მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"
სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 600-მდე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 3 გარ­და­იც­ვა­ლა. COVID-19-ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ველ მარტს და­ფიქ­სირ­და. ამ­ჟა­მად სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ინ­ტერ­ნეტ-ტე­ლე­ვი­ზია 1in.am-ის რე­პორ­ტი­ო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ელენ ჰო­ხი­კი­ა­ნი სამ­შობ­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ლოს ან­ჯე­ლე­სი­დან აკ­ვირ­დე­ბა. ის სო­მე­ხი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­წყო­ბე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს.

- ამ­ჟა­მად აშშ-ში ვარ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ში ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩა­მო­ვე­დი, რომ­ლე­ბიც უკვე დიდი ხა­ნია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. ერთ კვი­რა­ში გა­უქ­მდა ყვე­ლა რე­ი­სი აშშ-დან სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით, ასე რომ, აქ ჩავ­რჩი.

წამ­ყვა­ნი და რე­პორ­ტი­ო­რი ვარ და ამ დროს ძი­რი­თა­დად, ლოს ან­ჯე­ლეს­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად ვი­ყე­ნებ, აქ ბევ­რი სო­მე­ხი ცხოვ­რობს. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სომ­ხეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, რად­გან ჩვენს უმე­ტე­სო­ბას ამე­რი­კა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი ან უბ­რა­ლოდ, ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რო­გორ ცდი­ლო­ბენ ამ ორი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას, რო­გორ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში და არის თუ არა მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი ეფექ­ტუ­რი.

- რო­გორ აღ­წერ­დით სომ­ხეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, რა არის მთა­ვა­რი ზო­მე­ბი, რი­თიც სა­ხელ­მწი­ფო ებ­რძვის და­ა­ვა­დე­ბას?

- ბოლო ერთი კვი­რაა, სომ­ხე­თი კა­რან­ტინ­შია, არის მო­თხოვ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სახ­ლში დარ­ჩნენ და მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო გა­მო­ვიდ­ნენ, რო­გო­რი­ცაა სურ­სა­თის შე­ძე­ნა. ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია ვარ­ჯი­ში ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე, გა­რეთ გას­ვლა შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ.

რა თქმა უნდა, მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უხა­რია, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იაზ­რებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ეს არა­ნა­ი­რი კაპ­რი­ზი არ არის. COVID-19-თან ბრძო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლებ­ლად სახ­ლში უნდა დავ­რჩეთ და რაც შე­იძ­ლე­ბა, შევ­ზღუ­დოთ გა­და­ად­გი­ლე­ბა, არ უნდა გა­მო­ვიწ­ვი­ოთ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფ­სი ისე, რო­გორც ეს ზოგ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

- რო­გორც სომ­ხე­თის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი კა­რან­ტინ­ში ვე­ღარ გა­და­იყ­ვა­ნონ. თქვე­ნი აზ­რით, რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ეს ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნას თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა?

- სომ­ხე­თის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის თქმით, ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ლი­მიტს, რომ­ლის მე­რეც იმ სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც სომ­ხეთ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ მო­ე­წყო, შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარ მო­ახ­დი­ნონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის იზო­ლი­რე­ბა, რო­მელ­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ჰქონ­დათ შე­ხე­ბა.

ამა­ზე სა­ჯა­როდ უკვე იყო დის­კუ­სია და გვი­თხრეს, რომ ახა­ლი სტრა­ტე­გია და­ი­ნერ­გე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ლე­ვის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით. პი­რებს, რო­მელ­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ხე­ბა ჰქონ­დათ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან, სთხო­ვენ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას სახ­ლებ­ში, ასე­ვე, ხში­რად შე­ა­მოწ­მე­ბენ, თუ აღე­ნიშ­ნე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი.

