საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის მიმართვა
"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის მიმართვა

მას­პინ­ძლო­ბის სკო­ლა "ლე როშე“-ს რექ­ტო­რის კარ­ლოს დიეზ დე ლას­ტრას და ტუ­რიზ­მის და გას­ტრო­ნო­მი­ის აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, "ლე როშე“-ს პარტნი­ო­რის მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვას მი­მარ­თვა:

"ამ კრი­ზის­მა მე რა­ღაც შე­უ­ფა­სე­ბე­ლი მო­მი­ტა­ნა, კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა და გა­მი­ჩი­ნა სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა, რომ მაქვს პა­ტი­ვი, მი­ვე­კუთ­ვნე­ბო­დე ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია!

ის, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­კე­თა, ძა­ლი­ან ბევ­რმა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ ვერ შეძ­ლო. ყვე­ლა ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის!

ეს სლო­გა­ნი მა­შინ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ვერ­თი­ან­დით. ახლა ეს ფრა­ზა კი­დევ უფრო მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

ჩვენ ახლა ერ­თმა­ნე­თის­თვის ძალა და და­საყ­რდე­ნი ვართ, ისევ და ისევ ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­სა­ჭე­რად. ძა­ლი­ან მე­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი კერ­ძო სექ­ტო­რი­დან უსა­ზღვროდ დიდ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ ჩვენ ქვე­ყა­ნას.

უმი­ზე­ზოდ არა­ფე­რი ხდე­ბა და ნე­ბის­მი­ერ კრი­ზის­ში კარ­გად ვლინ­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ მთელ მსოფ­ლი­ოს და­ვა­ნახ­ვებთ, რა შეგვძლე­ბია ერ­თი­ა­ნო­ბით. და ეს მუხ­ტი მო­მა­ვალ­შიც გაგ­ვყვე­ბა.

ახლა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბაა. ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ ეპი­დე­მი­ის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა. მალე კი ეპი­დე­მი­ის შემ­დგო­მი ეტა­პი დად­გე­ბა, და ეს სხვა გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა - ეკო­ნო­მი­კა.

ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან დიდი სტრე­სის ქვეშ არის, თუმ­ცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ევ­რო­კავ­შირ­მა, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ყო თან­ხე­ბი, რო­გორც სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კე­ბის­თვის ხელ­შე­სა­წყო­ბად, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვი­საც.

COVID-19 გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტორ­ზე. ბევ­რმა სხვა­მაც მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ხუ­რონ ან მკვეთ­რად შეც­ვა­ლონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნესპრო­ფი­ლი, მათი თე­მი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად.

ბიზ­ნე­სი არ უნდა გა­ჩერ­დეს. რისი გა­დას­ვლაც შე­იძ­ლე­ბა ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა­ზე, სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­ვი­დეს.

დღეს უნდა დავ­რჩეთ სახ­ლში, მოგ­ზა­უ­რო­ბა ხვა­ლის­თვის გა­დავ­დოთ, მაგ­რამ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ ხვა­ლინ­დე­ლი დღის შე­სახ­ვედ­რად, რას გა­ვა­კე­თებთ, რო­გორ და­ვეხ­მა­რე­ბით ტუ­რიზ­მის სფე­როს, რომ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ერთი-ერთი მთა­ვა­რი გამ­წე­ვი ძალა ფეხ­ზე დად­გეს.

და ჩვენ ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვი­ვა!

ჩვენ - ტუ­რიზ­მის და გას­ტრო­ნო­მი­ის აკა­დე­მია მთე­ლი ჩვე­ნი ლო­კა­ლუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დით და ექ­სპერ­ტე­ბით, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, მზად ვართ, ჩა­ვერ­თოთ პრო­ცეს­ში და და­ვეხ­მა­როთ სა­ხელ­მწი­ფოს, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ა­ნის­ტარ­ცი­ას, კერ­ძო სექ­ტორს, რათა ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვი­დეთ ქვე­ყა­ნა­ში და მთელ პლა­ნე­ტა­ზე შექ­მნი­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან.

ჩვენ გვაქვს შან­სი, ეს კრი­ზი­სი გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სა­ქარ­თვე­ლოს როლი გავ­ზარ­დოთ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით.

გან­ვა­ვი­თა­როთ ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბა, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, გავ­ხა­დოთ სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჰაბი რე­გი­ონ­ში, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის გული შე­რე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი­თაა სავ­სე. ერ­თის მხრივ, ის ბუ­ნებ­რი­ვი წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვაქვს ამ გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­ი­თხოვს თი­თე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­გან მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბას, რათა შევ­ძლოთ, გა­დავ­ლა­ხოთ შფოთ­ვა, ღელ­ვა, შიში, სი­მარ­ტო­ვე და დარ­დი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო.

მე­ო­რეს მხრივ, ეს ღრმა და და­ძა­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ძლი­ე­რი გრძნო­ბა, სულ­გრძე­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა თი­თე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მხრი­დან, კი­დევ უფრო მეტ ოპ­ტი­მიზმს მაძ­ლევს, რომ ჩვენ შევ­ძლებთ, ერ­თად გა­დავ­ლა­ხოთ მსოფ­ლიო კრი­ზი­სი - ჩვე­ნი თა­ო­ბე­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვა" - ნათ­ქვა­მია მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვას მი­მარ­თვა­ში.

