კორონავირუსი, როგორც ჩანს, არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია; ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსთან მიმართებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ შესასწავლია.
"როგორც ჩანს, კორონავირუსი არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა. ცოტა გამოუცნობი ფენომენია, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ, მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვასთანაა კავშირში.
გარდა ამისა, არ იყო ალბათ ამ შემთხვევაში მჭიდრო კონტაქტი, მაგრამ ამის შესახებ ჩვენთვისაც გასაკვირია. ამ ვირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი და შესასწავლი, ჩვენ რამდენადაც გვიხერხდება ამას ყველაფერს ვაკეთებთ", - აცხადებს ენდელაძე.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301. ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია.
ცოლს ვირუსი ჰქონდა,მაგრამ ქმარს არ გადაედო, ან პირიქით, ეს ფენომენიაო ამბობენ, თუმცა.... და რა გამოდის ყაიმას? ნუთუ სასწაულია? ან როგორ დავიჯერო, რომ ვირუსი გონიერი არსებაა და მსხვერპლის შერჩევა შეუძლია? მე მგონი მართლა ეგრეა და დღემე, აი ამ წუთამდე, სანამ ამ ამბავს მივხვდებოდი, მივხვდი, თუ თუ რატომ ვიყავი ესე არხეინად ვირუსის მიმართ, (ისე არ გამიგოთ, რომ ცალ ფეხზე მკიდია და წესებს არ ვიცავ, ჩემ თავს არ ვჩივი, სხვებს ვუფრთხილდები, საკუთარ თავზე მეტად და სანიმუშო კანონმორჩილი გახლავართ) გამოდის, რომ ვირუსი რაღაცის მიხედვით მოქმედებს და ეს რაღაცა, პირველივე აზრი, აბა რის ადამიანები ვიქნებით, თუ აზრად უფალი არ დაგვებადა და ცოდვა-მადლი არ ვიგულისხმეთ?
როგორ დავიჯერო, რომ უფლის სასჯელია და უფალი ამ ვიგინდარა ვირუსს უბრძანებს მსხვერპლი ცოდვის მიხედვით შეარჩიოს? „ნე მოჟეტ ბიტ“!
მაშ თუ ეგრეა, ამ წუთიდან ჩემი სული დაწყნარდა, დაწყნარდა განა იმიტომ, რომ უცოდველი ვარ. არა ბატონებო! ამ წუთში მივხვდი, რომ იმდენი ცოდვა მაწევს ვარაყიან კისერზე, რომ , უფალი არ დაუშვებს ჩემს ამქვეყნიდან გაყვანას, არაფრით არ დააუშვებს, იმ კანონზომიერებიდან გამომდინარე, რომ დრო უნდა მომცეს, დრო! დარჩენილი სიცოცხლე ყოველწამს შემახსენოს, ცოდვებმა გამაწამოს, თვალწინ დამიდგეს, ჩემი განვლილი ცხოვრება და მონანიებამდე მიმიყვანოს. ნამდვილად ეგრეა და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, უფალი მოუნანიებლად არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან. თუმცა იქნებ სჯობდა კიდეც, იქნებ კი არა, ნამდვილად სჯობდა, თუმცა ადამიანებისთვის ბოლომდე შეუცნობელია უფლის გზები...
თქვენთან მზე უკვე დიდიხანია უკვე ამოვიდა, ამოიზიდა, მთების მწვერვალებიდან დახედა ძილბურანში მყოფ თბილისს, აქ კი ჯერ ეხლა დაიწყეს ჩიტებმა გაალობა, აქ ჯერ ისევ ბინდია და ჯერ კიდევ ბინდში ჩიტების პირველი გალობა მამცნობს, რომ მზის ამოსვლა აქვეა, ახლოს, მზე ისევ ისე ამოდის, როგორც გუშინ, გუშინწინ ამოდიოდა, ოღონდ, უფრო თბილი, უფრო საამოდ და მწველი, ვიდრე გუშინ და გუშინწინდელი მზე იყო. მე კი ვარ აქ, მაგრამ ჩემი ფიქრები თბილისის ზღვასთან ტრიალებს, იქ, სადააც პირველი სხვივები ეფინება თბილისს, ზღვის მიდამოებში, იმ საფლავებს შორის ტრიალებს, სადაც დედაჩემი მარხია, მოგონებებმა კი ბავშვობაში გადამაგდო და გონებაში დედას ვეფერები. თქვენ გგონიათ, რომ დედა მხოლოდ პატარებს სჭირდებათ და პატარებს უფრო ენატრებათ? არა ყაიმას! არა!!!, ხშირად მოხუცებს უფრო მეტად ენატრებათ დედა, ვიდრე პატარებს, ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, თუმცა ამის დრო ამ წუთას არ გამაჩნია, დრო! რომელიც ესე ცოტა დამრჩა და ამ უეჭველ ჭეშმარიტების მტკიცებისათვის დროს დაკარგვა მის ფლანგვად მიმაჩნია, ამის დასტურიც მოგონების ცრემლია ამ წუთას, ცრემლზე უფრო დამაჯერებელი დასტური სხვა არც არაფერი შეიძლება იყოს, ჩვენი გამჩენის და მსაჯულის წინაშე....
