სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი
"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

პარ­ტია "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლის" წევ­რი ირაკ­ლი ღლონ­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს, რა დრო­საც სა­მარ­თა­დამ­ცვე­ლებ­მა მამა-შვი­ლი დის­ტან­ცი­ის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­ჯა­რი­მეს:

"გან­ზრახ თავს ვი­კა­ვებ­დი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვე­ლო­დე­ბო­დი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ადეკ­ვა­ტურ და სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას !

ლადო აბ­სან­ძე არის ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, კაცი, ვის­გა­ნაც ბევ­რი მა­გა­ლი­თი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­სად­მი, სა­კუ­თა­რი ერი­სად­მი უან­გა­რო პა­ტი­ვის­ცე­მის და კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბის. ეს კაცი, 30 მარტს, ღია ცის ქვეშ, ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­ა­ჯა­რი­მეს 3000 ლა­რით, მხო­ლოდ იმ სა­ფუძ­ვლით, რომ შვილ­თან ერ­თად სახ­ლი­დან გა­ვი­და და მა­ღა­ზი­ის წინ მორ­ჩი­ლად ელო­დე­ბო­და თა­ვის რიგს.

30 მარტს ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა პო­ლი­ცი­ას, უფრო მე­ტიც, სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რია დის­ტან­ცი­ის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ვა­კის­როთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ერთ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემი გა­ო­ცე­ბა და კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან უტაქ­ტო­ბამ, უცო­დი­ნა­რო­ბამ და თავ­ხე­დო­ბამ და ახლა, როცა იმის ნაც­ვლად, რომ გა­უქ­მდეს ოქმი და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ ამ ღირ­სე­ულ კაცს, პო­ლი­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია მა­ს­მე­დი­ას­თან ავ­რცე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მოქ. აბ­სან­ძე არ და­ე­მორ­ჩი­ლა მი­თი­თე­ბას და ამის შემ­დეგ შედ­გა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი, რაც ვერც იუ­რი­დი­უ­ლი და ვერც ლო­გი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ვერ უძ­ლებს კრი­ტი­კას.

მივ­მარ­თავ შს მი­ნისტრს, მეს­მის, რომ ახლა რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ მო­გი­წო­დებთ, და­უ­ყო­ნებ­ლივ აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მოქ. ლადო აბ­სან­ძის მი­მართ და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქ­ნან მი­ცე­მუ­ლი პო­ლი­ცი­ის მუნ­დირს ამო­ფა­რე­ბუ­ლი უტაქ­ტო "მოძ­ველ­ბი­ჭო" პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი დარ­ღვე­ვის გა­და­ფარ­ვის მიზ­ნით მზად არი­ან იც­რუ­ონ, ღირ­სე­ბა შე­უ­ლა­ხონ კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქეს და პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა და­აბ­რა­ლონ !

და­უ­ყო­ნებ­ლივ გახ­სე­ნით ვი­დეო კა­მე­რე­ბი და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეთ ლადო აბ­სან­ძეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას! მი­ნის­ტრო, უზ­რუნ­ველ­ყა­ვით პო­ლი­ცი­ელ­თა სწო­რად დატ­რე­ნინ­გე­ბა, რომ უკა­ნო­ნოდ არ მოხ­დეს სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­კის­რე­ბა" - წერს ღლონ­ტი.

რო­გორც "რა­დიო ათი­ნათ­თან" სა­უბ­რი­სას ლადო აბ­სან­ძემ აღ­ნიშ­ნა, სრულ­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად იდგა მა­ღა­ზი­ის რიგ­ში, რა დრო­საც და­ა­ჯა­რი­მეს:

"გუ­შინ ვი­ყა­ვი სა­სა­მარ­თლო­ში და გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს სამ­მარ­თვე­ლო­ში. იქ მი­თხრეს დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­თო და გან­ცხა­დე­ბა მე­ი­ლით შე­მო­ი­ტა­ნე­თო, მაგ­რამ შე­ფერ­ხე­ბა იყო და ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. მერე აქეთ დაგ­ვი­რე­კეს და მი­თხრეს სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­გე­სა­უბ­რე­ბით და ასე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ თქვე­ნი საქ­მეო. წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს რა­ტომ გა­ა­კე­თეს ეს, რო­გორც იუ­რის­ტე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რებ­ზე არ მოქ­მე­დებს დის­ტან­ცი­ის მო­თხოვ­ნა" - უთხრა რა­დიო "ათი­ნათს" აბ­სან­ძემ.

