მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პლასტელინივით მასაა, რაც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან გვიცავს" - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ებრაელების ახალ მიგნებაზე
"პლასტელინივით მასაა, რაც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან გვიცავს" - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ებრაელების ახალ მიგნებაზე

მთე­ლი მსოფ­ლიო ახალ გა­მოწ­ვე­ვას უმკლავ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა ქვეყ­ნის დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მხრივ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა ამე­რი­კა­შია. შემ­დეგ იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბი მო­დი­ან.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს კლი­ნი­კა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არც ისე­თი სა­ში­შია, რო­გო­რიც ის და­სა­წყის­ში ჩან­და.

"თუკი თქვენ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით კი­დეც კო­რო­ნა­ვირუ­სით, ეს სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი არ არის. ამ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც 84%-ში იო­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი ვერც კი გე­ბუ­ლობს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან" - გა­ნა­ცხა­და "შიბა-ტელ-ა-შო­მერ"-ის უმ­სხვი­ლე­სი კლი­ნი­კუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პრო­ფე­სორ­მა აფეკ არ­ნონ­მა.

ამ გან­ცხა­დე­ბის მო­მენ­ტში ის­რა­ელ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 324-ს შე­ად­გენ­და, დღეს ეს ციფ­რი თით­ქმის გა­ათ­მაგ­და და ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 3340-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რო­გორ ებ­რძვის ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვირუსს და რო­გო­რია იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ის­რა­ე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა "ასუ­ტას" ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი ირაკ­ლი კი­ლა­ძე ესა­უბ­რა:

- დღეს ის­რა­ელ­შიც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს ვა­დევ­ნებ და ძა­ლი­ან დრო­უ­ლი იყო ამ­ჯე­რად სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის წე­სე­ბის კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა! აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯია, რომ შემ­ცირ­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი. ის­რა­ე­ლიც მაგ კუ­თხით მი­დის და მალე ალ­ბათ აქაც ყვე­ლა­ფე­რი გამ­კაცრ­დე­ბა, რად­გან ყველ­გან არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­სებს არ­ღვე­ვენ და შემ­დეგ ამას ძა­ლი­ან დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ის­რა­ელ­ში და­ინფცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის მა­ტე­ბა სწო­რედ იმ ხალ­ხის­გან მოხ­და, რომ­ლე­ბიც არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ შე­მო­ღე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს..

- ისეთ აწყო­ბილ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც ის­რა­ე­ლია, გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი...

- ახლა, რო­დე­საც ანა­ლიზს აკე­თე­ბენ, ჩანს, რომ ბევ­რი შეც­დო­მა იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზღვრე­ბი ჩა­კე­ტეს, შე­მო­სუ­ლე­ბი კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ში­და­გავ­რცე­ლე­ბა მა­ინც მოხ­და. ზოგ­ჯერ საკ­მა­რი­სია ერთი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ დად­გინ­დეს და ამან ში­და­გავ­რცე­ლე­ბის აფეთ­ქე­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ის­რა­ელ­ში უკვე შე­მო­ღე­ბუ­ლი იყო შე­ზღუდ­ვე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის თავ­შეყ­რა და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე თუ ქორ­წი­ლებ­ში. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მკვეთ­რი ზრდა. დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ძვრე­ბიც იყო, სამი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და მე­ო­თხე­ზეც მსჯე­ლობ­დნენ. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამ კრი­ზი­სი­სა, მთავ­რო­ბა მა­ინც ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს პრობ­ლე­მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ საყ­ვე­დუ­რე­ბი ხში­რად ის­მის, შეც­დო­მე­ბიც არის და იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ცოტა სი­თა­მა­მის ბრა­ლი­ცაა... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლია ის­რა­ე­ლის მე­დი­ცი­ნა...

- ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის­რა­ელ­ში უკვე შე­იქ­მნა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი... რე­ა­ლო­ბა რო­გო­რია?