ასეა თუ ისე, გარ­კვე­უ­ლი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა: სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან 30 ადა­მი­ა­ნი უკვე გა­ე­წე­რა, გარ­კვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ კი ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ტო­ვა, სა­დაც იზო­ლი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბი ჯერ კი­დევ გვაქვს

ზოგი ფიქ­რობს, რომ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, 100-ზე ცოტა მე­ტის ფარ­გლებ­ში და იქ­ნებ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც თა­ვი­დან ყო­ფი­ლი­ყო აცი­ლე­ბუ­ლი, მთავ­რო­ბას იმ პი­რე­ბის იზო­ლი­რე­ბა რომ მო­ეხ­დი­ნა, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და სხვე­ბი და­ა­ინ­ფი­ცი­რეს.

ჩემი აზ­რით, ეს არ არის ის კი­თხვე­ბი, რა­ზეც ახლა უნდა ვი­ფიქ­როთ. რა თქმა უნდა, ამ კი­თხვებს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, თუ რა გა­კეთ­და სწო­რად და რა - არას­წო­რად, მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუს­თან ომში გა­ი­მარ­ჯვებს... თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ამ­ჟა­მად იმ ზო­მებ­ზე უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ, რო­მე­ლიც ჩვენს ქვეყ­ნებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად მი­ი­ღე­ბა.

- თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ?

- ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თია იმ იშ­ვი­ა­თი ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­მაც ეს გა­მოწ­ვე­ვა თა­ვი­დან­ვე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა თქვენ­თან სომ­ხე­თამ­დე 1 კვი­რით ადრე და­ფიქ­სირ­და, ამ მო­მენ­ტის­თვის სომ­ხეთ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გაქვთ და არც ერთი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მი­ღე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპერ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბაც ამა­ზე თან­ხმდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Made in china
77

ეს ალბათ იშვიათი შემთხვევაა როცა სომხებს პრეტენზია არ ექნებათ რომ კორონაც მათგან წარმოიშვა

უხ
100

აფერისტები ხართ სომხები მაინც. ერთი-ორის გარდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

სომხეთში კორონავირუსით 600-მდე ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 3 გარდაიცვალა. COVID-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოს მეზობელ ქვეყანაში პირველ მარტს დაფიქსირდა. ამჟამად სომხეთში საქართველოს მსგავსად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ინტერნეტ-ტელევიზია 1in.am-ის რეპორტიორი, ჟურნალისტი ელენ ჰოხიკიანი სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს ლოს ანჯელესიდან აკვირდება. ის სომეხი მოქალაქეების განწყობებისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ უყვება AMBEBI.GE-ს.

- ამჟამად აშშ-ში ვარ. საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ში ჩემს ოჯახის წევრებთან ჩამოვედი, რომლებიც უკვე დიდი ხანია კალიფორნიაში ცხოვრობენ. ერთ კვირაში გაუქმდა ყველა რეისი აშშ-დან სომხეთის მიმართულებით და პირიქით, ასე რომ, აქ ჩავრჩი.

წამყვანი და რეპორტიორი ვარ და ამ დროს ძირითადად, ლოს ანჯელესში შექმნილი სიტუაციის გასაშუქებლად ვიყენებ, აქ ბევრი სომეხი ცხოვრობს. ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც სომხეთში ცხოვრობენ, რადგან ჩვენს უმეტესობას ამერიკაში ოჯახის წევრები, მეგობრები ან უბრალოდ, ნაცნობები ჰყავთ.

საინტერესოა ასევე, როგორ ცდილობენ ამ ორი ქვეყნის მთავრობები და თანამდებობის პირები სიტუაციასთან გამკლავებას, როგორ ნაბიჯებს დგამენ კორონავირუსთან ბრძოლაში და არის თუ არა მათ მიერ მიღებული ზომები ეფექტური.

- როგორ აღწერდით სომხეთში შექმნილ ვითარებას, რა არის მთავარი ზომები, რითიც სახელმწიფო ებრძვის დაავადებას?

