პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრები და სოფელი რომ გადაერჩინათ, აკლდამაში წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ" - როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს საუკუნეების წინ ქართველები
"ოჯახის წევრები და სოფელი რომ გადაერჩინათ, აკლდამაში წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ" - როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს საუკუნეების წინ ქართველები

ახალ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლილ სტილს დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი „ჟა­მი­ა­ნო­ბა­საც“ არ­ქმევს. კო­რო­ნა­ვირუსს, ცხა­დია, ჟა­მი­ა­ნო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, გარ­და იმი­სა, რომ ისიც ასე­თი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა იყო, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ახა­ლი ვირუ­სი­ვით უხი­ლავ მტრებს უწო­დებ­დნენ.

ჟა­მი­ა­ნო­ბა, ანუ „შავი ჭი­რის“ ეპი­დე­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ გა­და­უ­ტა­ნია. თუ რა კვა­ლი და­ტო­ვა მან ხალ­ხურ გად­მო­ცე­მებ­ში, ფოლკ­ლო­რულ ნი­მუ­შებ­ში, ამა­ზე შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა უხ­ვად მო­ი­პო­ვე­ბა... გი­ორ­გი გო­გო­ჭუ­რი, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლია, არ­ქე­ო­ლო­გი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ვთხო­ვეთ.

„დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში შავი ჭირი არა­ერ­თხე­ლაა ნახ­სე­ნე­ბი - XI-დან და­წყე­ბუ­ლი XIX- XX სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არა­რეთგზის მო­ი­ხა­და. რო­გორც ჩანს, დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც გავ­რცელ­და. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში შავი ჭი­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლია ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­ში, ფშავ­ში. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ამ­გვარ და­ა­ვა­დე­ბებს „ჟამი“ (ჟამ­ნი) - ამ სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შე­მორ­ჩა ან­დრე­ზებ­ში. ან­დრე­ზი - ან­დერ­ძის კუ­თხუ­რად სა­ხეც­ვლი­ლი სი­ტყვაა, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს ირა­ნუ­ლი სი­ტყვი­დან „ან­დერ­ძი“ (ის წე­რი­ლო­ბით ან ზე­პი­რად რა­ი­მეს გა­და­ცე­მას, და­ტო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს)... აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ზე­პირ გად­მო­ცე­მებ­ში „ჟამ­სა და ჟა­მი­ა­ნო­ბა­ზე“ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ან­დრე­ზე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი. პრო­ფე­სორ­მა, ბა­ტონ­მა ზუ­რაბ კიკ­ნა­ძემ შეკ­რი­ბა და არ­ქი­ვებ­ში მო­ი­ძია ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი და 2009 წელს გა­მოს­ცა წიგ­ნი - „ან­დრე­ზე­ბი“. წიგნ­ში ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა თავ­მოყ­რი­ლი, რაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის დღეს პირ­ველ­წყა­როს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ჩანს, ეს არის გა­მო­ძა­ხი­ლი იმ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა, რაც მა­შინ ბარ­ში და მთა­ში ხდე­ბო­და. ეს რომ, იმ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, აშ­კა­რაა. გად­მო­ცე­მებ­ში ჩანს, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი იხო­ცე­ბოდ­ნენ, ზო­გი­ერ­თი სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად წყდე­ბო­და. ჟა­მი­ა­ნო­ბას მო­უ­ცავს მთე­ლი ხევ­სუ­რე­თი. მათი არ­სე­ბო­ბა დას­ტურ­დე­ბა ბუ­დე­ხევ­სუ­რეთ­ში, არ­ხო­ტის, შა­ტი­ლის და მიღ­მა­ხე­ვის თე­მებ­ში. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ დღეს სწო­რედ იქ ვხდე­ბით მი­წის­ზე­და აკ­ლდა­მებს, სა­დაც ჟა­მი­ა­ნო­ბამ იმ­ძლავ­რა. თუმ­ცა­ღა ან­დრე­ზე­ბის მი­ხედ­ვით ისე ჩანს, რომ „ჟა­მი­ა­ნო­ბის“ დროს ეს აკ­ლდა­მე­ბი უკვე არ­სე­ბობ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რი და გვიყ­ვე­ბა, რომ ჟა­მი­ა­ნო­ბის დროს თუ ადა­მი­ა­ნი შე­ა­ტყობ­და, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, აკ­ლდა­მებ­ში თვი­თონ მი­დი­ო­და. ამას იმის­თვის აკე­თებ­და, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სო­ფე­ლი გა­და­ერ­ჩი­ნა. წვე­ბოდ­ნენ აკ­ლდა­მა­ში და აღ­სას­რულს ასე ელო­დე­ბოდ­ნენ.

