სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ხა­ტია მეშ­ვე­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს. მეშ­ვე­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რო­გორ გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ო­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა, ექი­მე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

"მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, მინ­და ჩემს შე­სა­ხებ მო­გიყ­ვეთ. ვცხოვ­რობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის. Covid-19 -ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ხუ დღი­ა­ნი უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ მეც და­მე­წყო სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სიმპტო­მე­ბი. პირ­ვე­ლი რაც შევ­ნიშ­ნე იყო ყე­ლის ტკი­ვი­ლი და 37 C ტემ­პე­რა­ტუ­რა. მე­ო­რე დღეს ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა ტე­მე­რა­ტუ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით სამი ხა­ზით. ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა პა­ნი­კას არ ავ­ყო­ლილ­ვარ. გა­ვი­კე­თე ტეს­ტი და გა­და­ვე­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ცხე­ლი სი­თხე­ე­ბით დღე­ში 14-15 ფინ­ჯა­ნი (ლი­მო­ნი, ჯინ­ჯე­რი თაფ­ლი). ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და სი­სუს­ტე, თა­ვის ტკი­ვი­ლი და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37,5C. სი­ცხის დამ­წე­ვი ანუ პა­რა­ცე­ტა­მო­ლი მხო­ლოდ 3-ჯერ მი­ვი­ღე რაც მა­ინც და მი­ანც სა­სურ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა რო­გორც შემ­დგომ­ში ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რულ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას გა­ვარ­კვიე, რად­გან ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი თა­ვად ებ­რძვის ვირუსს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია და ასა­ტა­ნია, რომ 38-მდე სი­ცხეს გა­უძ­ლოს ადა­მი­ან­მა, არ ღირს სი­ცხის დამ­წე­ვის მი­ღე­ბა.

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ ექიმს, ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რულს. მისი გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­ინც და­მით­მო დრო რად­გან მას­თან გა­სა­უბ­რე­ბამ გა­მაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად და მო­მეხ­სნა ში­შე­ბი. გავ­თა­ვი­სუფ­ლდი პა­ნი­კის­გან, რო­მელ­საც არ ვიმ­ჩნევ­დი და თავს არ ვუ­ტყდე­ბო­დი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

მე-5 დღეს ჩემი ტეს­ტის პა­სუ­ხი იყო და­დე­ბი­თი... ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა ის, რომ მო­მი­წია ბი­ნის შეც­ვლა და ამან გა­მო­იწ­ვია ნერ­ვი­უ­ლო­ბა სხვა და სხვა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბი. რა თქმა უნდა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ამ დროს ხე­ლის შემ­შლე­ლია. მქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა და უძი­ლო­ბა.

მე-7, მე-8 დღეს ვგრძნობ­დი ფილ­ტვის არე­ში მსუ­ბუქ წვას და ჩხვლე­ტებს, რო­მელ­მაც მა­ლე­ვე გა­მი­ა­რა. ეს შეგ­რძნე­ბე­ბი შემ­დეგ პე­რი­ო­დუ­ლად გად­მო­დი­ო­და გულ-მკერ­დის არე­ში. ში­გა­და­შიგ მე­მარ­თე­ბო­და ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა მსუ­ბუქ ფომ­რებ­ში, რაც მი­მაჩ­ნია, რომ იყო ნევ­რო­ზუ­ლი, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ხვე­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია. ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის მო­ახ­სნა­ში მეხ­მა­რე­ბო­და სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი. ასე­ვე მქონ­და უმა­დო­ბა, სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და ჭამა.

მე-9 დღე იყო ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი და მივ­ხვდი რომ ნელ-ნელა ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი ამ ვირუსს. დღეს მე-10 დღეა და ჯერ ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, თუმ­ცა თავს კარ­გად ვგრძნობ. მთა­ვა­რი რჩე­ვა რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ: ნუ აყ­ვე­ბით პა­ნი­კას, რად­გან ნერ­ვი­უ­ლო­ბა აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს და ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზმს ვირუს­თან ბრძო­ლა­ში. ეს სიმპტო­მე­ბი ხში­რად მოჩ­ვე­ნე­ბი­თია ამ სა­ყო­ველ­თაო ში­შე­ბის ფონ­ზე. ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ამ ვირუ­სით არი­ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და ვარ­დე­ბი­ან პა­ნი­კა­ში.