- დიახ, ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და ეს სი­მარ­თლის­გან შორს არ არის... უამ­რა­ვი კვლე­ვა ტარ­დე­ბა და ის­რა­ელ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა წა­მალ­ზე, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში... ის­რა­ელ­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვი, რაც ამ ქვეყ­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი იყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა სრუ­ლი­ად გა­წე­რი­ლი იყო, რო­გორ რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო...

მოხ­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტრო­ლი და მათი კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა. ამ მხრივ იყო პრობ­ლე­მე­ბი, სა­უბ­რობ­დნენ ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, მაგ­რამ ვინც ში­ნა­გან წესს და­არ­ღვევს და მა­ინც გა­რეთ გა­მო­ვა, პო­ლი­ცია მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად კეთ­დე­ბა, მეც ქარ­თვე­ლი ვარ და ვიცი ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი! შე­იძ­ლე­ბა ის­მო­დეს ჯერ მხო­ლოდ ასი კა­ცია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ასე­თი სიმ­კაც­რე რა­ტომ არი­სო, მაგ­რამ ზუს­ტად ახლა უნდა გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი! და­მი­ჯე­რეთ, თუ ქუ­ჩა­ში ერთი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­ინც ივ­ლის, ის უამ­რავ პრობ­ლე­მას შექ­მნის. რო­გორც ვიცი, სამ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნა და ეს უკვე ძა­ლი­ან რთუ­ლია! თუ სი­ტუ­ა­ცია ასე კარ­გად არ გა­კონ­ტროლ­დე­ბა, ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რად უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ და მდი­დარ ქვეყ­ნებ­ში რო­გორ გა­უ­ჭირ­დათ მარ­თვა და კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და...

- რო­გორც ექი­მი, რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყო­დი, რომ დად­გე­ნი­ლია, ვირუ­სი არ ვრცელ­დე­ბა ჰა­ე­რის გზით... რო­გორც ხში­რად გვეს­მის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხე­ლე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად და­ბა­ნა! იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი ჯან­მრთელ ადა­მი­ანს არ იცავს ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გა­ნო, მაგ­რამ ჩე­მის აზ­რით ნამ­დვი­ლად იცავს! გა­რეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­მო­ვი­დეთ და სა­სურ­ვე­ლია პირ­ბა­დეს­თან ერ­თად სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნე­ბიც გვე­კე­თოს. თუმ­ცა მხო­ლოდ პირ­ბა­დეს და ხელ­თათ­მა­ნე­ბის ტა­რე­ბა არ კმა­რა, აუ­ცი­ლებ­ლად სწო­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ფასი რომ ქონ­დეს მათ ტა­რე­ბას.

კა­ცობ­რი­ო­ბა მარსს მი­უ­ახ­ლოვ­და და რე­ა­ლუ­რად კი ამ ვირუს­მა ყვე­ლა და­ა­ჩო­ქა... ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც მოს­დევს და ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ უპირ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბაა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაძ­ლი­ერ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა, მთე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა დღეს ამა­ზე გა­და­ერ­თო. ხე­ლოვ­ნურ სა­სუნ­თქ აპა­რა­ტებ­ზე დე­ფი­ცი­ტია და დღეს არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფოს საკ­მა­რი­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა... სხვა­თა შო­რის ის­რა­ელ­შიც და­ით­ვა­ლეს და და­ახ­ლო­ე­ბით ოთხა­სამ­დეა. ახლა მი­დის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ აპა­რა­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნონ და უზ­რუნ­ველ­ყონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

- ის­რა­ელ­ში თუ არის სწრა­ფი ტეს­ტე­ბი და თვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც უკვე უნდა იყოს?

- რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ და იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა! მიკ­ვირს ასე კარგ შე­დე­გებს რომ ვხე­დავ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­დევ უფრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა! სწრაფ ტეს­ტებს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თუ პა­ა­ტა იმ­ნა­ძის მო­საზ­რე­ბებს რომ ვეც­ნო­ბი, მათ ვე­თან­ხმე­ბი. ზოგ­ჯერ ტეს­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდ ცდო­მი­ლე­ბას იწ­ვევს და რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ერთი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლიც რომ გა­ე­პა­როთ, შემ­დეგ მან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სის ში­და­ა­ფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს...

