მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს კომუნალური გადასახადები მომდევნო სამი თვის განმავლობაში სრულად დაეფარება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდეს გადასახადები.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.
"აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნახეთ, რამდენ ლარს უნდა ხარჯავდეთ თვეში კომუნალურებზე, რომ მთავრობამ დაგაფინანსოთ
ისევ გაურკვეველი გადაწყვეტილება. ახლა როცა ყველა სახლშია და ხარჯიც გაზრდილია, რატომ მხოლოდ 200 მ3/კილოვატი? ფაქტიურად ყველა უმუშევარია და რაღა გარკვევა ჭირდება. რა გამოდის, ვისაც ჩათვლიან უმუშევრად მხოლოდ მას გადაუხდის მთავრობა კომუნალურებს?
ეს დროული და კარგი გადაწყვეტილება იყო.გაიხარე ბატონო გიორგი.