კი­დევ ერთხელ!!! ნუ აყ­ვე­ბით პა­ნი­კას, რად­გან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ხვე­ლა და გა­უ­საძ­ლი­სი უჰა­ე­რო­ბა თუ არ გჭირთ, რომც იყოს თქვენ­ში ვირუ­სი, ეს ნიშ­ნავს რომ მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში გაქვთ და ის თა­ვი­სით გა­ივ­ლის. არც ისე­თი რთუ­ლი ყო­ფი­ლა რო­გო­რიც მა­ნამ­დე მე­გო­ნა. იფიქ­რეთ მხო­ლოდ იმა­ზე, რომ ეს ვირუ­სი არის დრო­ე­ბი­თი და რამ­დე­ნი­მე დღე­ში თა­ვი­სით წავა. ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, მე ვაგ­რძე­ლებ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნას კი­დევ 10 დღე, რათა გა­ვუფრ­თხილ­დე სხვა ადა­მი­ა­ნებს. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, დარ­ჩით სახ­ლში!" - წერს ხა­ტია მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
4

ღმერთმა დაგლოცოს ჯიშიანო ქართველო ქალბატონო, ყველა განსაცდელი ასე გმირულად გადაგატანინოს.

mmm
4

გაიხარე! ღმერთმა გიშველოს! ძალიან კარგი სტატიაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხატია მეშველიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება ინტერნეტმომხმარებლებს. მეშველიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, როგორ გაიარა მკურნალობის პერიოდი თვითიზოლაციაში მყოფმა, ექიმების რჩევების გათვალისწინებით:

"მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ. ვცხოვრობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის. Covid-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანებთან ხუ დღიანი უშუალო კონტაქტის შემდეგ მეც დამეწყო საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომები. პირველი რაც შევნიშნე იყო ყელის ტკივილი და 37 C ტემპერატურა. მეორე დღეს ოდნავ მოიმატა ტემერატურამ, დაახლოებით სამი ხაზით. ძალიან უსიამოვნო იყო ეს ყველაფერი, თუმცა პანიკას არ ავყოლილვარ. გავიკეთე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში.

დავიწყე მკურნალობა მხოლოდ ცხელი სითხეებით დღეში 14-15 ფინჯანი (ლიმონი, ჯინჯერი თაფლი). ამ დღეების განმავლობაში მქონდა სისუსტე, თავის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა 37,5C. სიცხის დამწევი ანუ პარაცეტამოლი მხოლოდ 3-ჯერ მივიღე რაც მაინც და მიანც სასურველი არ ყოფილა როგორც შემდგომში ბატონ ზურაბ გურულთან კონსულტაციისას გავარკვიე, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი თავად ებრძვის ვირუსს და თუ შესაძლებელია და ასატანია, რომ 38-მდე სიცხეს გაუძლოს ადამიანმა, არ ღირს სიცხის დამწევის მიღება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ექიმს, ბატონ ზურაბ გურულს. მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, რომ მაინც დამითმო დრო რადგან მასთან გასაუბრებამ გამაცნობიერებინა მდგომარეობა უფრო რეალისტურად და მომეხსნა შიშები. გავთავისუფლდი პანიკისგან, რომელსაც არ ვიმჩნევდი და თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ შინაგანად მაინც ვნერვიულობდი.

მე-5 დღეს ჩემი ტესტის პასუხი იყო დადებითი... ამ პერიოდს დაემთხვა ის, რომ მომიწია ბინის შეცვლა და ამან გამოიწვია ნერვიულობა სხვა და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირები. რა თქმა უნდა, ნერვიულობა ამ დროს ხელის შემშლელია. მქონდა პანიკური შეტევა და უძილობა.

მე-7, მე-8 დღეს ვგრძნობდი ფილტვის არეში მსუბუქ წვას და ჩხვლეტებს, რომელმაც მალევე გამიარა. ეს შეგრძნებები შემდეგ პერიოდულად გადმოდიოდა გულ-მკერდის არეში. შიგადაშიგ მემართებოდა ჰაერის უკმარისობა მსუბუქ ფომრებში, რაც მიმაჩნია, რომ იყო ნევროზული, გამომდინარე იქედან, რომ ხველება საერთოდ არ მქონია. ჰაერის უკმარისობის მოახსნაში მეხმარებოდა სუნთქვითი ვარჯიშები. ასევე მქონდა უმადობა, საერთოდ არ მინდოდა ჭამა.

მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი და მივხვდი რომ ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ამ ვირუსს. დღეს მე-10 დღეა და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დამთავრდა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ. მთავარი რჩევა რაც შემიძლია გითხრათ: ნუ აყვებით პანიკას, რადგან ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. ეს სიმპტომები ხშირად მოჩვენებითია ამ საყოველთაო შიშების ფონზე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამ ვირუსით არიან დაინფიცირებულები და ვარდებიან პანიკაში.

კიდევ ერთხელ!!! ნუ აყვებით პანიკას, რადგან გართულებული ხველა და გაუსაძლისი უჰაერობა თუ არ გჭირთ, რომც იყოს თქვენში ვირუსი, ეს ნიშნავს რომ მსუბუქ ფორმებში გაქვთ და ის თავისით გაივლის. არც ისეთი რთული ყოფილა როგორიც მანამდე მეგონა. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ ეს ვირუსი არის დროებითი და რამდენიმე დღეში თავისით წავა. ყოველი შემთხვევისთვის, მე ვაგრძელებ თვითიზოლაციაში ყოფნას კიდევ 10 დღე, რათა გავუფრთხილდე სხვა ადამიანებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დარჩით სახლში!" - წერს ხატია მეშველიანი.

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მათთვის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, როგორი იყო აფხაზეთი..." - წლების წინანდელი ულამაზესი ფოტოები ოკუპირებული რეგიონიდან