- ით­ქვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­ტია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არც იცოდ­ნენ...

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ასეც იყოს! არი­ან უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას დრო­უ­ლად არ მი­მარ­თა­ვენ. უამ­რა­ვი მი­ზე­ზია და სწო­რედ ამის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა იყო ფაქ­ტი­უ­რად კო­მენ­და­ტის სა­ა­თის ამოქ­მე­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა ჭირ­დე­ბა, შეც­დო­მე­ბი ყველ­გან იქ­ნე­ბა, მთავ­რო­ბის, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვირუს­თან ბრძო­ლა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­მარ­ცხდე­ბით!

რაც შე­ე­ხე­ბა სწრაფ ტეს­ტებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ის­რა­ელ­ში არის! აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, მაგ­რამ სრულ­ყო­ფილ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი. ის­რა­ელ­ში 24 სა­ა­თი­ა­ნი ტეს­ტე­ბია და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ოქ­როს წე­სად არის მიჩ­ნე­უ­ლი... თუმ­ცა ის­რა­ელ­შიც კი იყო შეც­დო­მე­ბი და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მკვეთ­რი ზრდა.

ის­რა­ელ­მა ნო­ვა­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბით მო­ა­ხერ­ხა, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლია ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, ჩვენ უძ­ლი­ე­რე­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვყავს და მათ ძა­ლი­ან უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ! შე­იძ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ გვქონ­დეს, მაგ­რამ ზუს­ტად ასეთ პი­რო­ბებ­ში ამ ექი­მე­ბის გმი­რულ თავ­გან­წირ­ვას მი­ვე­სალ­მე­ბი და მათ­ზე მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბა შე­მიძ­ლია. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცდი­ლო­ბენ მალე გა­მო­ი­გო­ნონ წა­მა­ლი და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

ის­რა­ელ­მა ახა­ლი რაც შექ­მნა, ეს არის მცდე­ლო­ბა, რომ მე­დი­კო­სებს თა­ვი­დან აა­ცი­ლონ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე. ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შექ­მნი­ლი პლას­ტე­ლი­ნი­ვით მა­საა, რო­მე­ლიც ნი­ღაბს შიგ­ნი­დან ეკ­ვრის და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს... მო­გეხ­სე­ნე­ბათ მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი ექი­მი და­ინ­ფი­ცირ­და და ბევ­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი არის ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი კერა და ამი­ტომ ის­რა­ელ­ში ამა­ზე უკვე იზ­რუ­ნეს. ექი­მებს დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბა, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა რომ შეძ­ლონ. უკვე და­ი­წყო წარ­მო­ე­ბა და ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­დის გა­მოც­და... ეს მე­თო­დი თუ გა­ა­მარ­თლებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც მალე შე­მო­ვა.

- რო­გო­რია ის­რა­ელ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ის­რა­ელ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­თი­ვეა, რო­გორც მთე­ლი ის­რა­ე­ლის - ბევ­რი მათ­გა­ნი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა, ბევ­რმა ვერ გა­და­წყვი­ტა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ არა, ნა­წილ­მა სამ­სა­ხუ­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ამ მხრივ მინ­და და­ვამ­შვი­დო ყვე­ლა, მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რო­გორც ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებს.

და­ნარ­ჩე­ნი შემ­დგომ გა­ირ­კვე­ვა, რა­ტომ და რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ ის­რა­ელ­ში, ამის გარ­კვე­ვას მხო­ლოდ შემ­დგომ და­ი­წყე­ბენ. მინ­და გი­თხრათ, რომ ვინც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვით იმ­ყო­ფე­ბა ის­რა­ელ­ში, მათ ვი­ზე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უგ­რძელ­დათ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს ცხე­ლი ხაზი, სა­ელ­ჩოს სა­იტ­ზე მუდ­მი­ვად არის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. მინ­და ყვე­ლა და­ვამ­შვი­დო და ვურ­ჩიო გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­თი­თე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლი
5