"ჩვენ საქ­მე გვაქვს უნი­კა­ლურ კრი­ზის­თან. თუმ­ცა ყვე­ლა ჩვენ­გან­მა, ვინც მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობს, სწავ­ლობს თუ ტრე­ნინ­გებს გა­დის, კარ­გად იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ კრი­ზის­ში იმა­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ეს ის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი დიდსუ­ლოვ­ნე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა, რომ გა­მოვ­ხა­ტოთ ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა თუნ­დაც უბ­რა­ლო სი­ტყვი­თა თუ ჟეს­ტით. ჩვენ ახლა ერ­თმა­ნე­თის­თვის ძალა და და­საყ­რდე­ნი ვართ, ისევ და ისევ ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­სა­ჭე­რად. ესაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­ცხოვ­როთ, გა­ვი­აზ­როთ და ვის­წავ­ლოთ იზო­ლა­ცი­ის ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბი­თა და საქ­მით გა­მოვ­ხა­ტოთ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის გა­მოგ­ვარ­ჩევ­და ჩვენ, ვინც ვმუ­შა­ობთ და ვსწავ­ლობთ ისეთ ინ­დუსტრი­ა­ში, რო­გო­რიც ჩვე­ნია - შექ­მნი­ლი ხალ­ხის მიერ და ხალ­ხის­თვის, იქ სა­დაც ზრუნ­ვა და ემ­პა­თია არის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი.

ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, საკ­მა­ოდ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში თუ გვეძ­ლე­ვა ამ­გვა­რი აშ­კა­რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ყოთ მხარ­და­ჭე­რის ვექ­ტო­რე­ბი სხვე­ბის­თვის. სახ­ლში - ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, სამ­სა­ხუ­რებ­ში - თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვი­ყოთ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე სი­ტყვი­ა­ნი მე­სი­ჯით მო­ვი­კი­თხოთ ისი­ნი, ვინც გაგ­ვახ­სენ­დე­ბა და ვის­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

მო­დით ვი­ყოთ მათ შო­რის, ვინც ამ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს იმ ფუნ­და­მენ­ტად, რო­მელ­ზე­დაც და­ა­შე­ნებს უფრო ჰუ­მა­ნურ, უფრო ბრძენ და აუ­ცი­ლებ­ლად უფრო პო­ზი­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მად­ლო­ბა, დიდი მად­ლო­ბა ჩემი გუ­ლი­დან თი­თე­ულ თქვენ­განს. ვი­მე­დოვ­ნებ, საკ­მა­ოდ მალე ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ხელს ჩა­მო­ვარ­თმევთ და სი­ა­მა­ყით ვი­ტყვით, რომ კრი­ზი­სი ერ­თად გა­დავ­ლა­ხეთ გა­ბე­დუ­ლად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­მოგ­ვარ­ჩევ­და ყვე­ლას ჩვენ, ვინც ლე რო­შეს ნა­წილს წარ­მო­ვად­გენთ.

გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თა­ვებს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ნა­თე­ლი სული თქვენს გუ­ლებ­ში!" - ნათ­ქვა­მია კარ­ლოს დიეზ დე ლას­ტრას მი­მარ­თვა­ში.

ავტორი:

"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის მიმართვა

"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის მიმართვა

მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის კარლოს დიეზ დე ლასტრას და ტურიზმის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის, "ლე როშე“-ს პარტნიორის მანანა უგულავას მიმართვა:

"ამ კრიზისმა მე რაღაც შეუფასებელი მომიტანა, კიდევ ერთხელ დამანახა და გამიჩინა სიამაყის გრძნობა, რომ მაქვს პატივი, მივეკუთვნებოდე ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია!

ის, რაც საქართველომ გააკეთა, ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ყველა ერთად საქართველოსთვის!

ეს სლოგანი მაშინ გამოვიყენეთ, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მასპინძლობის სექტორის განვითარებისთვის გავერთიანდით. ახლა ეს ფრაზა კიდევ უფრო მეტად აქტუალურია.

ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის ძალა და დასაყრდენი ვართ, ისევ და ისევ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ძალიან მემაყება, რომ ჩვენი პარტნიორები კერძო სექტორიდან უსაზღვროდ დიდ დახმარებას უწევენ ჩვენ ქვეყანას.

უმიზეზოდ არაფერი ხდება და ნებისმიერ კრიზისში კარგად ვლინდება შესაძლებლობა. ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახვებთ, რა შეგვძლებია ერთიანობით. და ეს მუხტი მომავალშიც გაგვყვება.

ახლა მთავარი გამოწვევა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეპიდემიის ფართოდ გავრცელება. მალე კი ეპიდემიის შემდგომი ეტაპი დადგება, და ეს სხვა გამოწვევა იქნება - ეკონომიკა.

ეკონომიკა ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის, თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოყო თანხები, როგორც საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად, ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვის ხელშესაწყობად, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისთვისაც.

COVID-19 განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მასპინძლობის სექტორზე. ბევრმა სხვამაც მიიღო გადაწყვეტილება, დახურონ ან მკვეთრად შეცვალონ თავიანთი ბიზნესპროფილი, მათი თემისა და თანამშრომლების დასაცავად.

ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს. რისი გადასვლაც შეიძლება ონლაინ მუშაობაზე, სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.

დღეს უნდა დავრჩეთ სახლში, მოგზაურობა ხვალისთვის გადავდოთ, მაგრამ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღის შესახვედრად, რას გავაკეთებთ, როგორ დავეხმარებით ტურიზმის სფეროს, რომ ჩვენი ეკონომიკის ერთი-ერთი მთავარი გამწევი ძალა ფეხზე დადგეს.

და ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა!

ჩვენ - ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია მთელი ჩვენი ლოკალური და საერთაშორისო გუნდით და ექსპერტებით, პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში და დავეხმაროთ სახელმწიფოს, ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტარციას, კერძო სექტორს, რათა ღირსეულად გამოვიდეთ ქვეყანაში და მთელ პლანეტაზე შექმნილი რთული სიტუაციიდან.

ჩვენ გვაქვს შანსი, ეს კრიზისი გამოვიყენოთ და საქართველოს როლი გავზარდოთ რეგიონის მასშტაბით.

განვავითაროთ ეროვნული წარმოება, გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, გავხადოთ საქართველო წარმატებული ჰაბი რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით.

ყველა ჩვენგანის გული შერეული ემოციებითაა სავსე. ერთის მხრივ, ის ბუნებრივი წუხილი, რომელიც ყველას გვაქვს ამ გაურკვეველ სიტუაციაში, მოითხოვს თითეული ჩვენგანისგან მაქსიმუმის გაკეთებას, რათა შევძლოთ, გადავლახოთ შფოთვა, ღელვა, შიში, სიმარტოვე და დარდი ჩვენი საყვარელი ადამიანების გამო.

მეორეს მხრივ, ეს ღრმა და დაძაბული გამოცდილება, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა, სულგრძელობა და სოლიდარობა თითეული ჩვენგანის მხრიდან, კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად გადავლახოთ მსოფლიო კრიზისი - ჩვენი თაობებისთვის უპრეცედენტო გამოწვევა" - ნათქვამია მანანა უგულავას მიმართვაში.

"ჩვენ საქმე გვაქვს უნიკალურ კრიზისთან. თუმცა ყველა ჩვენგანმა, ვინც მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობს, სწავლობს თუ ტრენინგებს გადის, კარგად იცის, რომ ნებისმიერ კრიზისში იმალება შესაძლებლობები.

ეს ის შესაძლებლობაა, სადაც საშუალება გვაქვს, ვაჩვენოთ ჩვენი დიდსულოვნება და მოვალეობისადმი ერთგულება, რომ გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა თუნდაც უბრალო სიტყვითა თუ ჟესტით. ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის ძალა და დასაყრდენი ვართ, ისევ და ისევ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ესაა შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ, გავიაზროთ და ვისწავლოთ იზოლაციის ამ კვირების განმავლობაში.

ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქმედებითა და საქმით გამოვხატოთ ის ღირებულებები, რომლებიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენ, ვინც ვმუშაობთ და ვსწავლობთ ისეთ ინდუსტრიაში, როგორიც ჩვენია - შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისთვის, იქ სადაც ზრუნვა და ემპათია არის მთავარი მიზანი.

ცხოვრების მანძილზე, საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში თუ გვეძლევა ამგვარი აშკარა შესაძლებლობა, ვიყოთ მხარდაჭერის ვექტორები სხვებისთვის. სახლში - ჩვენი ოჯახის წევრებთან, სამსახურებში - თანამშრომლებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებიანი, და თუნდაც რამდენიმე სიტყვიანი მესიჯით მოვიკითხოთ ისინი, ვინც გაგვახსენდება და ვისთანაც გარკვეული ურთიერთობა გვაქვს.

მოდით ვიყოთ მათ შორის, ვინც ამ გამოცდილებას გამოიყენებს იმ ფუნდამენტად, რომელზედაც დააშენებს უფრო ჰუმანურ, უფრო ბრძენ და აუცილებლად უფრო პოზიტიურ საზოგადოებას.

მადლობა, დიდი მადლობა ჩემი გულიდან თითეულ თქვენგანს. ვიმედოვნებ, საკმაოდ მალე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ხელს ჩამოვართმევთ და სიამაყით ვიტყვით, რომ კრიზისი ერთად გადავლახეთ გაბედულად, პასუხისმგებლობით და იმ დამოკიდებულებით, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ყველას ჩვენ, ვინც ლე როშეს ნაწილს წარმოვადგენთ.

გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და შეინარჩუნეთ ნათელი სული თქვენს გულებში!" - ნათქვამია კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვაში.

მარნეულელი ქალის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა, კლინიკას დღეს დატოვებენ ახალშობილები - ლევან რატიანი პაციენტებზე

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას სიცხე დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება