ავტორი:

ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, ხოლო გაზზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი

ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, ხოლო გაზზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი

ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დასაწესებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი გამოთავისუფლდა.

„იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში.

ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილის და მაისის თვის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი.

ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ჩვენი მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინა ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან, 2 მილიარდი ლარიდან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარების, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ. როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

LIVE: "შუადღის სტუდია" - დავით ბაქრაძე

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლას არ აპირებს

როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგა - ვიცე-პრემიერის განმარტება