სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს
Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს

SARS-CoV-19 - ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს 203 ქვე­ყა­ნა­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 800.000-ზე მე­ტია. სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად სწავ­ლობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის, პრე­ვენ­ცი­ის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გზებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბულ რისკს ქმნის 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ და, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში, ხოლო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. Covid-19-სა და თან­მხლე­ბი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს აკად. ფ.თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი თა­მარ ხუ­ციშ­ვი­ლი. - რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თან­ხვედ­რი­სას უნდა ვე­ლო­დოთ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბებს?

- ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, Covid-19 გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა შემ­დე­გი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი (ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა), გუ­ლი­სა და ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნის მქო­ნე (მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნე, რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი 40 კგ/მ2-ს აღე­მა­ტე­ბა) პა­ცი­ენ­ტე­ბიც, ასე­ვე, მო­ი­აზ­რე­ბი­ან მა­ღალ რისკ-ჯგუფ­ში.

- ანა­ლო­გი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა. ამ კუ­თხით მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი და ამ ეტაპ­ზე არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა რა­ი­მე ტი­პის კო­რე­ლა­ცია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბას (აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი თი­რე­ო­ი­დი­ტი, გრე­ივ­სის და­ა­ვა­დე­ბა და ა.შ.) და Covid-19-ის გარ­თუ­ლე­ბებს შო­რის.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის დროს?

- მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა ენ­დოკ­რი­ნულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­მა (ADA, ESE, IDF) წარ­მო­ად­გი­ნეს კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პირ­თათ­ვის, სა­დაც ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სის­ხლში შაქ­რის დო­ნის იდე­ა­ლურ კონ­ტროლ­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზეა.

ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­ზეც მთე­ლი მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა, ესაა სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცია. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ კონ­ტაქ­ტებს და არ გახ­ვი­დეთ გა­რეთ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე. რო­გორც მრა­ვალ­ჯერ ით­ქვა, სწო­რედ იზო­ლა­ცი­აა ინ­ფექ­ცი­ის­გან დაც­ვის მთა­ვა­რი ია­რა­ღი.

და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი ხში­რად და სრულ­ყო­ფი­ლად, არ შე­ე­ხოთ სა­ხეს, სის­ტე­მა­ტუ­რად გაწ­მინ­დეთ და და­ა­დე­ზინ­ფი­ცი­რეთ ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი ნივ­თე­ბი.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია - სის­ხლში შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა! პან­დე­მი­ის დროს ინ­ტენ­სი­უ­რად აკონ­ტრო­ლეთ სის­ხლში გლი­კე­მი­ის დონე. ქრო­ნი­კუ­ლი ჰი­პერ­გლი­კე­მია აქ­ვე­ი­თებს ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სტა­ტუსს და ზრდის სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ით გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს. კარგ გლი­კე­მი­ურ კონ­ტროლს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ცე­სი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი ზრდის ორ­გა­ნიზ­მში გლუ­კო­ზის დო­ნეს, ასე­ვე, მო­თხოვ­ნი­ლე­ბას სი­თხე­ზე, ამი­ტომ არ და­გა­ვი­წყდეთ წყლის ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა.

მო­ი­მა­რა­გეთ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, გლუ­კო­მეტ­რის ჩხი­რე­ბი, ასე­ვე, მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყლე­ბი (ხი­ლის წვე­ნი, თაფ­ლი) და­ბა­ლი გლუ­კო­ზის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. დარ­წმუნ­დით თქვე­ნი გლუ­კო­მეტ­რის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ში.

იკ­ვე­ბეთ გო­ნივ­რუ­ლად, ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თეთ სხვა­დას­ხვა შე­ფე­რი­ლო­ბის ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი, თხი­ლე­უ­ლი. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტეტ­ზე, ვი­ტა­მი­ნე­ბით (A, B6,B12,C, D), რკი­ნით, სე­ლე­ნით, თუ­თი­ით მდი­და­რი საკ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ თქვე­ნი ექი­მის რჩე­ვე­ბი სწო­რი კვე­ბის შე­სა­ხებ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად დას­ტა­ბი­ლურ­დეს სის­ხლში შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი!

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი, იძი­ნეთ დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე, სულ მცი­რე, 7-8 სთ.

ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც იზ­რუ­ნეთ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) მოგ­ვი­წო­დებს, დღე-ღა­მე­ში მაქ­სი­მუმ 2-ჯერ გა­ვეც­ნოთ პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­რე­გუ­ლი­როთ სტრე­სის დონე.

ვი­ცით, რომ ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყვე­ტია ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი. სტრე­სის დროს ჭარ­ბად გა­მო­ყო­ფი­ლი ჰორ­მო­ნე­ბი - კორ­ტი­ზო­ლი, ად­რე­ნა­ლი­ნი აქ­ვე­ი­თებს ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სტა­ტუსს, მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნას კი ჯერ არ შე­უქ­მნია იმუ­ნი­ტე­ტის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ენ­დოკ­რი­ნულ პა­თო­ლო­გი­ებს, რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, წარ­მო­ად­გე­ნენ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკ-ფაქ­ტორს?

- და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი მიდ­რე­კილ­ნი იყ­ვნენ ფილ­ტვის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის, ალ­ვე­ო­ლე­ბის დესტრუქ­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის­კენ. ამ­გვა­რად, ისი­ნიც მო­ი­აზ­რე­ბი­ან მა­ღალ რისკ-ჯგუფ­ში.