- ბოლო ერთი კვირაა, სომხეთი კარანტინშია, არის მოთხოვნა, მოქალაქეები სახლში დარჩნენ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო გამოვიდნენ, როგორიცაა სურსათის შეძენა. ჩვენს სამეზობლოში ნებადართულია ვარჯიში ნახევარი საათის განმავლობაში, ასევე, გარეთ გასვლა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ.

რა თქმა უნდა, მოსახლეობას სახლში დარჩენაზე ორიენტირებული შეზღუდვები მაინცდამაინც არ უხარია, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ აღნიშნული ზომები კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელია და ეს არანაირი კაპრიზი არ არის. COVID-19-თან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად სახლში უნდა დავრჩეთ და რაც შეიძლება, შევზღუდოთ გადაადგილება, არ უნდა გამოვიწვიოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი ისე, როგორც ეს ზოგ ევროპულ ქვეყანაში ხდება.

- როგორც სომხეთის თანამდებობის პირებმა აღნიშნეს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანები კარანტინში ვეღარ გადაიყვანონ. თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რომ ეს ვითარება ქვეყანას თავიდან აეცილებინა?

- სომხეთის თანამდებობის პირების თქმით, ვუახლოვდებით ლიმიტს, რომლის მერეც იმ სპეციალურ ადგილებში, რომლებიც სომხეთში პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ მოეწყო, შეიძლება ვეღარ მოახდინონ იმ ადამიანების იზოლირება, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება.

ამაზე საჯაროდ უკვე იყო დისკუსია და გვითხრეს, რომ ახალი სტრატეგია დაინერგება იმ შემთხვევაში, თუ რესურსების გამოლევის წინაშე დავდგებით. პირებს, რომელთაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულებთან, სთხოვენ, თვითიზოლაციას სახლებში, ასევე, ხშირად შეამოწმებენ, თუ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ასეა თუ ისე, გარკვეული დადებითი დინამიკაც შეინიშნება: საავადმყოფოებიდან 30 ადამიანი უკვე გაეწერა, გარკვეულმა რაოდენობამ კი ის დაწესებულებები დატოვა, სადაც იზოლირებულნი იყვნენ. შესაბამისად, გარკვეული რესურსები ჯერ კიდევ გვაქვს

ზოგი ფიქრობს, რომ შემთხვევათა რაოდენობა ნაკლები იქნებოდა, მაგალითად, 100-ზე ცოტა მეტის ფარგლებში და იქნებ, გარდაცვალების შემთხვევებიც თავიდან ყოფილიყო აცილებული, მთავრობას იმ პირების იზოლირება რომ მოეხდინა, ვინც კორონავირუსის ეპიცენტრის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვები დააინფიცირეს.

ჩემი აზრით, ეს არ არის ის კითხვები, რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ამ კითხვებს დავუბრუნდებით, თუ რა გაკეთდა სწორად და რა - არასწორად, მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსთან ომში გაიმარჯვებს... თუმცა ვფიქრობ, რომ ამჟამად იმ ზომებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რომელიც ჩვენს ქვეყნებში მოქალაქეების დასაცავად მიიღება.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ გამოიყურება საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ?

- ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთია იმ იშვიათი ქვეყნებიდან, რომელმაც ეს გამოწვევა თავიდანვე საკმაოდ სერიოზულად აღიქვა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა თქვენთან სომხეთამდე 1 კვირით ადრე დაფიქსირდა, ამ მომენტისთვის სომხეთთან შედარებით ბევრად ნაკლები შემთხვევა გაქვთ და არც ერთი გარდაცვალება. ეს განსაკუთრებით ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული დამატებითი ზომების დამსახურებაა, ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების უმეტესობაც ამაზე თანხმდება.

ინდოეთსა და ბანგლადეშს დღეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ციკლონი დაატყდება თავს

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

ჩინეთში კორონავირუსმა შესაძლოა, კვლავ იფეთქოს - გაჩნდა ახალი კლასტერი, 108 მილიონი ადამიანი კი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა