მდინარე ვერეს ხეობაში ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
VIDEO: რა ხდება ვერეს ხეობაში მას შემდეგ, რაც იქ მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ვიდეომასალა ადგილიდან
გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა ჯერჯერობით, გარდაცვალების მიზეზი, ან აღენიშნება თუ არა მას სხეულზე დაზიანებები, უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ავრცელებს.