ცხა­დია, სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე ჩვენს წი­ნაპ­რებს თუ რო­გორ წარ­მო­ედ­გი­ნათ ეს „ჟამ­ნი“, რო­გორ შე­მო­ი­ნა­ხა ხალ­ხურ­მა მეხ­სი­ე­რე­ბამ მათი სახე. „რო­გორც ან­დრე­ზე­ბი­დან ჩანს, ისი­ნი („ჟამ­ნი“ ) მათ წარ­მოდ­გე­ნა­ში ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბი იყ­ვნენ, მომცრო ტა­ნის, სა­ხედ­რე­ბით და­დი­ოდ­ნენ და თა­ნაც, უხი­ლა­ვე­ბი, სა­ფარ­ველ­და­დე­ბულ­ნი. მათი და­ნახ­ვა მხო­ლოდ ჯვა­რის მსა­ხუ­რებს - ხუ­ცე­სებს შე­ეძ­ლოთ, მხო­ლოდ ისი­ნი ხე­დავ­დნენ ჟა­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს. უხი­ლავ არ­სე­ბებს სა­ხედ­რებ­ზე აკი­დე­ბუ­ლი ხურ­ჯი­ნე­ბი დაჰ­ქონ­დათ, სა­დაც ის­რე­ბი ეწყოთ. ის­რე­ბი სამი სა­ხის ყო­ფი­ლა - შავი, წი­თე­ლი და თეთ­რი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნებს, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ეს­როდ­ნენ. თუ ვინ­მეს შავი ის­რით დაჭ­რიდ­ნენ, ის მა­შინ­ვე კვდე­ბო­და, თუ წით­ლით, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე ცო­ცხლობ­და. თეთ­რი ისა­რი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი არ იყო, თუმ­ცა თეთ­რი ის­რით დაჭ­რილს უჩ­ნდე­ბო­და იარა, ის ად­გი­ლი უწყლულ­დე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე ხან­ში გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნაკ­ვა­ლე­ვი მა­ინც რჩე­ბო­და...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ეს ჟამ­ნი ვერ შე­დი­ოდ­ნენ ისეთ სოფ­ლებ­ში და თე­მებ­ში, სა­დაც ძლი­ე­რი სა­ლო­ცა­ვე­ბი იყო, ძლი­ე­რი ღვთის­შვი­ლე­ბი ჰყავ­დათ. მა­გა­ლი­თად, „ჟამთ“ უნ­დო­და სო­ფელ ატა­ბის მე­ზო­ბელ უკან­ხა­დუ­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნა და სოფ­ლის ამო­წყვე­ტა, მაგ­რამ იქ სა­ნე­ბის (სა­მე­ბა) ძლი­ერ­მა ჯვარ­მა არ შე­უშ­ვა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. „ჟამ­ნი“ სოფ­ლის მი­სად­გო­მებ­თან მი­სუ­ლან, გო­რას მო­ფა­რე­ბი­ან და იქი­დან თურ­მე ის­რე­ბი და­უყ­რი­ათ სოფ­ლის­თვის. ვერც ერთი მო­სახ­ლე ვერ და­ა­ზა­რა­ლეს და მოკ­ლეს. მერე „ჟამთ“ სხვა ხერ­ხის­თვის მი­უ­მარ­თავთ, გად­მობ­რუ­ნე­ბულ სა­ლუ­დე ქვაბ­ში შემსხდა­რან და ასე უც­დი­ათ სო­ფელ­ში შე­პარ­ვა, მაგ­რამ სა­ნე­ბის ჯვარს ეს ფან­დი გა­მო­უცვნია და ქვა­ბი ცე­ცხლის ალში გა­უხ­ვე­ვია. ჟამთ ჯვართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ ვერ და­უძ­ლე­ვი­ათ, უკან გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლან. თუმ­ცა, მათ, ერთი კაცი მა­ინც მო­უკ­ლავთ. ერთ-ერთ ძა­ლი­ან მო­ხუ­ცე­ბულ კაცს, რო­მელ­საც პატ­რო­ნი და დამ­მარ­ხვე­ლი არ ჰყო­ლია, უფიქ­რია, - წა­ვალ და „ჟამთ“ მო­ვეკვლე­ვი­ნე­ბიო. მო­ხუ­ცი მარ­თლაც მო­უკ­ლავთ, რის მე­რეც სა­მე­ბის ჯვარს ნება არ მი­უ­ცია, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სო­ფელ­ში მო­ეს­ვე­ნე­ბი­ათ და და­ეკ­რძა­ლათ - „მა­გან გვი­ღა­ლა­ტა, სოფ­ლი­დან არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ უნდა მომ­კვდა­რი­ყოო“. გად­მო­ცე­მებ­ში ასეთ არა­ერთ ცნო­ბას შეხ­ვდე­ბით.

„ჟამთ“ ძა­ლი­ან და­უ­ზა­რა­ლე­ბია შა­ტი­ლი­სა და ანა­ტო­რის მო­სახ­ლე­ო­ბა. იმის გამო, რომ სოფ­ლე­ლებს და­ა­ვა­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­თვის არ გა­და­ე­დოთ, მო­სახ­ლე­ო­ბა სოფ­ლი­დან თვი­თონ მი­დი­ო­და. ანა­ტორ­ში არ­სე­ბულ აკ­ლა­და­მებ­ში შე­დი­ო­და და აღ­სას­რულს ელო­და. გად­მო­ცე­მა გვამ­ცნობს, რომ მარ­ტო ერთ დღეს შა­ტი­ლი­დან ხიდ­ზე 60 ხმლი­ა­ნი (მა­მა­კა­ცი ) გა­ვი­და ანა­ტო­რის აკ­ლდა­მე­ბის­კე­ნო. ეს ტრა­გი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ცხა­დია, წარ­სულ დრო­ში რე­ა­ლუ­რად მომ­ხდარ ამ­ბავს უნდა ასა­ხავ­დეს.

- ფაქ­ტია, რომ ან­დრე­ზე­ბი დიდ ის­ტო­რი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს.

- თუმ­ცა მათი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ის­ტო­რი­ულ დროს­თან და­კავ­ში­რე­ბა გა­ჭირ­დე­ბა, რად­გა­ნაც ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­თო­ლო­გი­ურ სა­ბურ­ველ­შია გახ­ვე­უ­ლი.

- კი­დევ ერთხელ და­ვა­ზუს­ტოთ - ფაქ­ტი, რომ უხი­ლავ მე­ის­რე­ებ­ში, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, სწო­რედ და­ავ­დე­ბას ხე­დავ­დნენ და სწო­რედ ასე­თად წარ­მო­ედ­გი­ნათ ის უხი­ლა­ვი მტე­რი... მაგ­რამ იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა „ჟამ­ნი“ ვი­ღა­ცებს ვერ კლავ­დნენ. რო­გორ ხდე­ბო­და ეს?

- დიახ, ერთ-ერთ ან­დრეზ­ში ამ­გვარ შემ­თხვე­ვა­ზეც არის სა­უ­ბა­რი. „ ჟამ­ნი“ სო­ფელ არ­დოტ­ში რომ მი­სუ­ლან, ერთ არ­დო­ტელ კაცს, სა­ხე­ლად ან­თას, ტან­ზე გა­უხ­დია, ტან­საც­მე­ლი მი­წა­ზე და­უ­ყა­რია და სო­ფელ ხო­ნე­ში გაქ­ცე­უ­ლა. შიშ­ველ ადა­მი­ანს, რო­გორც ჩანს, ჟამ­ნი ან ვერ კლავ­დნენ ან არ კლავ­დნენ. ამ ან­დრეზ­ში წე­რია: „ანთა გა­ვარ­და ველ­თაო, ტიტ­ველთ მი­იქ­ნევს ყვ-თაო“. ზე­პი­რი გად­მო­ცე­მე­ბი თუ­შე­თის და ხევ­სუ­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნილ მი­წის­ზე­და აკ­ლდა­მებს, ჟა­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ო­დებს უკავ­ში­რებს. თუმ­ცა რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, „ან­დრე­ზე­ბის“ მი­ხედ­ვით, ეს და­საკ­რძა­ლა­ვი ნა­გე­ბო­ბე­ბი უკვე აშე­ნე­ბუ­ლი ჩანს. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში არ­სე­ბულ „ჟამ­თა“ და ჟა­მი­ა­ნო­ბის“ შე­სა­ხებ ძი­რი­თად წყა­როს მხო­ლოდ ან­დრე­ზე­ბი წარ­მო­ად­გენს, სა­ი­და­ნაც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს შე­უძ­ლია, მი­ი­ღოს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ამ ყვე­ლაფ­რის შე­სას­ხებ.

ამ მა­სა­ლებ­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ეპი­დე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბიც ხე­და­ვენ. იმ­დრო­ინ­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნე­ბით კი ვი­ღაც ბო­რო­ტი არ­სე­ბე­ბი ის­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უგ­ზავ­ნიდ­ნენ ხალ­ხს მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბებს. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მას გარ­კვე­ულ ღვთის რის­ხვად თვლიდ­ნენ, რო­მე­ლი­მე სა­ლო­ცა­ვის მოვ­ლე­ნი­ლად, მაგ­რამ ჟა­მი­ა­ნო­ბა და „ჟამ­ნი“ ხევ­სუ­რეთ­ში რო­მე­ლი­მე ღვთის­შვი­ლის გაბ­რა­ზე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბო­და... უბ­რა­ლოდ, ცუდი ის არის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­მელ კონ­კრე­ტულ დროს უკავ­შირ­დე­ბა, ამის ამოც­ნო­ბა ძნე­ლია. აი, ეს არის სულ რისი თქმაც ჟა­მი­ა­ნო­ბა­ზე შე­მიძ­ლია. მე ფოლკ­ლო­რის­ტი არ გახ­ლა­ვართ და არც სა­გან­გე­ბოდ მიკ­ვლე­ვია ეს სა­კი­თხი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ
11

როგორ დამაიმედებელ სტატიებს დებთ ხოლმე.... ჟურნალისტები პანიკური პრესინგის კურსებს გადიხართ?

მანჩო
9

რახან ჟამიანობა საქართველოს ნაცნობი მტერია, გთავაზობთ სრული სერიოზულობით საჯაროდ განვიხილოთ ჩემი წინადადება და ჩვენ საამაყო სიმღერაში - სიტყვა მრავალჟამიერი( ზოგადად ჟამი ერთ-ერთი განმარტებით უბედურებას ნიშნავს) შევცვალოთ სიტყვით - მრავალბედნიერი!

ჩვენი ქვეყანა და ერი ბედნიერების ღირსია!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ოჯახის წევრები და სოფელი რომ გადაერჩინათ, აკლდამაში წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ" - როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს საუკუნეების წინ ქართველები

"ოჯახის წევრები და სოფელი რომ გადაერჩინათ, აკლდამაში წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ" - როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს საუკუნეების წინ ქართველები

ახალ კორონავირუსის გამო, ჩვენი ცხოვრების შეცვლილ სტილს დღეს ადამიანების გარკვეული ნაწილი „ჟამიანობასაც“ არქმევს. კორონავირუსს, ცხადია, ჟამიანობასთან საერთო არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ ისიც ასეთი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება იყო, რომელსაც ადამიანები ამ ახალი ვირუსივით უხილავ მტრებს უწოდებდნენ.

ჟამიანობა, ანუ „შავი ჭირის“ ეპიდემია საქართველოს საუკუნეების მანძილზე არაერთხელ გადაუტანია. თუ რა კვალი დატოვა მან ხალხურ გადმოცემებში, ფოლკლორულ ნიმუშებში, ამაზე შესაბამისი მასალა უხვად მოიპოვება... გიორგი გოგოჭური, ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია, არქეოლოგი, რომელსაც აღნიშნულ თემაზე საუბარი ვთხოვეთ.

„დიახ, საქართველოს ისტორიაში შავი ჭირი არაერთხელაა ნახსენები - XI-დან დაწყებული XIX- XX საუკუნის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველომ ეს დაავადება არარეთგზის მოიხადა. როგორც ჩანს, დიდ ტერიტორიაზეც გავრცელდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შავი ჭირის შესახებ ცნობები შემორჩენილია ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში. ჩვენი წინაპრები ამგვარ დაავადებებს „ჟამი“ (ჟამნი) - ამ სახელით მოიხსენიებდნენ. ეს ყველაფერი კი შემორჩა ანდრეზებში. ანდრეზი - ანდერძის კუთხურად სახეცვლილი სიტყვაა, რომელიც მომდინარეობს ირანული სიტყვიდან „ანდერძი“ (ის წერილობით ან ზეპირად რაიმეს გადაცემას, დატოვებას გულისხმობს)... აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობაში ზეპირ გადმოცემებში „ჟამსა და ჟამიანობაზე“ ძალიან საინტერესო ანდრეზებია შემონახული. პროფესორმა, ბატონმა ზურაბ კიკნაძემ შეკრიბა და არქივებში მოიძია ჩვენთვის საინტერესო მასალები და 2009 წელს გამოსცა წიგნი - „ანდრეზები“. წიგნში ძალიან საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი, რაც დაინტერესებული მკითხველისთვის დღეს პირველწყაროს წარმოადგენს. როგორც ჩანს, ეს არის გამოძახილი იმ ისტორიული მოვლენებისა, რაც მაშინ ბარში და მთაში ხდებოდა. ეს რომ, იმ ინფექციურ დაავადებებთან არის დაკავშირებული, აშკარაა. გადმოცემებში ჩანს, რომ ამ დაავადებით ადამიანები იხოცებოდნენ, ზოგიერთი სოფელი მთლიანად წყდებოდა. ჟამიანობას მოუცავს მთელი ხევსურეთი. მათი არსებობა დასტურდება ბუდეხევსურეთში, არხოტის, შატილის და მიღმახევის თემებში. ნიშანდობლივია, რომ დღეს სწორედ იქ ვხდებით მიწისზედა აკლდამებს, სადაც ჟამიანობამ იმძლავრა. თუმცაღა ანდრეზების მიხედვით ისე ჩანს, რომ „ჟამიანობის“ დროს ეს აკლდამები უკვე არსებობდა,“ - გვეუბნება მეცნიერი და გვიყვება, რომ ჟამიანობის დროს თუ ადამიანი შეატყობდა, რომ დაინფიცირებული იყო, აკლდამებში თვითონ მიდიოდა. ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ოჯახის წევრები და სოფელი გადაერჩინა. წვებოდნენ აკლდამაში და აღსასრულს ასე ელოდებოდნენ.

ცხადია, საინტერესოა ასევე ჩვენს წინაპრებს თუ როგორ წარმოედგინათ ეს „ჟამნი“, როგორ შემოინახა ხალხურმა მეხსიერებამ მათი სახე. „როგორც ანდრეზებიდან ჩანს, ისინი („ჟამნი“ ) მათ წარმოდგენაში ცოცხალი არსებები იყვნენ, მომცრო ტანის, სახედრებით დადიოდნენ და თანაც, უხილავები, საფარველდადებულნი. მათი დანახვა მხოლოდ ჯვარის მსახურებს - ხუცესებს შეეძლოთ, მხოლოდ ისინი ხედავდნენ ჟამის წარმომადგენლებს. უხილავ არსებებს სახედრებზე აკიდებული ხურჯინები დაჰქონდათ, სადაც ისრები ეწყოთ. ისრები სამი სახის ყოფილა - შავი, წითელი და თეთრი, რომელსაც ადამიანებს, სოფლის მოსახლეობას ესროდნენ. თუ ვინმეს შავი ისრით დაჭრიდნენ, ის მაშინვე კვდებოდა, თუ წითლით, მხოლოდ რამდენიმე დღე ცოცხლობდა. თეთრი ისარი მომაკვდინებელი არ იყო, თუმცა თეთრი ისრით დაჭრილს უჩნდებოდა იარა, ის ადგილი უწყლულდებოდა და რამდენიმე ხანში გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ნაკვალევი მაინც რჩებოდა...

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ჟამნი ვერ შედიოდნენ ისეთ სოფლებში და თემებში, სადაც ძლიერი სალოცავები იყო, ძლიერი ღვთისშვილები ჰყავდათ. მაგალითად, „ჟამთ“ უნდოდა სოფელ ატაბის მეზობელ უკანხადუზე იერიშის მიტანა და სოფლის ამოწყვეტა, მაგრამ იქ სანების (სამება) ძლიერმა ჯვარმა არ შეუშვა, წინააღმდეგობა გაუწია. „ჟამნი“ სოფლის მისადგომებთან მისულან, გორას მოფარებიან და იქიდან თურმე ისრები დაუყრიათ სოფლისთვის. ვერც ერთი მოსახლე ვერ დააზარალეს და მოკლეს. მერე „ჟამთ“ სხვა ხერხისთვის მიუმართავთ, გადმობრუნებულ სალუდე ქვაბში შემსხდარან და ასე უცდიათ სოფელში შეპარვა, მაგრამ სანების ჯვარს ეს ფანდი გამოუცვნია და ქვაბი ცეცხლის ალში გაუხვევია. ჟამთ ჯვართ წინააღმდეგობა რომ ვერ დაუძლევიათ, უკან გამობრუნებულან. თუმცა, მათ, ერთი კაცი მაინც მოუკლავთ. ერთ-ერთ ძალიან მოხუცებულ კაცს, რომელსაც პატრონი და დამმარხველი არ ჰყოლია, უფიქრია, - წავალ და „ჟამთ“ მოვეკვლევინებიო. მოხუცი მართლაც მოუკლავთ, რის მერეც სამების ჯვარს ნება არ მიუცია, მიცვალებული სოფელში მოესვენებიათ და დაეკრძალათ - „მაგან გვიღალატა, სოფლიდან არც ერთი ადამიანი არ უნდა მომკვდარიყოო“. გადმოცემებში ასეთ არაერთ ცნობას შეხვდებით.

„ჟამთ“ ძალიან დაუზარალებია შატილისა და ანატორის მოსახლეობა. იმის გამო, რომ სოფლელებს დაავადება ერთმანეთისთვის არ გადაედოთ, მოსახლეობა სოფლიდან თვითონ მიდიოდა. ანატორში არსებულ აკლადამებში შედიოდა და აღსასრულს ელოდა. გადმოცემა გვამცნობს, რომ მარტო ერთ დღეს შატილიდან ხიდზე 60 ხმლიანი (მამაკაცი ) გავიდა ანატორის აკლდამებისკენო. ეს ტრაგიკული ინფორმაცია, ცხადია, წარსულ დროში რეალურად მომხდარ ამბავს უნდა ასახავდეს.

- ფაქტია, რომ ანდრეზები დიდ ისტორიულ ინფორმაციას შეიცავს.

- თუმცა მათი რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ დროსთან დაკავშირება გაჭირდება, რადგანაც ეს ინფორმაცია მითოლოგიურ საბურველშია გახვეული.

- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ - ფაქტი, რომ უხილავ მეისრეებში, ჩვენი წინაპრები, სწორედ დაავდებას ხედავდნენ და სწორედ ასეთად წარმოედგინათ ის უხილავი მტერი... მაგრამ იყო შემთხვევები, როცა „ჟამნი“ ვიღაცებს ვერ კლავდნენ. როგორ ხდებოდა ეს?

- დიახ, ერთ-ერთ ანდრეზში ამგვარ შემთხვევაზეც არის საუბარი. „ ჟამნი“ სოფელ არდოტში რომ მისულან, ერთ არდოტელ კაცს, სახელად ანთას, ტანზე გაუხდია, ტანსაცმელი მიწაზე დაუყარია და სოფელ ხონეში გაქცეულა. შიშველ ადამიანს, როგორც ჩანს, ჟამნი ან ვერ კლავდნენ ან არ კლავდნენ. ამ ანდრეზში წერია: „ანთა გავარდა ველთაო, ტიტველთ მიიქნევს ყვ-თაო“. ზეპირი გადმოცემები თუშეთის და ხევსურეთის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილ მიწისზედა აკლდამებს, ჟამიანობის პერიოდებს უკავშირებს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ანდრეზების“ მიხედვით, ეს დასაკრძალავი ნაგებობები უკვე აშენებული ჩანს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში არსებულ „ჟამთა“ და ჟამიანობის“ შესახებ ძირითად წყაროს მხოლოდ ანდრეზები წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, მიიღოს საჭირო ინფორმაცია ამ ყველაფრის შესასხებ.

ამ მასალებში გარკვეულწილად ეპიდემიურ დაავადებებს, რომელიც მოსახლეობაში ვრცელდებოდა, ინფექციონისტებიც ხედავენ. იმდროინდელი ადამიანების წარმოდგენებით კი ვიღაც ბოროტი არსებები ისრების საშუალებით უგზავნიდნენ ხალხს მომაკვდინებელ დაავადებებს. შუა საუკუნეებში მას გარკვეულ ღვთის რისხვად თვლიდნენ, რომელიმე სალოცავის მოვლენილად, მაგრამ ჟამიანობა და „ჟამნი“ ხევსურეთში რომელიმე ღვთისშვილის გაბრაზებას არ უკავშირდებოდა... უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი რომელ კონკრეტულ დროს უკავშირდება, ამის ამოცნობა ძნელია. აი, ეს არის სულ რისი თქმაც ჟამიანობაზე შემიძლია. მე ფოლკლორისტი არ გახლავართ და არც საგანგებოდ მიკვლევია ეს საკითხი.

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

რა პირობებში მოუწევთ წელს გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს - "ყველაზე რთული გამოწვევა უსაფრთხო ვენტილაციაა"

თსუ-ს ლექტორი, მწერალი ინგა მილორავა სიცოცხლისთვის იბრძვის - "განვითარდა სეფსისი... რეანიმაციაშია"