პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გა­ზის გა­და­სა­ხად­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი არ აქვთ, შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უა­რის თქმა შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ასეთ­მა აბო­ნენ­ტებ­მა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­მა­რა­გე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს უნდა მი­მარ­თონ, რომ­ლე­ბიც სი­ებს და­ა­კო­რექ­ტი­რე­ბენ. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სუბ­სი­დია, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა­ზე უარს იტყვი­ან, სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს მოხ­მარ­დე­ბათ, ვი­საც ეს უფრო მე­ტად სჭირ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია აცხა­დებს, რომ შექ­მნი­ლია პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, უარი თქვას ამ დახ­მა­რე­ბა­ზე.

„ბევ­რი ადა­მი­ა­ნია რამ­დე­ნი­მე ბი­ნით, მაგ­რამ ვე­სა­უბ­რეთ მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა მიმ­წო­დე­ბელს და შექ­მნი­ლია პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, უარი თქვას ამ დახ­მა­რე­ბა­ზე, თუ მას ეს არ სჭირ­დე­ბა და ეს მოხ­მარ­დე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებს. და­მი­კავ­შირ­დნენ ამ თე­მა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 200 კი­ლო­ვა­ტამ­დე ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, მაგ­რამ მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა არ სჭირ­დე­ბათ. ეს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მივ­ცემთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გუ­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, ვინც თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 კი­ლო­ვატ­ზე ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და ასე­ვე, 200 მ3-ზე ნაკ­ლებ ბუ­ნებ­რივ აირს მო­იხ­მარს, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - მარ­ტში, აპ­რილ­სა და მა­ის­ში გა­და­სა­ხა­დებს სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­სებს. და­ფი­ნან­სე­ბა აგ­რეთ­ვე მო­ი­ცავს და­სუფ­თა­ვე­ბის და წყლის გა­და­სა­ხადსაც.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თით 1 მი­ლი­ონ 200 ათა­სი ოჯა­ხი, ხოლო ბუ­ნებ­რივ აირ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თით - 671 ათა­სი ოჯა­ხი ისარ­გებ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
18

ხელფასებზე თქვით აბა ერთხელ უარი! იოცნებეთ! ხოო, დიახ ,ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შეღავათი .რას ჰქვია, ვისაც ჭირდება და იმას მოხმარდებაო,ისე გაანაწილეთ რომ ყვრლას ეყოს!!!

მუმლი მუხასაო
3

საინტერესოა, რამდენი იტყვის უარს შეღავათზე. თუ შესაძლებელია რომ დაიდოს ეს ინფორმაცია, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან მიმართებაში სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ. მათივე განმარტებით, იმ ადამიანების სუბსიდია, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე უარს იტყვიან, სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე.

„ბევრი ადამიანია რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი ისარგებლებს.

"აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება მაშინაც, თუ ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და დილამდე დარჩებიან"

ეროვნული ბანკის თანამშრომლის მეუღლესა და შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის კლასტერიდან შემოყვანილი 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია - ლევან რატიანი