საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეუძლებელი შეძლო: 10 ღღით მეტხანს აცოცხლა დედა..." - რას წერს ექიმ ლევან რატიანზე ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი
"შეუძლებელი შეძლო: 10 ღღით მეტხანს აცოცხლა დედა..." - რას წერს ექიმ ლევან რატიანზე ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან რა­ტი­ა­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე წერს. ჟურ­ნა­ლის­ტის დედა მძი­მედ ავად­მყო­ფობ­და და 2019 წლის იან­ვარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი წერს, ბოლო დღე­ე­ბი ქალ­მა სწო­რედ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში, რა­ტი­ა­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ გა­ა­ა­ტა­რა და ამ ექიმ­მა მა­შინ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო:

"ექი­მი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ნილ სი­ცო­ცხლე­ზე რომ სა­უბ­რობს, გული მიჩ­ქარ­დე­ბა, მგო­ნია რომ მას­თან ერ­თად ვი­მარ­ჯვებ, რა­ღა­ცას ვა­მარ­ცხებ და მი­ხა­რია.

25 დე­კემ­ბე­რი რა­ღაც სა­ში­ნე­ლი სა­ღა­მო იყო, მეც მაგ­რად დაღ­ლი­ლი, დედა კი­დევ უფრო მე­ტად. ერთი კლი­ნი­კი­დან უნდა გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა მე­ო­რე­ში მარ­ტო რომ არ ეგ­რძნო თავი, მას­თან ჩავ­ჯე­ქი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში, ხელი მაგ­რად ჩამ­ჭი­და, მთე­ლი გზა ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რეთ, მე­ბო­დი­შე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან გაწ­ვა­ლებ მაგ­რად გა­დაგ­ღა­ლეო. ვუ­ღი­მო­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დით და ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნებ­დით, თვა­ლე­ბი უბრწყი­ნავ­და ამ დროს...

ექიმს და კლი­ნი­კას ვცვლი­დით, იმი­ტომ რომ მეტი შან­სი გვქო­ნო­და. მახ­სოვს, რომ მი­ვე­დით მიმ­ღებ­ში დაგ­ხვდა ლე­ვა­ნი მერე მისი მო­ად­გი­ლე ჩა­მო­იყ­ვა­ნა, კი­დევ გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, შემ­დეგ სხვა ექი­მი, ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვე­ბი და შეძ­ლო შე­უძ­ლე­ბე­ლი - კი­დევ 10 ღღით მეტ­ხანს აცო­ცხლა. ყო­ველ დი­ლით, როცა შე­მოვ­ლა იყო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, დე­დას ლე­ვან­თან ერთი თხოვ­ნა ჰქონ­და, მისი მო­ბი­ლუ­რით და­ე­რე­კა ჩემ­თან და ჩემი ხმა გა­ე­გო. ასე გრძელ­დე­ბო­და დღე­ე­ბი და ბო­ლოს ისევ მისი მო­ბი­ლუ­რით გა­ვი­გე დე­დას ხმა...

ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, იბ­რძო­ლა ამ კაც­მა და ახ­ლაც ვიცი, რომ ასე აკე­თებს ყვე­ლა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, თა­ვის საქ­მის უბად­ლო ოს­ტა­ტია. მად­ლო­ბა ლე­ვანს და მად­ლო­ბა ექი­მებს, რომ­ლე­ბიც ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნელ გმი­რო­ბას ჩა­დი­ან" - წერს ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ამ­ჟა­მად 77 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, მათ­გან 17 კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ლე­ვან რა­ტი­ან­მა გუ­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი უკვე სრუ­ლად გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლეს და ის კლი­ნი­კას მალე და­ტო­ვებს:

"კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი იმი­სი, რომ კო­ვი­დი არ არის მკვლე­ლი ამ ქალ­ბა­ტო­ნის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ. ქალ­ბა­ტო­ნი იყო უმ­ძი­მე­სად: მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მით, მორ­ბი­ტუ­ლი სინ­დრო­მით, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ით, ჭარ­ბი წო­ნით. ამ ეპატ­ზე, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. მი­ვი­ღებთ სა­ბო­ლოო პა­სუხს და ხვალ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით გა­ე­წე­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
0

მადლობა ხალხო რომ სიკეთე ისევ დავიბრუნეთ ამ ძნელბედობის ჟამს. მხოლოდ კი არ ვამხელთ ადამიანებს მათ სიკეთეებს ვავრცელებთ.

მარინა
1

ღმერთმა დაგლოცოთ კეტილი საქმისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"შეუძლებელი შეძლო: 10 ღღით მეტხანს აცოცხლა დედა..." - რას წერს ექიმ ლევან რატიანზე ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი

"შეუძლებელი შეძლო: 10 ღღით მეტხანს აცოცხლა დედა..." - რას წერს ექიმ ლევან რატიანზე ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი

ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის პროფესიონალიზმზე წერს. ჟურნალისტის დედა მძიმედ ავადმყოფობდა და 2019 წლის იანვარში გარდაიცვალა. როგორც დაბრუნდაშვილი წერს, ბოლო დღეები ქალმა სწორედ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რატიანის ზედამხედველობის ქვეშ გააატარა და ამ ექიმმა მაშინ შეუძლებელი შეძლო:

"ექიმი ლევან რატიანი ყველა გადარჩენილ სიცოცხლეზე რომ საუბრობს, გული მიჩქარდება, მგონია რომ მასთან ერთად ვიმარჯვებ, რაღაცას ვამარცხებ და მიხარია.

25 დეკემბერი რაღაც საშინელი საღამო იყო, მეც მაგრად დაღლილი, დედა კიდევ უფრო მეტად. ერთი კლინიკიდან უნდა გადაგვეყვანა მეორეში მარტო რომ არ ეგრძნო თავი, მასთან ჩავჯექი სასწრაფოს მანქანაში, ხელი მაგრად ჩამჭიდა, მთელი გზა ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მებოდიშებოდა, რომ ძალიან გაწვალებ მაგრად გადაგღალეო. ვუღიმოდი და ვეუბნებოდი, რომ გავიმარჯვებდით და ფეხზე დავაყენებდით, თვალები უბრწყინავდა ამ დროს...

ექიმს და კლინიკას ვცვლიდით, იმიტომ რომ მეტი შანსი გვქონოდა. მახსოვს, რომ მივედით მიმღებში დაგხვდა ლევანი მერე მისი მოადგილე ჩამოიყვანა, კიდევ განყოფილების გამგე, შემდეგ სხვა ექიმი, ჩაატარა კვლევები და შეძლო შეუძლებელი - კიდევ 10 ღღით მეტხანს აცოცხლა. ყოველ დილით, როცა შემოვლა იყო რეანიმაციაში, დედას ლევანთან ერთი თხოვნა ჰქონდა, მისი მობილურით დაერეკა ჩემთან და ჩემი ხმა გაეგო. ასე გრძელდებოდა დღეები და ბოლოს ისევ მისი მობილურით გავიგე დედას ხმა...

ყველაფერი გააკეთა, იბრძოლა ამ კაცმა და ახლაც ვიცი, რომ ასე აკეთებს ყველა სიცოცხლის გადასარჩენად, თავის საქმის უბადლო ოსტატია. მადლობა ლევანს და მადლობა ექიმებს, რომლებიც ხშირად წარმოუდგენელ გმირობას ჩადიან" - წერს ვასილ დაბრუნდაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 77 პაციენტი იმყოფება, მათგან 17 კორონავირუსითაა ინფიცირებული. როგორც ლევან რატიანმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი უმძიმესი პაციენტი უკვე სრულად გამოაჯანმრთელეს და ის კლინიკას მალე დატოვებს:

"კიდევ ერთი მაგალითი იმისი, რომ კოვიდი არ არის მკვლელი ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ქალბატონი იყო უმძიმესად: მწვავე რესპირატორული სინდრომით, მორბიტული სინდრომით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჭარბი წონით. ამ ეპატზე, მისი მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ თვითიზოლაციის პირობებში, პროტოკოლის დაცვით გაეწერება“, - განაცხადა რატიანმა.

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს