სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები – როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა
ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები – როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა

ამ ერ­თმა უბ­რა­ლო აქ­ტი­ვო­ბამ უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო და­ი­პყრო და უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მას არამ­ხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე, არა­მედ უფ­რო­სებ­ზეც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა აქვს. არტთე­რა­პი­ა­ში სწო­რედ გა­ფე­რა­დე­ბაა ერთ–ერთი ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ში. თუმ­ცა ის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბა და ხატ­ვა ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ხატ­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ფე­რა­დე­ბა უფრო მარ­ტი­ვია და ნაკ­ლებ შე­მოქ­მე­დე­ბით უნარს მო­ი­თხოვს, შე­სა­ბა­მი­სად, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებს, ფე­რე­ბი­სა და ფორ­მე­ბის მარ­თვა კი ადა­მი­ანს ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ გა­ფე­რა­დე­ბას უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს, ვიდ­რე – ხატ­ვას. გა­ფე­რა­დე­ბა ხსნის სტრესს და ავი­თა­რებს ფან­ტა­ზი­ას, ასე­ვე, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გა­ფე­რა­დე­ბის დროს:

  • ტვი­ნი გა­და­დის მე­დი­ტა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში
  • სტრე­სი­საა და აღელ­ვე­ბის დონე კლე­ბუ­ლობს
  • ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბი პო­ზი­ტი­უ­რად გარ­და­იქ­მნე­ბა
  • აწ­მყო­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გო­ნივ­რულ ქცე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა
  • ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და გა­ჯე­ტე­ბის­გან მო­შო­რე­ბა კრე­ა­ტი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა
  • ეს არის ჰობი, რო­მე­ლიც ყველ­გან შე­გიძ­ლია ატა­რო
  • გა­ფე­რა­დე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი არ სჭირ­დე­ბა

ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი სტენ როდსკი ამ­ბობს, რომ გა­ფე­რა­დე­ბის პრო­ცესს ჩვე­ნი ტვი­ნი გა­დაჰ­ყავს ერ­თგვარ მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც ჰგავს ტრანსს და მე­დი­ტა­ცი­ას. ჩვენ ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან და ვფო­კუ­სირ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე მო­მენტზე. სწო­რედ სტენ როდსკის ეკუთ­ვნის ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად უფ­რო­სე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი.

ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა არის ე.წ. მან­და­ლა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ინ­დუ­რი და ბუ­დის­ტუ­რი კულ­ტუ­რე­ბი­დან იღებს. მან­და­ლას აქვს ცენ­ტრი, სა­ი­და­ნაც იშ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პერ­სპექ­ტი­ვა. კარლ იუნ­გი დიდ­ხანს სწავ­ლობ­და მან­და­ლას ფე­ნო­მენს, თა­ვა­დაც იგო­ნებ­და მათ და ხა­ტავ­და. იუნ­გმა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იმას, რომ ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ო­დებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვხა­ტოთ, ან დაგ­ვე­სიზ­მროს მან­და­ლის, ლა­ბი­რინ­თე­ბის მსგავ­სი რა­მე­ე­ბი და მიხ­ვდა, რომ მან­და­ლა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის პრო­ექ­ცია იყო და მისი ხატ­ვის და გა­ფე­რა­დე­ბის პრო­ცე­სიც სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ფე­რა­დე­ბა ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო აქ­ტი­ვო­ბაა, რაც დღეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა თუ ურა­ლოდ, სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­მა ად­მა­ი­ა­ნებ­მა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ. მან­და­ლე­ბი­სა და სხვა ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის შე­ძე­ნა კი ონ­ლა­ინ შე­გიძ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები – როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა

ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები – როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა

ამ ერთმა უბრალო აქტივობამ უკვე მთელი მსოფლიო დაიპყრო და უკვე დამტკიცებულია, რომ მას არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეც ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს. არტთერაპიაში სწორედ გაფერადებაა ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტი სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში. თუმცა ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამოიყენება როგორც ანტისტრესული საშუალება.

ზოგადად, ხელოვნება და ხატვა ერთ–ერთი საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა. ხატვისგან განსხვავებით გაფერადება უფრო მარტივია და ნაკლებ შემოქმედებით უნარს მოითხოვს, შესაბამისად, თვითშეფასებაზე უარყოფითად არ მოქმედებს, ფერებისა და ფორმების მართვა კი ადამიანს ნეგატიური განწყობისგან ათავისუფლებს. სწორედ ამიტომ გაფერადებას უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, ვიდრე – ხატვას. გაფერადება ხსნის სტრესს და ავითარებს ფანტაზიას, ასევე, კრეატიულობას. გარდა ამისა საინტერესოა, რომ გაფერადების დროს:

  • ტვინი გადადის მედიტაციის მდგომარეობაში
  • სტრესისაა და აღელვების დონე კლებულობს
  • ნეგატიური ფიქრები პოზიტიურად გარდაიქმნება
  • აწმყოზე კონცენტრირება გონივრულ ქცევაში გვეხმარება
  • ტექნოლოგიებისა და გაჯეტებისგან მოშორება კრეატივის განვითარებაში გვეხმარება
  • ეს არის ჰობი, რომელიც ყველგან შეგიძლია ატარო
  • გაფერადებას განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება

ნეიროფსიქოლოგი სტენ როდსკი ამბობს, რომ გაფერადების პროცესს ჩვენი ტვინი გადაჰყავს ერთგვარ მშვიდ მდგომარეობაში, რომელიც ჰგავს ტრანსს და მედიტაციას. ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველდღიური ფიქრებისგან და ვფოკუსირდებით მიმდინარე მომენტზე. სწორედ სტენ როდსკის ეკუთვნის ანტისტრესული გასაფერადებლების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კრებული, რომელიც სპეციალურად უფროსებისთვისაა შექმნილი.

ანტისტრესული გასაფერადებლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ე.წ. მანდალა, რომელიც სათავეს ინდური და ბუდისტური კულტურებიდან იღებს. მანდალას აქვს ცენტრი, საიდანაც იშლება სხვადასხვა პერსპექტივა. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ და ხატავდა. იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი არიან სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები და მიხვდა, რომ მანდალა ადამიანის ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულებაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაფერადება ერთ–ერთი საუკეთესო აქტივობაა, რაც დღეს თვითიზოლაციაში მყოფმა თუ ურალოდ, სახლში დარჩენილმა ადმაიანებმა შეგვიძლია გავაკეთოთ. მანდალებისა და სხვა ანტისტრესული გასაფერადებლების შეძენა კი ონლაინ შეგიძლიათ.

D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

KFC ექსკლუზიურად ვოლტზეა!

კერხერ-საქართველომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად კერხერის პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა