმარე ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აპლიკაციებს, (zoom) რომლის დახმარებითაც ვახორციელებთ ონლაინ კომუნიკაციასა და უკუკავშირს.(მოსწავლეებთან და მშობლებთან)
სხვადასხვა საგნის სწავლებისას, აქტიურად ვიყენებთ გრაფიკულ პროგრამებს და სკოლის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს (პრეზენტაციები, ტესტები- Easy Quizzy და ა.შ)
ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს დირექციას, თავიდან აირიდოს მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო პროცესისაგან, მით უფრო,რომ სასწავლო პროცესის უწყვეტობას, შედეგზე გასვლისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყოველივე აღნიშნული, საშუალებას აძლევს სკოლას,სამომავლოდ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.
აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც,მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა ვითარებამ სრულიად შეცვალა სასწავლო პროცესი, „სხივი“ ცდილობს შეინარჩუნოს ის ტრადიციები რაზეც დგას ჩვენი სკოლის წარმატება. დაწყებული ორშაბათის საერთო შეკრებით, რომელიც ეხლა ვირტუალურ რეალობაში გადავიდა, ჰიმნის შესრულებით და სხვა იმ გუნდური საქმიანობით, რომელიც სკოლას, როგორც ერთიან ორგანიზმს ქმნის. სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველდღიურად აქტიურად მუშაობენ Online რეჟმში; ქმნიან და ნერგავენ სწავლა-სწავლების თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლების ეფექტიანობისათვის, ასევე სკოლის თითოეული თანამშრომლის მოტივაციისათვის, მნიშვნელოვანია მშობელთა მხარდაჭერა, რაც ნათლად ჩანს, სწავლების პროცესში ჩართულობითა და უკუკავშირით. ეს კი მაგალითია იმისა, თუ როგორ უმკლავდება სკოლა მიმდინარე გამოწვევებს და როგორ ერთ გუნდად მუშაობს სკოლა და ოჯახი მოცემულ სიტუაციაში.
#დარჩისახლში
#ისწავლედაასწავლედისტანციურად