შს სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ლადო აბ­სან­ძეს და მის სრულ­წლო­ვან შვილს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის წე­სის დაც­ვის­კენ არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ და ჯა­რი­მა სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­მო­უ­წე­რეს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----------
32

გეტანხმებიტაბოლიტურად, ცოლქმარი და ზოგადა ოჯახი ერტად წევს და რიგსჰი რატომ უნდა დააჯარიმო რა უაზრობააა

ღლონტო
20

მეგობარს და ნაცნობს კი ნუ დაუდგები გარანტად...კანონს დაუხექი.ორი კაცი ერთ საქმეზე იდგა რიგში? მაგას ოჯახშიც არ დაგიჯერებენ...პოლიციას ნომერი აწერი.ქვითრის ნომერი დადე და ვნახოთ.არავის არ ჯერა შენი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

პარტია "კანონი და სამართალის" წევრი ირაკლი ღლონტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რა დროსაც სამართადამცველებმა მამა-შვილი დისტანციის დარღვევისთვის დააჯარიმეს:

"განზრახ თავს ვიკავებდი ამ საქმესთან დაკავშირებით და ველოდებოდი პოლიციის მხრიდან ადეკვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას !

ლადო აბსანძე არის ჩემი უფროსი მეგობარი, კაცი, ვისგანაც ბევრი მაგალითი მაქვს მიღებული ქვეყნისადმი, საკუთარი ერისადმი უანგარო პატივისცემის და კანონმორჩილების. ეს კაცი, 30 მარტს, ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმეს 3000 ლარით, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შვილთან ერთად სახლიდან გავიდა და მაღაზიის წინ მორჩილად ელოდებოდა თავის რიგს.

30 მარტს ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა პოლიციას, უფრო მეტიც, სრულიად ალოგიკურია დისტანციის დაცვის ვალდებულება დავაკისროთ პირებს, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ.

ყველაზე მეტად ჩემი გაოცება და კრიტიკა გამოიწვია პოლიციელთა მხრიდან უტაქტობამ, უცოდინარობამ და თავხედობამ და ახლა, როცა იმის ნაცვლად, რომ გაუქმდეს ოქმი და ბოდიში მოუხადონ ამ ღირსეულ კაცს, პოლიციის ადმინისტრაცია მასმედიასთან ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს მოქ. აბსანძე არ დაემორჩილა მითითებას და ამის შემდეგ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რაც ვერც იურიდიული და ვერც ლოგიკური თვალსაზრისით ვერ უძლებს კრიტიკას.

მივმართავ შს მინისტრს, მესმის, რომ ახლა რთულ მდგომარეობაშია ქვეყანა, მაგრამ მოგიწოდებთ, დაუყონებლივ აღდგეს სამართლიანობა მოქ. ლადო აბსანძის მიმართ და პასუხისგებაში იქნან მიცემული პოლიციის მუნდირს ამოფარებული უტაქტო "მოძველბიჭო'' პირები, რომლებიც საკუთარი დარღვევის გადაფარვის მიზნით მზად არიან იცრუონ, ღირსება შეულახონ კანონმორჩილ მოქალაქეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა დააბრალონ !

დაუყონებლივ გახსენით ვიდეო კამერები და ბოდიში მოუხადეთ ლადო აბსანძეს და საზოგადოებას! მინისტრო, უზრუნველყავით პოლიციელთა სწორად დატრენინგება, რომ უკანონოდ არ მოხდეს სოლიდური ჯარიმების მოქალაქეებისთვის დაკისრება" - წერს ღლონტი.

როგორც "რადიო ათინათთან" საუბრისას ლადო აბსანძემ აღნიშნა, სრულწლოვან შვილთან ერთად იდგა მაღაზიის რიგში, რა დროსაც დააჯარიმეს:

"გუშინ ვიყავი სასამართლოში და გადამამისამართეს სამმართველოში. იქ მითხრეს დისტანციურად ვმუშაობთო და განცხადება მეილით შემოიტანეთო, მაგრამ შეფერხება იყო და ვერ მოვახერხეთ. მერე აქეთ დაგვირეკეს და მითხრეს სკაიპის საშუალებით გაგესაუბრებით და ასე უნდა განვიხილოთ თქვენი საქმეო. წარმოდგენა არ გვაქვს რატომ გააკეთეს ეს, როგორც იურისტები მეუბნებიან ოჯახის წევრებზე არ მოქმედებს დისტანციის მოთხოვნა" - უთხრა რადიო "ათინათს" აბსანძემ.

შს სამინისტროში მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცავებმა სოციალური დისტანციის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ და ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გამოუწერეს.

"არ ვიცი, რა მოხდა, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა..." - ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი გარდაიცვალა

"რატომ გინდათ ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე წირვის გარეშე დარჩეს? ღმერთმა არ ქნას, მაშინ ნახეთ განსაცდელი" - პეტრე კოლხი

"კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება, თუ უნდა ვკვდებოდე?" - რას წერს ორსული, რომელმაც "კომენდანტის საათის" გამო, წამლის ყიდვა ვერ შეძლო