მა­ღა­ლია, ასე­ვე, Covid-19-ით გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი პა­ცი­ენ­ტებ­ში თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის უკ­მა­რი­სო­ბით. ამი­ტომ ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნალ ექიმ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი, რად­გან Covid-19-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დგომ მოხ­დეს ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის დრო­უ­ლი კო­რექ­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს

Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს

SARS-CoV-19 - ვირუსული ინფექცია, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. უახლესი მონაცემებით ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 203 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 800.000-ზე მეტია. სამედიცინო საზოგადოება აქტიურად სწავლობს ვირუსის გავრცელების, პრევენციის, მკურნალობისა თუ ვაქცინაციის გზებს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებულ და, ასევე, სხვადასხვა ქრონიკული თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში, ხოლო ახალგაზრდა ასაკში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. Covid-19-სა და თანმხლები ენდოკრინული დაავადებების შესახებ საუბრობს აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი. - რომელი დაავადებების თანხვედრისას უნდა ველოდოთ კორონავირუსული ინფექციის გართულებებს?

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, Covid-19 განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ქრონიკული დაავადებების დროს: შაქრიანი დიაბეტი (ნებისმიერი ფორმა), გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, სისტემური დაავადებები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მორბიდული სიმსუქნის მქონე (მაღალი ხარისხის სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება) პაციენტებიც, ასევე, მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.

- ანალოგიურად შეიძლება ჩაითვალოს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებიც?

- საბედნიეროდ, არა. ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევები და ამ ეტაპზე არ გამოვლენილა რაიმე ტიპის კორელაცია ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე დაავადებას (აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება და ა.შ.) და Covid-19-ის გართულებებს შორის.

- რა უნდა გაითვალისწინოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა კორონავირუსული პანდემიის დროს?

- მსოფლიოს წამყვანმა ენდოკრინულმა საზოგადოებებმა (ADA, ESE, IDF) წარმოადგინეს კონკრეტული რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთათვის, სადაც ძირითადი აქცენტი სისხლში შაქრის დონის იდეალურ კონტროლსა და თვითიზოლაციაზეა.

ყველაზე მარტივი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც მთელი მსოფლიო თანხმდება, ესაა სოციალური იზოლაცია. მაქსიმალურად მოერიდეთ კონტაქტებს და არ გახვიდეთ გარეთ აუცილებლობის გარეშე. როგორც მრავალჯერ ითქვა, სწორედ იზოლაციაა ინფექციისგან დაცვის მთავარი იარაღი.

დაიბანეთ ხელები ხშირად და სრულყოფილად, არ შეეხოთ სახეს, სისტემატურად გაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ ხშირად მოხმარებადი ნივთები.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - სისხლში შაქრის მაჩვენებლების მოწესრიგება! პანდემიის დროს ინტენსიურად აკონტროლეთ სისხლში გლიკემიის დონე. ქრონიკული ჰიპერგლიკემია აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს და ზრდის სხვადასხვა ინფექციით გართულებების რისკს. კარგ გლიკემიურ კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციასთან ბრძოლის პროცესისა და გართულებების პრევენციისთვის.

ნებისმიერი ინფექციური პროცესი ზრდის ორგანიზმში გლუკოზის დონეს, ასევე, მოთხოვნილებას სითხეზე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება.

მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები, გლუკომეტრის ჩხირები, ასევე, მარტივი ნახშირწყლები (ხილის წვენი, თაფლი) დაბალი გლუკოზის დაფიქსირებისას გამოსაყენებლად. დარწმუნდით თქვენი გლუკომეტრის გამართულ მუშაობაში.

იკვებეთ გონივრულად, ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სხვადასხვა შეფერილობის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, თხილეული. იზრუნეთ იმუნიტეტზე, ვიტამინებით (A, B6,B12,C, D), რკინით, სელენით, თუთიით მდიდარი საკვების ყოველდღიური გამოყენებით.

გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები სწორი კვების შესახებ, რათა მაქსიმალურად დასტაბილურდეს სისხლში შაქრის მაჩვენებლები!

მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, იძინეთ დღე-ღამის მანძილზე, სულ მცირე, 7-8 სთ.

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგვიწოდებს, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2-ჯერ გავეცნოთ პანდემიის შესახებ ცნობებს და შეძლებისდაგვარად ვარეგულიროთ სტრესის დონე.

ვიცით, რომ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია ჩვენი იმუნიტეტი. სტრესის დროს ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები - კორტიზოლი, ადრენალინი აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს, მსოფლიო მედიცინას კი ჯერ არ შეუქმნია იმუნიტეტის მასტიმულირებელი უნივერსალური საშუალება.

- რაც შეეხება სხვა ენდოკრინულ პათოლოგიებს, რომლებიც, ასევე, წარმოადგენენ კორონავირუსული ინფექციის გართულებების რისკ-ფაქტორს?

- დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ მაღალი ხარისხის სიმსუქნის მქონე პაციენტები მიდრეკილნი იყვნენ ფილტვის ფუნქციის დარღვევის, ალვეოლების დესტრუქციული ცვლილებებისა და სუნთქვის უკმარისობისკენ. ამგვარად, ისინიც მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.

მაღალია, ასევე, Covid-19-ით გართულებების რისკი პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია მკურნალ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი, რადგან Covid-19-ის დადასტურების შემდგომ მოხდეს ჩანაცვლებითი თერაპიის დროული კორექცია.

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

"მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ" - "თბილისი ენერჯის" განცხადება