გონება იქ, საფლავების გარშემო ტრიალებს, ხოლო სული, სულმა, ამ მარადისობის კანონის აღმოჩენისგან უნდა იხაროს, თუ იგლოვოს, ვეღარ გაიგებს კაცი. თუმცა კვლავ გავიმეორებ, ბავშვის უმანკო ცრემლთან შედარებით, ხანშიშესულის ცოდვიანი ცრემლი უფრო მწველი და სანატრელი ყოფილა, დედის მიმართ, ვიდრე ბავშვის და დედის მონატრებას შორის, აქ ხომ მთელი ეპოქა დევს და იმიტომ. დამიჯერეთ, დედა მოხუცებს უფრო ძლიერ ენატრებათ, ვიდრე უმანკო პატარებს.
აქ, ამ გადაკარგულ მხარეში, კაცობრიობა დამსახურებლად ცივილიზაციის ცენტრს რომ უწოდებს, ჩიტების პირველი გალობა გაისმა და მათი ტკბილი ჭიკჭიკი მამცნობს, რომ მზე ამოდის. . ჩიტებმა არ იციან, თუმცა შეიძლება ჩვენზე მეტადაც იცოდნენ, რაც ზოგჯერ საკამათოც კი ხდება ხოლმე. თუ როგორ იმედით ელოდება კაცობრიობა მზის ამოსვლას და ჩიტებიც უფლის ბრძანებისამებრ პირველ სხივებს გაფაციცებით ელიან, ელიან და როგორც კი მის პირველ სხივს დაინახავენ გალობას იწყებენ, კაცობრიობას ამცნობენ, რომ გაიღვიძეთ ადამიანებო! გაიღვიძეთ, უკვე თენდება! მზე ამოდის და კიდევ ერთხელ შეეგებეთ მზის ამოსვლასო, თუმცა ამ ზარმაც კაცობრიობას ჯერ ისევ ღრმა ძილით სძინავს, სძინავს მზის ამოსვლაში მომლოდინეს, შეიძლება მძიმედ გადაღლილებს ღრმად ჩაგვეძინა, მზე კი, ამოდის, თენდება, თენდება ადამიანებო, იმედის დილა დგება!
თენდება!!! ამოდის მზე და იმედი მოაქვს, გაიღვიძეთ და შევეგებოთ, უფრო სხვანაირად, ვიდრე გუშინ და გუშინწინ ვეგებებოდით. ეს გუშინდელი მზე არ არის, ეს მზე სხვანაირია, გუშინ სხვა მზე იყო, ცოტა სუსტიც, დღეს კი...
ადამიანის თვალი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ სუსტ, ამომავალ მზეს შეუძლია ჩახედოს თვალებში, მზე სანამ თბილია და მწველი არ გამხდარა და რადგან დრო ძალიან ცოტა მაქვს, სურვიი კი უფრო მეტად მძალავს მზეს თვალებში ჩავხედო, თვალი-თვალში გავუყარო და მის ყურებაში ჩემი გონება ისევ იმ საამურ ფიქრებში წავიყვანო, რასაც ბავშვობაში გადავარდნა ჰქვია. ხელს ნუ შევუშლით ერთმანეთს. გონებას ჩემთვის დავიტოვებ ხოლო სული, სული მხოლოდ ეს წუთები თქვენთვის მიჩუქნია, მხოლოდ ის წუთები, მეტი არა. სანამ მე წარსულის მოგონებით ვიქნები გაბრუებული და ამ წუთიდან, ეს ცოდვილი ადამიანები, უფრო მეტად შემიყვარდით, ვიდრე გუშინ და გუშინწინ მიყვარდით, მიყვარხართ ადამიანებო! მიყვარხართ და ხელს ნუღარ შემიშლით, რამდენიმე წუთი მაინც. გთხოვთ. შეხედეთ მზეს, როგორ იმედიანად და თბილად ამოდის, გაზაფხული მოდის, თენდება ძმებო! შეხედეთ! მე შორს ვარ და იქნებ აქედან შევძლო ქართული მზის ამოსვლის დანახვა, თქვენ ხომ მანდ ხართ, უფრო ახლოს, ნუ გაუშვებთ ამ ბედნიერ წუთების ცქერის შანსს ხელიდან.
რა კარგად თქვა, ვინცა ეს სიტყვები თქვა, როგორ ზუსტად მოარტყა, შეიძლება იცოდა კიდეც, არა, ნამდვილად იცოდა, აბა სხვანაირად ვერც იტყოდა, რომ არ სცოდნოდა... ბავშვობა გავს ნაკადულს, სიყმაწვილე თერგს.... დედის მონატრებისას, რომ გადმოყრი ცრემლს. ენკი ბენკი ბენკისა, ენკი ბენკი ფაააა!!!.... ეს ისე, უბრალოდ, წინასააღდგომოდ იყოს. მე კი ისევ თბილისის ზღვას დავუბრუნდები, ოღონდ ამჯერად ცრემლის და ღრმა ამოხვრის გარეშე, იმ შორი მოგონებებით, უფრო შორს, ვიდრე ჩვენი პაპების ეპოქა იდო...ჩვენი პაპების და იმაზე უფრო უწინ, პაპის პაპების, შორეული და ეპოქა დიდი.!...
ხმალი ედოთ შუაში?