ვერაფერი ახალი,ყველა მარჩიელობს

მახარე
0

ახალი ის არის რომ ეს ვირუსის გავრცელება იქნება კატალიზატორი ახალი პროცესების დაწყებისა, დღეს ვინც ეს წამოიწყო აკვირდება პროცესებს, ვის როგორი რეაქცია ექნება, სადაც სანქციებით ვერაფერს გახდა ამით გააგრძელებს, პლუს საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო ორგანიზაციას მოკლედ წლის ბოლომდე გამოჩნდება.. ეს პროცესები დაკვირვების ფაზაა, რომლითაც ახალი პროცესები დაიწყება მთელ მსოფლიოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"პლასტელინივით მასაა, რაც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან გვიცავს" - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ებრაელების ახალ მიგნებაზე

"პლასტელინივით მასაა, რაც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან გვიცავს" - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ებრაელების ახალ მიგნებაზე

მთელი მსოფლიო ახალ გამოწვევას უმკლავდება. კორონავირუსმა ყველა ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა. დაინფიცირების მხრივ რთული ვითარება ამერიკაშია. შემდეგ იტალია, ესპანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მოდიან.

რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ერთ-ერთ უმსხვილეს კლინიკაში განაცხადეს, რომ კორონავირუსი არც ისეთი საშიშია, როგორიც ის დასაწყისში ჩანდა.

"თუკი თქვენ დაინფიცირდებით კიდეც კორონავირუსით, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ამ დაავადებას, რომელიც 84%-ში იოლად მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი ვერც კი გებულობს, რომ დაინფიცირებულები არიან" - განაცხადა "შიბა-ტელ-ა-შომერ"-ის უმსხვილესი კლინიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა აფეკ არნონმა.

ამ განცხადების მომენტში ისრაელში დაინფიცირებულთა რაოდენობა 324-ს შეადგენდა, დღეს ეს ციფრი თითქმის გაათმაგდა და ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 3340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორ ებრძვის ისრაელის ხელისუფლება ვირუსს და როგორია იქ მყოფი ქართველების მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ისრაელის სამედიცინო კლინიკა "ასუტას" ექიმი, ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე ესაუბრა:

- დღეს ისრაელშიც იგივე სიტუაციაა, რაც მთელ მსოფლიოში... რასაკვირველია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებ და ძალიან დროული იყო ამჯერად საგანგებო მდგომარეობის წესების კიდევ უფრო გამკაცრება! აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია, რომ შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკები. ისრაელიც მაგ კუთხით მიდის და მალე ალბათ აქაც ყველაფერი გამკაცრდება, რადგან ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც წესებს არღვევენ და შემდეგ ამას ძალიან დიდი სირთულეები მოჰყვება. ისრაელში დაინფცირებულთა რიცხვის მატება სწორედ იმ ხალხისგან მოხდა, რომლებიც არ დაემორჩილნენ შემოღებულ რეგულაციებს..

- ისეთ აწყობილ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, გაოცებას იწვევს დაინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი...

- ახლა, როდესაც ანალიზს აკეთებენ, ჩანს, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტეს, შემოსულები კარანტინში გადაიყვანეს, შიდაგავრცელება მაინც მოხდა. ზოგჯერ საკმარისია ერთი დაინფიცირებული ვერ დადგინდეს და ამან შიდაგავრცელების აფეთქებაც კი გამოიწვიოს. ისრაელში უკვე შემოღებული იყო შეზღუდვები, მაგრამ მაინც ხდებოდა მოსახლეობის თავშეყრა დასაფლავებაზე თუ ქორწილებში. სწორედ ამან გამოიწვა დაინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა. დიდი პოლიტიკური ძვრებიც იყო, სამი არჩევნები ჩატარდა და მეოთხეზეც მსჯელობდნენ. პოლიტიკური კრიზისი იყო, მიუხედავად ამ კრიზისისა, მთავრობა მაინც ეფექტურად მუშაობს პრობლემასთან გასამკლავებლად. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმართ საყვედურები ხშირად ისმის, შეცდომებიც არის და იქნება, მაგრამ ცოტა სითამამის ბრალიცაა... მოგეხსენებათ, როგორი ავტორიტეტულია ისრაელის მედიცინა...

- ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელში უკვე შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი... რეალობა როგორია?

- დიახ, ინფორმაცია ვრცელდება და ეს სიმართლისგან შორს არ არის... უამრავი კვლევა ტარდება და ისრაელშიც მიმდინარეობს მუშაობა წამალზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში... ისრაელში ძალიან დაბალია ვირუსით დაინფიცირებულების გარდაცვალების რიცხვი, რაც ამ ქვეყნის ეფექტურობაზე მეტყველებს. როგორც მოგახსენეთ, ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სამოქმედო გეგმა სრულიად გაწერილი იყო, როგორ რა უნდა ყოფილიყო...

მოხდა დაინფიცირებული ადამიანების სატელეფონო კონტროლი და მათი კონტაქტების დადგენა. ამ მხრივ იყო პრობლემები, საუბრობდნენ ადამიანთა უფლებების დარღვევაზე, მაგრამ ვინც შინაგან წესს დაარღვევს და მაინც გარეთ გამოვა, პოლიცია მკაცრად აკონტროლებს. საქართველოშიც ყველაფერი სწორად კეთდება, მეც ქართველი ვარ და ვიცი ჩვენი ხასიათი! შეიძლება ისმოდეს ჯერ მხოლოდ ასი კაცია დაავადებული და ასეთი სიმკაცრე რატომ არისო, მაგრამ ზუსტად ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი! დამიჯერეთ, თუ ქუჩაში ერთი დაინფიცირებული მაინც ივლის, ის უამრავ პრობლემას შექმნის. როგორც ვიცი, სამ დაინფიცირებულზე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა წარმომავლობის დადგენა და ეს უკვე ძალიან რთულია! თუ სიტუაცია ასე კარგად არ გაკონტროლდება, ვხედავთ საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში როგორ გაუჭირდათ მართვა და კატასტროფა მოხდა...

- როგორც ექიმი, რა რეკომენდაციებს მისცემდით ქართველ მოსახლეობას?

- პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დადგენილია, ვირუსი არ ვრცელდება ჰაერის გზით... როგორც ხშირად გვესმის, აუცილებელია ხელების რაც შეიძლება ხშირად დაბანა! იყო აზრთა სხვადასხვაობა, სამედიცინო ნიღბები ჯანმრთელ ადამიანს არ იცავს ვირუსით დაინფიცირებისგანო, მაგრამ ჩემის აზრით ნამდვილად იცავს! გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ და სასურველია პირბადესთან ერთად სამედიცინო ხელთათმანებიც გვეკეთოს. თუმცა მხოლოდ პირბადეს და ხელთათმანების ტარება არ კმარა, აუცილებლად სწორად უნდა გამოვიყენოთ, ფასი რომ ქონდეს მათ ტარებას.

კაცობრიობა მარსს მიუახლოვდა და რეალურად კი ამ ვირუსმა ყველა დააჩოქა... ამხელა პრობლემებს შესაძლებლობებიც მოსდევს და ყველა მიხვდა, რომ უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობაა. აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სამედიცინო აპარატურა, მთელი მრეწველობა დღეს ამაზე გადაერთო. ხელოვნურ სასუნთქ აპარატებზე დეფიციტია და დღეს არცერთ სახელმწიფოს საკმარისი არ აღმოაჩნდა... სხვათა შორის ისრაელშიც დაითვალეს და დაახლოებით ოთხასამდეა. ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ აპარატები შემოიტანონ და უზრუნველყონ სამედიცინო დაწესებულებები.

- ისრაელში თუ არის სწრაფი ტესტები და თვლით, რომ საქართველოშიც უკვე უნდა იყოს?

- როგორც მოგახსენეთ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ძალიან აქტიურად ვადევნებ და იდეალურთან მიახლოვებული სიტუაციაა! მიკვირს ასე კარგ შედეგებს რომ ვხედავ და აუცილებელია კიდევ უფრო გაერთიანება! სწრაფ ტესტებს თავისი პრობლემები აქვს და ამირან გამყრელიძის თუ პაატა იმნაძის მოსაზრებებს რომ ვეცნობი, მათ ვეთანხმები. ზოგჯერ ტესტები ძალიან დიდ ცდომილებას იწვევს და როგორც მოგახსენეთ, ერთი დაინფიცირებულიც რომ გაეპაროთ, შემდეგ მან მოსახლეობაში შეიძლება ვირუსის შიდააფეთქება გამოიწვიოს...

- ითქვა, რომ შესაძლებელია მეტია დაინფიცირებული და არც იცოდნენ...

- შესაძლებელია ასეც იყოს! არიან უსიმპტომო პაციენტები ან ისეთები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართავენ. უამრავი მიზეზია და სწორედ ამის ყველაზე ეფექტური გზა იყო ფაქტიურად კომენდატის საათის ამოქმედება. სახელმწიფოს მოსახლეობის მხარდაჭერა ჭირდება, შეცდომები ყველგან იქნება, მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებიც ადამიანები არიან, მაგრამ ვირუსთან ბრძოლაში მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე აუცილებლად დავმარცხდებით!

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რასაკვირველია ისრაელში არის! აუცილებელია იყოს სწრაფი ტესტები, მაგრამ სრულყოფილთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ისრაელში 24 საათიანი ტესტებია და მათი გამოყენება ოქროს წესად არის მიჩნეული... თუმცა ისრაელშიც კი იყო შეცდომები და სწორედ ამან გამოიწვია დაინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა.

ისრაელმა ნოვაციური მკურნალობის მეთოდებით მოახერხა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია ვირუსით დაინფიცირებულთა გარდაცვალების რაოდენობა. საქართველოშიც ძალიან ეფექტურად ხდება დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობა, ჩვენ უძლიერესი სპეციალისტები გვყავს და მათ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ! შეიძლება იდეალური ჯანდაცვის სისტემა არ გვქონდეს, მაგრამ ზუსტად ასეთ პირობებში ამ ექიმების გმირულ თავგანწირვას მივესალმები და მათზე მხოლოდ საუკეთესო შეფასება შემიძლია. მთელ მსოფლიოში ცდილობენ მალე გამოიგონონ წამალი და მათ შორის საქართველოშიც.

ისრაელმა ახალი რაც შექმნა, ეს არის მცდელობა, რომ მედიკოსებს თავიდან ააცილონ დაინფიცირების საფრთხე. ნანოტექნოლოგიებით შექმნილი პლასტელინივით მასაა, რომელიც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან დაგვიცავს... მოგეხსენებათ მსოფლიოში რამდენი ექიმი დაინფიცირდა და ბევრი გარდაიცვალა.

სამედიცინო პერსონალი არის ვირუსის ყველაზე მეტად გამავრცელებელი კერა და ამიტომ ისრაელში ამაზე უკვე იზრუნეს. ექიმებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემასთან გამკლავება რომ შეძლონ. უკვე დაიწყო წარმოება და ერთ-ერთ საავადმყოფოში მიდის გამოცდა... ეს მეთოდი თუ გაამართლებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც მალე შემოვა.

- როგორია ისრაელში მყოფი ქართველების მდგომარეობა?

- ისრაელში მყოფი ქართველების მდგომარეობა ისეთივეა, როგორც მთელი ისრაელის - ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა, ბევრმა ვერ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო საქართველოში თუ არა, ნაწილმა სამსახური შეინარჩუნა. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ მხრივ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ ყველანაირი პირობა და მკურნალობის ისეთი საშუალება ექნებათ, როგორც ისრაელის მოქალაქეებს.

დანარჩენი შემდგომ გაირკვევა, რატომ და როგორ აღმოჩნდნენ ისრაელში, ამის გარკვევას მხოლოდ შემდგომ დაიწყებენ. მინდა გითხრათ, რომ ვინც ოფიციალური ნებართვით იმყოფება ისრაელში, მათ ვიზები ავტომატურად გაუგრძელდათ. საქართველოს საელჩოში მუშაობს ცხელი ხაზი, საელჩოს საიტზე მუდმივად არის მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაცია. მინდა ყველა დავამშვიდო და ვურჩიო გაითვალისწინონ ისრაელის მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა